GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ფოიერვერკი: ახალი წლის დადგომას ჰაერის დაბინძურებით ვეგებებით

Homepage მსოფლიო ფოიერვერკი: ახალი წლის დადგომას ჰაერის დაბინძურებით ვეგებებით
შემეცნებითი, მსოფლიო

ფოიერვერკი: ახალი წლის დადგომას ჰაერის დაბინძურებით ვეგებებით

დეკემბერი 4, 2020
By GREENPOLE
0 კომენტარი
988 ნახვა
ნახვები : 354

ფოიერვერკი ლამაზი სანახავია, თუმცა მას ბევრი უარყოფითი თვისება აქვს. ახალი წლის საღამოს, ფოიერვერკის გამოყენების შედეგად იმატებს დამწვრობის, მხედველობისა და სმენის დაზიანების შემთხვევები. ფოიერვერკის გამოყენების შედეგად ჰაერი მტვრის მცირე ნაწილაკებით, ხოლო ქუჩები – ნარჩენებით ბინძურდება. ფოიერვერკი სტრესულ გარემოს უქმნის გარეულ ფრინველებსა და ცხოველებს, რომ არაფერი ვთქვათ შეშინებულ შინაურ ცხოველებზე.

გერმანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ გერმანიაში, ყოველწლიურად, ფოიერვერკის მოხმარების შედეგად 4,200 ტონა მტვრის ნაწილაკი (PM10) გამოიყოფა, აქედან დიდი ნაწილი – ახალი წლის ღამეს. ამ კვლევის თანახმად ახალი წლის პირველ დღეს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი, წლიურ საშუალო მაჩვენებელზე ბევრად მაღალია.

ფოიერვერკის მტვრის ნაწილაკების შესუნთქვა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. იგი უარყოფითად მოქმედებს სასუნთქ გზებზე, იწვევს გართულებებს ასთმისა და გულსისხლძარღვთა  დაავადებების მქონე პაციენტებში.

გერმანიაში, ყოველწლიურად, საშუალოდ 8000 ადამიანი უჩივის ახალი წლის ღამეს, ფოიერვერკისგან გამოწვეულ შიდა ყურის დაზიანებას. ამ ადამიანების დაახლოებით მესამედში, ეს დაზიანება შეუქცევადი ხასიათისაა.

რამდენად სწრაფად იწმინდება ჰაერი ახალი წლის ღამის შემდეგ, დამოკიდებულია  ამინდზე. ძლიერი ქარი ხელს უწყობს მტვრის მავნე ნაწილაკების სწრაფად გაფანტვას. სუსტი ქარის პირობებში, ჰაერის დამაბინძურებლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება ჰაერში და კონცენტრირდება ატმოსფეროს ქვედა ფენებში.

 

სტატიაზე იმუშავა : მეგი წერეთელი – ანა კუხაშვილი

წყარო : www.umweltbundesamt.de


წინა პოსტი
საქართველოში ყოველ 24-ე ადამიანს კოვიდი აქვს დადასტურებული | სტატისტიკა
შემდეგი პოსტი
სახლიდან მუშაობამ შესაძლოა გამოიწვიოს შიდა ჰაერის დაბინძურების ზრდა.

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,