GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ნიდერლანდები: ბიოდეგრადირებადი ნიღბები დარგვის შემდეგ ყვავილებად გარდაიქმნება

Homepage მსოფლიო ნიდერლანდები: ბიოდეგრადირებადი ნიღბები დარგვის შემდეგ ყვავილებად გარდაიქმნება
მსოფლიო

ნიდერლანდები: ბიოდეგრადირებადი ნიღბები დარგვის შემდეგ ყვავილებად გარდაიქმნება

აპრილი 19, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1208 ნახვა
ნახვები : 3,020

ინოვაციური ხერხი ფუტკრების გასაბედნიერებლად -100 პროცენტით ბიოდეგრადირებადი ნიღბები ყვავილის თესლით, რომლებიც დასარგავად მაშინვე იქნებიან მზად.

იდეის ავტორი, ნიდერლანდებში მცხოვრები გრაფიკული დიზაინერი,  მარიენ დე გროტ-პონსი, თავის ვებსაიტზე წერს: „იმ დროის მანძილზე რა დროსაც გრაფიკულ დიზაინერად მიმუშავია, ბევრი ბუნებრივი რესურსი (განსაკუთრებით ქაღალდი) გამომიყენებია, რამაც ნახატებისშექმნის საშუალება მომცა. მინდოდა ბუნებისთვის “სამაგიერო გადამეხადა.” კვირების მანძილზე, ქუჩასა და ტროტუარებზე დაყრილ ერთჯერადი მოხმარების ლურჯ ნიღბებს ვხედავდი, ამიტომ გამიჩნდა იდეა, ნიღბებს ზედ ჰქონოდათ ყვავილის თესლი. ამგვარად დედამიწა, ფუტკრები, ბუნება და ხალხი ბედნიერი იქნებოდა. ნიღბებს ვყიდი სახელით Bee Bloom (ქართ: აყვავდი) და სამყაროც აყვავდება!“

რა დონემდე იცავს ეს ნიღაბი ადამიანს? არის თუ არა შემოწმებული? ეს ნიღაბი ისე იცავს როგორც მზა ნაჭრის ნიღბები. ეს ნიშნავს, რომ მათი გამოყენება, მეტი უსაფრთხოებისთვის, შესაძლებელია სხვა, მეორე ნიღაბთან ერთად. ნიღბის ქსოვილი  ბრინჯის ქაღალდია და შეიცავს ყვავილის თესლს, რომლის დანახვა თვალითაც კია შესაძლებელი. წარმოებულია ნიდერლანდებში, ერთ-ერთ პატარა სახელოსნოში.

რეზინის თასმის ნაცვლად მათ აქვთ რბილი, ნამდვილი ცხვრის მატყლისგან დამზადებული თასმა. ყვავილის თესლი ნიღაბში რჩება სპეციალური წყლისა და კარტოფილის სახამებლისგან დამზადებული წებოს დახმარებით. სხვა მდგრად მასალებთან ერთად, რომლითაც ბიოდეგრადირებადი ნიღაბი მზადდება, ლოგოც კი მდგრადი ტუშითაა დაწერილი.

საუკეთესო შედეგისთვის ნიღბები უნდა დაირგას ბაღში ან დიდ ქოთანში. რა თქმა უნდა, შეგვიძლია მათი ნაგავში გადაყრა და ისინი ნაგავსაყრელზე მაინც დაიშლება, მაგრამ სავარაუდოდ, იქ თესლი ლამაზ ყვავილებად ვერ გარდაიქმნება.

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და ანა კუხაშვილი

წყარო : https://tekdeeps.com/netherlands-biodegradable-masks-turn-into-flowers-after-burial/?fbclid=IwAR3yUCs0iqIZGmkJKMGoEgnV5RG9el-HD_cGybkgd7lJyGJfRThCxLhLYYA


წინა პოსტი
საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა
შემდეგი პოსტი
ხელოვნურ განათებას დღისითაც აქვს გავლენა მცენარეების დამტვერვაზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,