GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ხელოვნურ განათებას დღისითაც აქვს გავლენა მცენარეების დამტვერვაზე

Homepage მსოფლიო ხელოვნურ განათებას დღისითაც აქვს გავლენა მცენარეების დამტვერვაზე
მსოფლიო, შემეცნებითი

ხელოვნურ განათებას დღისითაც აქვს გავლენა მცენარეების დამტვერვაზე

აპრილი 19, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
416 ნახვა

ქუჩის განათებები გავლენას ახდენს მწერების ყვავილებთან ურთიერთობის სიხშირეზე არა მხოლოდ ღამით, არამედ დღისითაც. შესაბამისად, ხელოვნურ განათებას არაპირდაპირი გავლენა აქვს ყვავილის დამტვერვის პროცესში მონაწილე ყველა არსებაზე ეკოსისტემის ფუნქციონირების აუცილებლობისთვის კვლავ უცნობი შედეგებით.

ბოლო წლებში ღამის ხელოვნური განათება საგრძნობლად გაიზარდა დედამიწის გარშემო, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ღამის ორგანიზმების გადარჩენისთვის ბრძოლასა და მათ გამრავლების პროცესზე, ამ ყველაფერმა კი შეიძლება გავლენა იქონიოს სოფლის მეურნეობის მოსავალსა და ველური მცენარეების გამრავლებაზე.

ციურიხის უნივერსიტეტის და სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ცენტრის, აგროსკოპის, მკვლევრებმა პირველად დაამტკიცეს, რომ ხელოვნური განათება დღისით უარყოფითად მოქმედებს დამტვერვის პროცესში მონაწილე ცოცხალი არსებების ქცევაზე.

ღამით ექსპერიმენტის სახით მათ გამოიყენეს ქუჩის კომერციული განათებები, რათა გაენათებინათ ნატურალური დამამტვერიანებელი ჯგუფები ექვს ბუნებრივ მდელოზე. სხვა ექვსი მდელო გაუნათებელი იყო. მკვლევართა ჯგუფმა დასკვნა 21 სახის მცენარის, ორფრთიანების, სიფრიფანების და ხეშეშფრთიანების რიგზე დააფუძნა.

ცვალებადი ურთიერთმოქმედება მცენარის სახეობაზეა დამოკიდებული. „ჩვენი აღმოჩენები მეტყველებს იმაზე, რომ ღამის ხელოვნური განათება დღისით ცვლის დამამტვერიანებელი მწერებისა და მცენარეების ურთიერთმოქმედებას მცენარის სახეობის მიხედვით“, – ამბობს ევა ნოპი, ციურიხის უნივერსიტეტში კვლევის პროგრამის მონაწილე. მაგალითად, მცენარის სამ სახეობას ცოტა, ხოლო სხვა ერთ მცენარეს დღის განმავლობაში კიდევ უფრო ნაკლები შეხება ჰქონდა დამამტვერიანებელთან. ამ პირობების საწინააღმდეგოდ, სხვა მცენარეებს უფრო მეტ დამამტვერიანებელთან ჰქონდა შეხება, თუმცა LED დასხივების ფონზე.

საინტერესოა, რომ ღამის დამამტვერიანებლის ქცევა ხელოვნური სინათლის დროს იცვლებოდა. მაგალითად, ნემსიწვერას დამამტვერიანებელთან იგივე რაოდენობის შეხება ჰქონდა, მაგრამ არა იგივე მწერთან. როცა ორფრთიანები ღამით განათებულ მცენარეებთან აღარ მიდიოდნენ, ხოჭოებმა უფრო ხშირად დაიწყეს მათთან მისვლა. სხვა ორი სახეობის მცენარემ იგივე შედეგი აჩვენა.

სინათლით დაბინძურების არაპირდაპირი ეკოლოგიური შედეგები 

სინათლით დაბინძურების არაპირდაპირი ეკოლოგიური შედეგები აქამდე უყურადღებოდ რჩება. „რადგან მწერებს მოსავლის და ველური მცენარეების დამტვერვაში სასიცოცხლო როლი აქვთ და რადგან ისინი უკვე საფრთხის ქვეშ არიან, მათი გავრცელების არეალის განადგურებით და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხის შესწავლა მნიშვნელოვანია მათ გადასარჩენად.

მათ აღმოჩენებზე დაკვირვებით, ნოპი და მისი კოლეგები მოითხოვენ „სინათლით დაბინძურების გავლენის უფრო ღრმად შესწავლას და სამოქმედო გეგმას გარემოზე საზიანო ეფექტების თავიდან ასაცილებლად”. ისინი ამბობენ, რომ ცვლილებების რეალობად ქცევის გზებს ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური განათება დასახლებული ადგილების აუცილებელი თავისებურებაა. მაგალითად, საზოგადოებრივი განათება შეიძლება შეიქმნას ახალი ტექნოლოგიების თანხლებით, რათა მისი გამოყენება მინიმუმამდე დავიყვანოთ.

 

სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და ნინი თოიძე

წყარო : https://www.sciencedaily.com/releases/2021/03/210317111751.htm?fbclid=IwAR239qIGh68d-oB_A0j7m_iCKf1dCucwpXBpL7IZnbJheJTZleOvsMXO2ic

ნახვები : 100 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ნიდერლანდები: ბიოდეგრადირებადი ნიღბები დარგვის შემდეგ ყვავილებად გარდაიქმნება
შემდეგი პოსტი
მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილებამ შესაძლოა პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბოს განახლებადი ენერგიის ალტერნატივების გარეშე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,