GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ამაზონმა სინგაპურში განახლებადი ენერგიის ახალი პროექტი გამოაცხადა

Homepage მსოფლიო ამაზონმა სინგაპურში განახლებადი ენერგიის ახალი პროექტი გამოაცხადა
მსოფლიო

ამაზონმა სინგაპურში განახლებადი ენერგიის ახალი პროექტი გამოაცხადა

აპრილი 18, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
714 ნახვა
ნახვები : 11

ამაზონმა მარტის დასაწყისში პირველი პროექტი გამოაცხადა განახლებადი ენერგიის შესახებ, რომელშიც ის შეიძენს განახლებად ენერგიას “Sunseap Group”-ისგან, სინგაპურის ბაზარზე მზის ენერგიის წამყვანი მომწოდებლისგან.

გრძელვადიანი შეთანხმების მიხედვით, ამაზონი ექსპორტზე 62 მეგავატ სუფთა ენერგიას გამოიტანს კომპანია Sunseap-ის დანადგარებიდან, რომლებიც მათ JTC-ისგან მიიღეს პროექტ SolarLand-ის ფარგლებში. 2022 წელს, როდესაც დანადგარები დაიწყებს ფუნქციონირებას, მოსალოდნელია, წლიური სუფთა ენერგიის მოცულობა 80 გიგავატ/საათს გაუტოლდეს.

თავად დანადგარებიც აღსანიშნავია, რომლებსაც Sunseap 40 ჰექტარის ტერიტორიაზე  დროებით განალაგებს სინგაპურში. ტრადიციული დიზაინისგან განსხვავებით ეს სისტემები მეტად მოქნილია და საჭიროების შემთხვევაში, მაგალითად, ამინდის ცვლილებისას, შესაძლებელი იქნება ადგილმდებარეობის შეცვლა.

განთავსების შემდეგ ეს იქნება ყველაზე დიდი მობილური სისტემა, რომელიც სინგაპურში შეიქმნა და განთავსდა. ასეთი სისტემის უპირატესობა არის ის, რომ მიწით ღარიბი სინგაპურისთვის საჭიროების შემთხვევაში დაკავებული ტერიტორია კვლავ შეიძლება გათავისუფლდეს.

ამაზონის განცხადებით, ეს პროექტი მათ დაეხმარება 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადასვლაში, რაც სწორედ მათ გეგმას წარმოადგენს 2030 წლისთვის, თუმცა ისინი ეცდებიან ეს 5 წლით ადრე შეასრულონ. პროექტი ენერგიას მიაწვდის ამაზონის ოფისებსა და საწყობებს

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ამ მასშტაბის პროექტზე ამაზონთან ერთად ვიმუშაოთ და დავეხმაროთ კომპანიას მიაღწიოს დასახულ მიზანს – 100% განახლებად ენერგიაზე გადასვლა“, –  ამბობს ლოურენს ვუ, Sunseap Group-ის პრეზიდენტი და თანადამაარსებელი. ჩვენ ასევე ვამაყობთ JTC-სთან პარტნიორობით SolardLand-ის მესამე ფაზაში, რაც საშუალებას გვაძლევს ხელი შევუწყოთ JTC-ის მცდელობებს გახადოს დროებით თავისუფალი მიწა გამოსადეგი სინგაპურში. Sunseap უკვე ლიდერია სახურავებზე მზის ენერგიის დანადგარების განთავსების კუთხით და ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ნდობისთვის, რადგან გვაძლევენ საშუალებას დავამტკიცოთ, რომ ასევე შეგვიძლია მიწაზე მსგავსი დანადგარების განთავსება”.

2019 წლიდან ამაზონი განახლებადი ენერგიის მიმართულებით აკეთებს სხვადასხვა პროექტს წყნარი ოკეანის აუზის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია და ჩინეთი. როდესაც დანადგარები ამოქმედდება, მზისგან მიღებული ზედმეტი ენერგია აზიის სხვა ქვეყნებს მიეწოდებათ.

მიუხედავად იმისა, რომ ამაზონი არის წამყვანი ღრუბლოვან სისტემებში, ის მაინც უნდა დაეწიოს გუგლს, რომელიც 2017 წლიდან სრულად განახლებადი ენერგიის მოხმარებაზეა გადასული.  ხოლო მაიკროსოფტმა 100%-ით განახლებად ენერგიაზე გადასვლა 2025 წლამდე დაგეგმა.

 

სტატიაზე მუშაობდა : შაკო ღლონტი და ნინი თოიძე

წყარო : https://www.datacenterdynamics.com/en/news/amazon-announces-first-renewable-energy-project-singapore/?fbclid=IwAR0c8eJhdzCs-zZJXorYBzGpVW0ffrzhFOZTZ9YvfEOgFLmt92AlG3WEG4E


წინა პოსტი
ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი გაიზარდა 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, მიუხედავად Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა.
შემდეგი პოსტი
საქართველოში პირველად, დაცულ ტერიტორიაზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,