GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

რა არის შემდეგი საფეხური ევროპის ჰიდროენერგიის ინდუსტრიისთვის?

Homepage მსოფლიო რა არის შემდეგი საფეხური ევროპის ჰიდროენერგიის ინდუსტრიისთვის?
მსოფლიო

რა არის შემდეგი საფეხური ევროპის ჰიდროენერგიის ინდუსტრიისთვის?

აპრილი 18, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
875 ნახვა
ნახვები : 51

ევროკომისიის მიერ 2020 წლის ნოემბერში წარდგენილი ახალი გეგმის მიხედვით, ჰიდროენერგიის მთავარი წყარო არა ზღვის სანაპიროზე მოქცევა, არამედ ზღვაში შეჭრილი ქარის ტურბინები უნდა იყოს. ელექტრორნერგიის გამომუშავება 2030 წლისთვის 1 გიგავატს უნდა აღწევდეს, ხოლო 2050 წლისთვის – 40 გიგავატს.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის გეგმა ქარის ტურბინებზე, როგორც განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ და დახვეწილ ფორმაზე, ამახვილებს ყურადღებას, წყალზე მოტივტივე მზის ბატარეებიც ელექტროენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვანი ელემენტი იქნება.

,,ევროპა აკვატორიაში გაკეთებული ქარის ტურბინებით ლიდერია მსოფლიოში და, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ამ სახის ენერგიის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა რესურსების მაქსიმალურად გამოყენებით“ – ამბობს კადრი სიმსონი, ევროპის ელექტროენერგიის კომისარი.

პირველ ეტაპზე გეგმის მიზანია 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოცულობა 1 გიგავატს შეადგენდეს, დღესდღეობით მოცულობა 13 მეგავატია, თუმცა მთავარი დაბრკოლება სამომავლო ნიშნულის მისაღწევად სადგურების რაოდენობის გაზრდა და მათი ფასია.

მიუხედავად იმისა, ევროპული კომპანიები ლიდერობენ ოკეანის ენერგიის წარმოების კუთხით, ევროპის ქვეყნების სრულად მომარაგება და ბაზრის შექმნა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

,,საჭიროა ფასის მკვეთრი შემცირება ზღვის ნაპირისა და მოქცევის გამოყენებით ელექტროენერგიის წარმოებისთვის“ – განაცხადა ევროკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა, თუმცა შეაქო კომპანიები 2015 წელთან შედარებით ფასების 40%-იანი კლების გამო. მან ასევე დაამატა, რომ ზემოხსენებული ენერგიის წყაროებმა მიაღწია ტექნოლოგიური განვითარების იმ დონეს, რაც მათი სამომავლო გამოყენების პოტენციალს ზრდის.

,,ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჰიდროენერგია აჩვენებს თავის ნამდვილ შესაძლებლობებს, როდესაც ელექტროენერგიის მოცულობა 100 მეგავატს მიაღწევს“- ამბობს რემი გრუე, კომპანიის Ocean Energy Europe გენერალური დირექტორი.

ინდუსტრიალიზაციის ტემპი

მარტის დასაწყისში კომპანიამ Ocean Energy Europe წარადგინა 2020 წლის სტატისტიკა, რომელიც აჩვენებდა, რომ ინდუსტრიამ შეინარჩუნა მდგრადობა, კორონავირუსის პანდემიისდა მიუხედავად.

კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა განაცხადა, რომ ჰიდროენერგიის ინდუსტრია სწრაფი ტემპით იზრდება. 2020 წლის ინვეტიციამ 45 მილიონი ევრო შეადგინა. წინა ათწლეულში მსოლფიო მასშტაბით ზღვის ნაპირისა და მოქცევის გამოყენებით წარმოქმნილი ენერგიის მოცულობა 60 მეგავატი იყო.

,,სამომავლო მიზანი ენერგიის მოცულობის 100 მეგავატამდე გაზრდისა რეალურია“ – განაცხადა რემი გრუემ, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ევროკომისიამ 2050 წელს მისაღწევ ნიშნულად 60 გიგავატი მოცულობის ენერგია დაასახელა 40 გიგავატის ნაცვლად. 2030 წლის გეგმებიც განხილვის შემდეგ შეიცვალა და 3 გიგავატიდან 1 გიგავატამდე ჩამოვიდა.

ნოემბერში, გეგმის გასაჯაროების შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიზნის 20 გიგავატით შემცირება ნათელი ინდიკატორია, რომ ინდუსტიას განვითარება სჭირდება. ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული სტრატეგიის (NECP) განხილვის შედეგად ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ზღვის სანაპიროსა და მიქცევის ენერგიის წყაროდ გამოყენება საკმარისად არაა ხაზგასმული, ამიტომ შეიცვალა სამიზნე ნიშნული 60 გიგავატიდან 40-მდე.

გრუე ამბობს, რომ ხელისუფლების მქონე პირების მოვალეობაა ჰიდროენერგიის ინდუსტრიას შეუწყოს ხელი, რადგან ამჟამად მთავარი გამოწვევა შესაბამისი ბაზრის არარსებობაა, რისი მიზეზიც სექტორის გასავითარებლად არსებული ინვესტიციების მხარდაჭერის ნაკლებობაა.

ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკის განხილვა

ჯერჯერობით განხილვის მთავარი საგანია ევროპის განახლებადი ენერგიის დირექტივის გადასინჯვა, რომელიც ივნისში უნდა გასაჯაროვდეს. იგეგმება ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლებიც ხელს შეუწყობს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის 2030 წლისთვის დასახული მიზნების მიღწევას.

ამასთან დაკავშირებით კომპანიამ Ocean Energy Europe განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ არჩევანის თავისუფლება, როდესაც განახლებადი ენერგიის წყაროს გამოყენებაზეა საუბარი. ასევე, სახელმწიფოებრივ დონეზე საჯარო პროექტები ევროკავშირის ხელისუფლების ბერკეტების გარეშე უნდა დაფინანსდეს.

,,მნიშვნელოვანია, რომ განახლებადი ენერგიის ინდუსტრია, რომელიც ჯერ კიდევ დაბალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩევა, არ შეიზღუდოს რეგულაციებითა და კანონებით“ – განაცხადა კომპანიამ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : https://www.euractiv.com/section/energy/news/what-next-for-ocean-energies-in-europe/?fbclid=IwAR26lPGTglVkamJMt_pVJy9O-Q2mTwRvYTtyuy3Mvgj5eXRbdeXfi6Ts8yk


წინა პოსტი
ანტარქტიდის ყინულის საფარის ქვეშ მეცნიერები სიცოცხლის ფორმებს წააწყდნენ
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაიზარდა 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, მიუხედავად Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,