GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა

Homepage საქართველო საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა
საქართველო

საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა

აპრილი 19, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1410 ნახვა
ნახვები : 657

საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე – წალკის კანიონზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც ყველაზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობას გულისხმობს.დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს. ინვესტიცია 120 მილიონ ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. 

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. უნიკალური დიზაინის გარდა, აღსანიშნავია საინჟინრო ნაწილი, რომლის პროექტირებაშიც, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად, ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები. მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმროები, აუზები, მუსიკალური და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებისათვის  საჭირო ინფრასტრუქტურა აშენდება.

„პანდემიით შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, წალკის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები არც ერთი დღით არ შეჩერებულა. პროექტის საინვესტიციო პორტფელი 30 მილიონი ლარით გაიზარდა და 120 მილიონი შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე. პროექტის წარმატება აუცილებლად შეუწყობს ხელს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ისე ტურისტული პოტენციალის ზრდას“, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

როგორც კომპანიის KASS LAND დირექტორმა, ეკატერინე თორდიამ აღნიშნა, წალკის კანიონის პროექტი უნიკალური და მასშტაბურია. ამავე დროს, მშენებლობა გარემოს არ აზიანებს და მის პირვანდელ სახეს არ ცვლის.

„წალკის კანიონზე მიმდინარე სამუშაოები მალე დასრულდება. ეს იქნება მთავარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა ეკატერინე თორდიამ.

წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვარიელებელს.

კანიონი ქ.თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

წყარო : https://business-partner.ge/sazogadoeba/dashbashis-kanionze-240-metris-sigrdzis-shushis-khidi-gaketdeba?fbclid=IwAR2J5r9baR_iOrkV86r8w_iBKSTr-hpdX57TeNAZQzDHYhekCCoZxWaluBk


წინა პოსტი
ამაზონმა სინგაპურში განახლებადი ენერგიის ახალი პროექტი გამოაცხადა
შემდეგი პოსტი
ნიდერლანდები: ბიოდეგრადირებადი ნიღბები დარგვის შემდეგ ყვავილებად გარდაიქმნება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,