GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ქვეყნების ამჟამინდელი ვალდებულებების მიხედვით, ნახშირბადის გამონაბოლქვი 2050 წლისთვის მხოლოდ 40%-ით შემცირდება.

Homepage მსოფლიო ქვეყნების ამჟამინდელი ვალდებულებების მიხედვით, ნახშირბადის გამონაბოლქვი 2050 წლისთვის მხოლოდ 40%-ით შემცირდება.
მსოფლიო

ქვეყნების ამჟამინდელი ვალდებულებების მიხედვით, ნახშირბადის გამონაბოლქვი 2050 წლისთვის მხოლოდ 40%-ით შემცირდება.

დეკემბერი 5, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
592 ნახვა
ნახვები : 32
  • თუ ქვეყნები კლიმატის შესახებ თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ, ნახშირბადის გამონაბოლქვი საუკუნის შუა რიცხვებისთვის მხოლოდ 40%-ით შემცირდება.
  • თუ ინვესტიციას სუფთა ენერგიაში ჩადებთ, მომხიბვლელ მოგებას მიიღებთ.
  • IEA-ს შეფასებით, სუფთა ნულის მისაღწევად საჭირო 4 ტრილიონი დოლარის ინვესტიციის 70% ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებად ეკონომიკებს უნდა მოხმარდეს.

 

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ნულოვანი მიზნის მისაღწევად საჭიროა 4 ტრილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მომდევნო 10 წლის განმავლობაში

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიხედვით, ნახშირორჟანგის მსოფლიო ემისიის შემცირების ამჟამინდელი გეგმა 2050 წლის სუფთა ნულოვან მიზანს 60%–ით ჩამორჩება, რაც ქვეყნების ლიდერებს აიძულებს, მომავალი Cop26 კლიმატის კონფერენცია გამოიყენონ „უშეცდომო სიგნალის“ გასაგზავნად, კონკრეტული პოლიტიკის გეგმითურთ.

თავის ყოველწლიურ World Energy Outlook-ში (მსოფლიო ენერგეტიკის მიმოხილვა), რომელიც წელს გლაზგოს სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის “სახელმძღვანელოდ” გადაკეთდა, IEA-მ გააკეთა პროგნოზი, რომ, თუ ქვეყნები კლიმატის შესახებ თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ, ნახშირბადის გამონაბოლქვი საუკუნის შუა რიცხვებისთვის მხოლოდ 40%-ით შემცირდება.

ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარე გეგმებსა და სუფთა ნულოვანი მიზნის მისაღწევად საჭირო ცვლილებებს შორის განხეთქილება “გამაოგნებელი” აღმოჩნდა და შესამცირებლად 4 ტრილიონამდე აშშ დოლარს (£2.94) საჭიროებს მხოლოდ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში.

IEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბიროლმა Guardian-ს განუცხადა, რომ კოვიდ-19-ის შემდეგ აღდგენილი მსხვილი ეკონომიკა უკვე კარგავს სუფთა ენერგიაში ინვესტიციების სტიმულირების შესაძლებლობას.

“ჩვენ პანდემიისგან არამყარი აღდგენის თვითმხილველები ვართ”, თქვა მან და ნახშირის მოხმარების ძლიერი ზრდის ამსახველ სეგმენტებზე მიუთითა, რამაც ისტორიაში CO2-ის ემისიების სიდიდით მეორე  ზრდა გამოიწვია.

ბიროლმა მოუწოდა,განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებს ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად ზომების გამკაცრებისკენ. მაგრამ,  ამასთანავე, აღნიშნა, რომ ეს Cop26-ში მონაწილე მდიდარი ქვეყნების ლიდერების გარეშე ვერ მოხერხდება, რომლებმაც განვითარებად ეკონომიკებში ფულის ნაკადის მიდინებას უნდა შეუწყონ ხელი, კერძო ინვესტორებზე ზეწოლის გზით.

ვისურვებდი, მსოფლიო ლიდერები… ერთად დადგნენ და მსოფლიოს პოლიტიკური გზავნილი აჩვენონ, რომ გადაწყვეტილი გვაქვს, გვქონდეს სუფთა ენერგიის მომავალი.

„[მათ უნდა თქვან] ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თუ ინვესტიციას ჩადებთ ენერგიის ძველ წყაროებში, ენერგიის ბინძურ წყაროებში, თქვენს ფულს დაკარგვის საფრთხეს შეუქმნით. თუ ინვესტიციას სუფთა ენერგიაში ჩადებთ, მომხიბვლელ მოგებას მიიღებთ.”

IEA-ს შეფასებით, სუფთა ნულის მისაღწევად საჭირო 4 ტრილიონი დოლარის ინვესტიციის 70% ფორმირებად ბაზრებსა და განვითარებად ეკონომიკებს უნდა მოხმარდეს.

ბიროლის აზრით, ყველაზე ძლევამოსილმა მსოფლიო ლიდერებმა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, „სავალდებულო ამოცანად“ უნდა დაუსახონ ამ ქვეყნებში სუფთა ენერგიის პროექტებისთვის პრიორიტეტის მინიჭება, კერძო კაპიტალისთვის კატალიზატორის როლში გამოსვლით.

განგაშმა გაიჟღერა მაშინ, როცა გაერთიანებული სამეფო და ევროპა გაზზე ცეცხლის ფასს ებრძვის, რაც მომხმარებლისთვის ზამთრის გადასახადების ზრდის, ქარხნების დახურვისა და სურსათისა და საცალო ვაჭრობის მიწოდების ჯაჭვის შეფერხების საფრთხეს ქმნის.

კრიზისმა გამოააშკარავა წიაღისეულ საწვავზე დაყრდნობის საფრთხე, თავისი ფასების ცვალებადობით, და ფაქტი, რომ რეგიონი კვლავ დიდწილად დამოკიდებულია გაზზე, ხოლო განახლებადი წყაროები ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებენ ენერგეტიკულ მოთხოვნებს.

IEA-მ აღნიშნა, რომ ფასების კრიზისმა განახლებად ენერგიაზე გადასვლის ნელი ტემპის საფრთხეზე „წინასწარი გაფრთხილება“ მოგვცა. ბიროლმა დაგმო ბოლოდროინდელი განცხადებები, თითქოს ენერგიაზე ფასების კრიზისი, ნაწილობრივ, გადასვლის მცდელობით იყო გამოწვეული, როგორც „მცდარი და შეცდომაში შემყვანი“. „ჩვენ ვნახავთ, რომ სუფთა ენერგიის სამყაროში ნავთობისა და გაზის ფასების გაორმაგებით გამოწვეულ შოკს მომხმარებელი გაცილებით ნაკლებად იგრძნობს”, – განაცხადა მან.

გამომდინარე იქიდან, რომ დიდ ბრიტანეთში მძიმე მრეწველობა მთავრობას დამატებით მხარდაჭერას სთხოვდა ენერგიაზე მაღალ ხარჯთან გასამკლავებლად, ბიროლმა გასაჭირში მყოფი ინდუსტრიების გადასარჩენად „დროებითი ზომების“ საჭიროება აღიარა, თუ ეს სუფთა ენერგიაზე გადასვლის ხარჯზე არ მოხდება.

მიუხედავად სუფთა ნულისკენ მიმავალი არაადეკვატური პროგრესის შესახებ IEA-ს გაფრთხილებისა, მსხვილი ეკონომიკის მიერ 1973 წლის ნავთობის კრიზისის შემდეგ შექმნილმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მიზნის მისაღწევად საჭირო დამატებითი ინვესტიციის დიდი წილი შედარებით მარტივად განხორციელებადია.

IEA-ს განცხადებით, ემისიების 40%-ზე მეტი შეიძლება შემცირდეს ზომებით, რომლებიც “თავის ხარჯს თვითონ გაისტუმრებს”, როგორიცაა ეფექტურობის გაუმჯობესება, გაზის გაჟონვის შეზღუდვა ან ქარის და მზის ენერგიის ინსტალაცია ადგილებში, სადაც ეს იაფი და ეფექტურია.

IEA-მ, ასევე, სუფთა ნულის პოტენციურ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მიუთითა. მისი თქმით, ემისიების შემცირების შესახებ არსებული დაპირებები 13 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის, მაგრამ მიზნის მისაღწევად ზომების გაძლიერება ამ მაჩვენებელს გააორმაგებს.

საჭირო ინვესტიცია შექმნის ქარის ტურბინების, მზის პანელების, ლითიუმ-იონური ბატარეების, ელექტროლიზატორებისა და საწვავი ელემენტების ბაზარს, წელიწადში 1 ტრილიონ დოლარზე მეტი მოგებით, რაც ნავთობის ამჟამინდელ ბაზარს შეედრება, – ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნატალია სლეპაკოვა

წყარო : www.theguardian.com


წინა პოსტი
ახალი აპლიკაცია ელექტრომობილების ღირებულებასა და ეკოლოგიურ სარგებელს ითვლის
შემდეგი პოსტი
მსოფლიოში არსებული სახლის სახურავების ნახევარი მზის პანელებით რომ აღიჭურვოს, ელექტროენერგიის მოთხოვნა 100%-ით დაკმაყოფილდებოდა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,