GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ნარჩენების გადამუშავების ახალი შვედური ქარხანა

Homepage შემეცნებითი ნარჩენების გადამუშავების ახალი შვედური ქარხანა
შემეცნებითი

ნარჩენების გადამუშავების ახალი შვედური ქარხანა

ივნისი 10, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
1087 ნახვა
ნახვები : 195
  • შვედეთში ნარჩენების გადამუშავების ახალ ქარხანაში მსოფლიოში ყველაზე მეტი პლასტმასის გადამუშავებაა შესაძლებელი;

  • Svensk Plaståtervinning-ის ცნობით, ქარხანა Site Zero-ში ყოველწლიურად 200 000 ტონამდე პლასტმასის გადამუშავება ხდება.

  • უახლოეს მომავალში Site Zero-ში 12 სახეობის პლასტმასის გადამუშავება მოხერხდება, რაც შვედეთში ამ ტიპის ნარჩენების უტილიზაციის საკითხს მოაგვარებს.

შვედურ ქ. მოტალაში მდებარე ახალ ქარხანას მსოფლიოში ყველაზე მეტი პლასტმასის დახარისხება შეუძლია. Svensk Plaståtervinning-ის (შვედეთის პლასტმასის გადამუშავება) ცნობით, ქარხანა Site Zero-ს ყოველწლიურად 200 000 ტონამდე პლასტმასის გადამუშავდება შეუძლია.

60 000 კვადრატულ მეტრზე გაშლილ საწარმოში ამჟამად 4 სახეობის პლასტმასის დამუშავებაა შესაძლებელი, თუმცა ეს რიცხვი ცოტახანში 12-ამდე გაიზრდება. ამის წყალობით შვედეთში პლასტმასის უტილიზაციის საკითხი მოგვარდება.

ახლო ინფრაწითელი (NIR) სენსორების, ხელოვნური ინტელექტის, ლაზერული და კამერის ტექნოლოგიების გამოყენებით საწარმოში წამში 1 000 პლასტმასის შეფუთვის დახარისხება ხდება. საწარმო ასევე აღჭურვილია განახლებადი ენერგიის წყაროებით.

შვედეთის პლასტმასის გადამუშავების მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მათიას ფილიფსონის თქმით, ძველ ქარხანაში შემოსული პლასტმასის მხოლოდ 47%-ის გადამუშავება ხერხდებოდა, ხოლო დანარჩენს დასაწვავად აგზავნიდნენ. Site Zero-ში პლასტმასის 97%-ამდე გადამუშავდება.

საწარმოში მიღებული პლასტმასა შეიძლება მექანიკურად ან ქიმიურად გადამუშავდეს. ზოგი მკვლევარი და გარემოს დაცვის სპეციალისტი გვაფრთხილებს, რომ ეს მეთოდები გარემოსთვის საზიანოა. Inside Climate News-ის მიხედვით, ქიმიურ გადამუშავებას შეიძლება ბევრი ელექტროენერგია დასჭირდეს და სათბური აირები წარმოქმნას.

ნარჩენების რაოდენობის შემცირება და მათი გადამუშავება გარემოს დაბინძურების შესამცირებლად კვლავ ეკოლოგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად რჩება. Site Zero-ს მსგავსი საწარმოები ამ პრობლემის გადაჭრაში ეფექტურად დაგვეხმარება. ჟურნალ „გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიასა და ინოვაციაში“ (Environmental Technology & Innovation) გამოქვეყნებული ახალი კვლევიდან ჩანს, რომ პლასტმასის გადამუშავება 42%-ით ამცირებს ნახშირორჟანგის ემისიას. შეიძლება ეს დამოკიდებულია პლასტმასის სახეობასა და გადამუშავების მეთოდებზე.

სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, ლილიან მეტრეველი

წყარო: Ecowatch.com

10 ივნისი 2024 წელი


წინა პოსტი
ინგლისში სკოლების 86% ისეთ გარემოში შენდება, რომელიც WHO-ის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურება და შრომისუნარიანობა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან

Welcome back,