GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჰაერის დაბინძურება ახლა უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო

Homepage მსოფლიო ჰაერის დაბინძურება ახლა უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო
მსოფლიო

ჰაერის დაბინძურება ახლა უფრო მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო

აპრილი 28, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
436 ნახვა

ჰაერის დაბინძურებამ პანდემიამდე არსებულ ნიშნულს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების 98%-ში  კარანტინი ან/და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ ფაქტს,  ინგლისური კვლევითი ორგანიზაცია “Center of Cities”-ის ახალი კვლევა ამტკიცებს.

გაზაფხულზე, ვირუსის პირველი ტალღის დროს, გამოწვეულმა რეგულაციებმა გვაჩვენა აზოტის ოქსიდის (NO2) 38%-იანი კლება 49 სხვადასხვა ქალაქში.

მაგრამ, ზოგ ქალაქში, მაგალითად ბარნსლიში (Barnsley), ბორნმაუსსა (Bournemouth) და  პორტსმუსში (Portsmouth) აზოტის ოქსიდის დონე სექტემბერში პრეპანდემიურ დონეს აჭარბებდა.

ჰაერის დაბინძურების ზრდა პირად სატრანსპორტო საშუალებებზე გადასვლამ გამოწვია. “Centre for Cities”-ს ცნობით, ნათელია, რომ ხალხმა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უარი, Covid-19-სგან თავის ასარიდებლად თქვა.

მარტის შემდეგ, სხვადასხვა საბჭომ, მათ შორის Leeds, Bristol და Sheffield-მა შეაჩერა ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგოდ მიმდინარე გეგმები, რაც ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების შედეგი იყო.

Covid-19 გავრცელების რისკები ეტაპობრივად მცირდება, შესაბამისად მომავალ წელს ცხოვრება ნორმას დაუბრუნდება. ორგანიზაცია, ქალაქის მერებსა და საბჭოს ხელმძღვანელებს მოუწოდებს, ზომები მიიღონ, ხალხის საზოგადოებრივზე ტრანსპორტზე გადაყვანის ხელშესაწყობად. ეს ზომებია:

  • მანქანის მეპატრონეებისთვის, გარკვეული გადასახადის დაწესება, ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში გადაადგილებისას;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემების გაუმჯობესება;
  • ქვეითთა და ველოსიპედისტთა ინფრასტრუქტურის განვითარება.

“Center of Cities” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს: „ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს Covid პაციენტების სიკვდილიანობაზე. პანდემიის დასრულების შემდეგაც, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობა დიდ საფრთხედ დარჩება, განსაკუთრებით კი ურბანულ სივრცეებში. ქალაქის მმართველებს შეუძლიათ ამ საფრთეების წინააღმდეგ ეფექტური ზომების მიღება, თუმცა პოლიტიკური ნებაა საჭირო. მანქანების შეზღუდვა, მოკლევადიან პერსპექტივაში არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, თუმცა თუ მანქანების შეზღუდვას დაემატება სწორი საზოგადოებრივი სატრანსპორტო პოლიტიკა, მომავალში ეს დადებითად აისახება დიდი ქალაქების როგორც ეკოლოგიურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ჩვენ მივიღებთ საცხოვრებლად უკეთეს და უსაფრთხო ქალაქებს. დღეს, პოლიტიკოსებმა ეს პრობლემა არ უნდა გადადონ.“

 

სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და ანა კუხაშვილი

წყარო : https://airqualitynews.com/2020/12/09/air-pollution-is-now-higher-than-pre-pandemic-levels/?fbclid=IwAR26Ibl4rVTduYIbtva7WhBjo28gLcX65UYJKVXl3z7cQe5P7tzjK9cjh3Y

ნახვები : 157 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
გლობალური ტემპერატურის სწრაფი ზრდა მიწის ნაყოფიერებას ამცირებს
შემდეგი პოსტი
რა საფრთხეს უქმნის პიროტექნიკა ფრინველებსა და ცხოველებს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,