GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მზის ენერგიას 2035 წლისთვის შეერთებული შტატების ელექტროენერგიის 40%-ის წარმოება შეუძლია

Homepage მსოფლიო მზის ენერგიას 2035 წლისთვის შეერთებული შტატების ელექტროენერგიის 40%-ის წარმოება შეუძლია
მსოფლიო

მზის ენერგიას 2035 წლისთვის შეერთებული შტატების ელექტროენერგიის 40%-ის წარმოება შეუძლია

ოქტომბერი 6, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
304 ნახვა

აშშ-ს მზის ენერგიის გამომუშავება 2035 წლისთვის 3%-დან 40%-მდე შეიძლება გაიზარდოს, საბოლოოდ, 2050 წლისთვის კი 50%-მდე.

შემცირებულმა ხარჯებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზის ენერგია გაზარდა, ასე რომ 40%-იანი ბარიერის მიღწევას 562 მილიარდ დოლარზე ნაკლები ფედერალური ინვესტიცია და მხარდამჭერი პოლიტიკა დასჭირდება.

იმისათვის, რომ მზის ენერგიამ აშშ-ს ელექტროენერგიის 50% შეადგინოს, მზის სიმძლავრემ 1600 გიგავატს უნდა მიაღწიოს, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე საცხოვრებელი და კომერციული შენობებიდან მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარებაა.

2035 წლისთვის აშშ-ს ყველა სახლისთვის საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავება და ამ პროცესში 1.5 მლნ. ადამიანის დასაქმება შეუძლია.

აშშ-ს ეკონომიკის სუფთა ენერგიაზე გადასვლა 1.7 ტრილიონ აშშ დოლარს დაზოგავს, რაც ჰაერის დაბინძურებით შექმნილი ჯანმრთელობის ხარჯების შემცირებით იქნება გამოწვეული.

აშშ-ს მზის ენერგიის გამომუშავება 2035 წლისთვის 3%-დან 40%-მდე შეიძლება გაიზარდოს, საბოლოოდ, 2050 წლისთვის კი 50%-მდე,  წერია ენერგეტიკის დეპარტამენტისა და განახლებადი ენერგიის ეროვნული ლაბორატორიის ახალ ანგარიშში.

შემცირებულმა ხარჯებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მზის ენერგია გაზარდა, ასე რომ 40%-იანი ბარიერის მიღწევას 562 მილიარდ დოლარზე ნაკლები ფედერალური ინვესტიცია და მხარდამჭერი პოლიტიკა დასჭირდება. იმისათვის, რომ მზის ენერგიამ აშშ-ს ელექტროენერგიის 50% შეადგინოს, მზის სიმძლავრემ 1600 გიგავატს უნდა მიაღწიოს, ანუ იმაზე მეტს, ვიდრე საცხოვრებელი და კომერციული შენობებიდან მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარებაა.

მოხსენება „ნათელს ჰფენს იმ ფაქტს, რომ მზის ენერგიას, ჩვენს ყველაზე იაფ და სწრაფად მზარდ სუფთა ენერგიის წყაროს, შეუძლია, 2035 წლისთვის აშშ-ს ყველა სახლისთვის საკმარისი ელექტროენერგია გამოიმუშაოს და ამ პროცესში 1.5 მლნ. ადამიანი დაასაქმოს,“ ამის შესახებ ჯენიფერ გრენჰოლმმა განაცხადა. აშშ-ს ეკონომიკის სუფთა ენერგიაზე გადასვლა 1.7 ტრილიონ აშშ დოლარს დაზოგავს, რაც ჰაერის დაბინძურებით შექმნილი ჯანმრთელობის ხარჯების შემცირებით იქნება გამოწვეული.

როგორც ვაშინგტონ პოსტშია მოხსენებული:

ენერგეტიკული დეპარტამენტის ენერგეტიკული ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ანგარიშის თანახმად: შეერთებული შტატები ყოველწლიური მზის ენერგიის სიმძლავრის 4-ჯერ გაზრდას საჭიროებს. ასე უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ განახლებადი ენერგია ბაზარზე დომინანტური არ გახდება, რათა მზად ვიყოთ კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ ეგზისტენციალურ საფრთხეებთან გასამკლავებლად.

გამოქვეყნებული ანგარიში პოლიტიკური ხასიათის მატარებელი არ არის, ადმინისტრაციული მიზანიც არ გააჩნია, ნათქვამია ოფიციალური პირების მიერ. ამის ნაცვლად, „ის მიზნად ისახავს, წინ გაუძღვეს და ინსპირაცია გახდეს მზის ენერგიის ინოვაციის მომდევნო ათწლეულისთვის ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემით როგორიცაა: რამდენად სწრაფად არის საჭირო მზის ენერგიის სიმძლავრის გაზრდა და რა დონემდე?“ – თქვა ბეკა ჯონს-ალბერტუსმა, ენერგეტიკის დეპარტამენტის მზის ენერგიის ტექნოლოგიების ოფისის დირექტორმა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 127 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ახალი სარეკლამო აბრები ნაირობის მცხოვრებლებს ჰაერის დაბინძურების დონის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან
შემდეგი პოსტი
ქალაქ ბრისტოლში ქალები „დაქორწინდნენ“ ხეებზე, რითაც ხაზს უსვამენ შენობების დაგეგმარებას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,