GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ორი ახალი კვლევა ადასტურებს, რომ მცენარეული საკვებით დატვირთული რაციონი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს

Homepage მსოფლიო ორი ახალი კვლევა ადასტურებს, რომ მცენარეული საკვებით დატვირთული რაციონი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს
მსოფლიო, შემეცნებითი

ორი ახალი კვლევა ადასტურებს, რომ მცენარეული საკვებით დატვირთული რაციონი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს

სექტემბერი 25, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
299 ნახვა
  • მკვლევრები 18-დან 30-წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ 5,000-მდე ადამიანს 32 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ;
  • ,,მთავარი, რისი გაგებაც მკითხველს შეუძლია, არის ის, რომ მცენარეული პროდუქტების აქტიურად მიღების დაწყება არასოდესაა გვიანი“, – ნუტრიციონისტი კრისტინ კირკპაჩი კვლევის შესახებ ესაუბრა გამოცემას ,,Medical News Today”.
  • ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხევით, მცენარეული საკვების მიღებით ჩვენ არა მხოლოდ სათბურის აირების გამოყოფას შევამცირებთ, არამედ გამჟავიანებისა და ევტროფიკაციის პროცესებსაც, ასევე ნიადაგისა და წყლის მოხმარებას.

 

ბოლოდროინდელი კვლევებიდან ერთ-ერთი ყურადღებას ამახვილებს კავშირზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და საკვებს შორის. მკვლევრები ახალგაზრდა და შუახნის 5,000-მდე ადამიანს 32 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

კვლევაში მონაწილე პირები 18-დან 30-წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ, არცერთ მათგანს არ აწუხებდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ექიმები აფასებდნენ თითოეული მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და აკეთებდნენ ჩანაწერებს მათ მიერ მიღებული საკვების შესახებ. ჩანაწერების მიხედვით კი იქმნებოდა ერთგარი რეიტინგი, მის სათავეში ექცეოდნენ დაკვირვების ქვეშ მყოფი ის პირები, რომელიც უმეტესად იღებდნენ კვებითი ღირებულებებით მდიდარ მცენარეულ საკვებს და ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე ხორცპროდუქტებს ნაკლებად მიირთმევდნენ.

კვლევის დასასრულს 289 ადამიანს განუვითარდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.

ექიმებმა შეაჯამეს მონაცემები და დაასკვნეს, რომ მცენარეული პროდუქტების ხანგრძლივად მიღება 52 პროცენტით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს.

,,ჩვენი შედეგები ადასტურებს წარსულში ჩატარებული კვლევების დასკვნებს მცენარეული საკვებისა და მისი მეტაბოლიზმზე გავლენის შესახებ. მთავარი, რისი გაგებაც მკითხველს შეუძლია, არის ის, რომ მცენარეული პროდუქტების აქტიურად მიღების დაწყება არასოდესაა გვიანი“, – ნუტრიციონისტი კრისტინ კირკპაჩი კვლევის შესახებ ესაუბრა გამოცემას ,,Medical News Today”.

მეორე კვლევა 50-დან 79 წლამდე ასაკის ქალებზე ჩატარდა. იგი გაგრძელდა 1993 წლიდან 2017 წლამდე.

მკვლევრები აკვირდებოდნენ, თუ რამდენად კარგად შეძლებდნენ ექსპერიმენტის მონაწილეები ე.წ. ,,პორტფოლიოს დიეტის“ დაცვას. ,,პორტფოლიოს დიეტა“ არის სპეციალურად შექმნილი კვებითი გეგმა, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევისკენაა მიმართული. მასში არ შედის ცხოველური საკვები, მთავარი პროდუქტებია  სოიოს პროტეინი, კვებითი ბოჭკო და კაკლის ნაყოფი.

ექიმებმა დაასკვნეს, რომ იმ ქალებში, რომლებიც ყველაზე კარგად იცავდნენ ამ დიეტას, გულის შეტევის რისკი 17 პროცენტით იყო შემცირებული. ასევე, 14 და 11 პროცენტით შემცირდა კორონარული არტერიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების გაჩენის რისკი.

ჯანმრთელობის გარდა, სწორი კვება გარემოზეც ახდენს დადებით ზეგავლენას. რამდენიმე კვირის წინ გამოცემა ,,The Guardian”-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც გაეროს კვლევას ემყარებოდა, ხაზს უსვამს ყოველდღიური ჩვევების შეცვლის საჭიროებას, რაც კვების რაციონის გადახედვასაც გულისხმობს.

გაეროს მონაცემებით, მცენარეული საკვების შემცველი დიეტა 50 პროცენტით ამცირებს გარემოსთვის საზიანო გამონაბოლქვის გამოყოფას.

ეს არ არის ერთადერთი ექსპერიმენტი, რომელიც ამ დასკვნამდე მივიდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევა დღემდე ითვლება ყველაზე მრავლისმომცველ ნაშრომად მიწათმოქმედების დედამიწაზე  გავლენის შესახებ.

კვლევის მთავარმა მეცნიერმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ჯოზეფ პოურმა განაცხადა, რომ მცენარეული დიეტა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის, რომ ადამიანური საქმიანობის შედეგად დედამიწისთვის მიყენებულმა ზიანმა იკლოს. ამით ჩვენ არა მხოლოდ სათბურის აირების გამოყოფას შევამცირებთ, არამედ გამჟავიანებისა და ევტროფიკაციის პროცესებსაც, ასევე ნიადაგისა და წყლის მოხმარებას.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : plantbasednews.org

ნახვები : 442 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის გამო პესტიციდების გამოყენება აკრძალეს
შემდეგი პოსტი
ლურჯი ვეშაპი 40-წლიანი გაუჩინარების შემდეგ ესპანეთში ბრუნდება: რას უნდა ნიშნავდეს ეს?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,