GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

ახალი სარეკლამო აბრები ნაირობის მცხოვრებლებს ჰაერის დაბინძურების დონის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან

Homepage მსოფლიო ახალი სარეკლამო აბრები ნაირობის მცხოვრებლებს ჰაერის დაბინძურების დონის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან
მსოფლიო

ახალი სარეკლამო აბრები ნაირობის მცხოვრებლებს ჰაერის დაბინძურების დონის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან

ოქტომბერი 3, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
818 ნახვა
ნახვები : 85
  • ახალი ციფრული სარეკლამო აბრები ქ. ნაირობის მაცხოვრებლებს რეალურ დროში მიაწვდიან ინფორმაციას ჰაერის დაბინძურების დონის შესახებ.
  • მყარი ნაწილაკები PM 2.5 ადამიანების ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ. დიდ ქალაქებში ჰაერში ამ ნაწილაკების მაღალი რაოდენობა, რასაც ხელს საავტომობილო ტრანსპორტი უწყობს, ადამიანების სიცოცხლისათვის დამატებით რისკებს ქმნის.
  • ჰაერის ხარისხი გარემოს დაცვის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რადგან სწორედ ჰაერის დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იხოცება.
  • კენიის ცენტრალურ ქ. ნაირობში ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად ახალი ტექნოლოგიების გამოყენება გადაწყდა. ეს ინოვაციური ბილბორდები გაეროსთან თანამშრომლობის შედეგად დამონტაჟდება
  • ასეთი აბრების დამონტაჟების მიზანია მოსახლეობაში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება, ტრანსპორტის მართვის გაუმჯობესება და უკეთესი საარსებო გარემოს შექმნა ნაირობის ყველა ბინადარისთვის.

 

ეს ინიციატივა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, კერძო სექტორის, სამეცნიერო წრის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის უნიკალური თანამშრომლობის შედეგია.

სარეკლამო აბრები მოქალაქეებს რეალური დროის რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM 2.5) დონის შესახებ. პროექტის მიზანია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართული ყველა ძალისხმევის, კერძოდ კი ტრანსპორტის მართვის, ნარჩენების გადამუშავების და სხვა სერვისების ეფექტურობის ამაღლება.

თავდაპირველად აბრები ქალაქის 4 უმთავრეს ადგილას განთავსდება: მოის გამზირზე, უნივერსიტეტის ქუჩაზე, მბაგათის ქუჩაზე და კომო კენიატას სახ. სართაშორისო აეროპორტში.

ნაირობის ოლქის გარემოს დაცვის დირექტორის თანაშემწე, ლოურებს მვანჯი, რომელიც გარემოს დაბინძურების კონტროლზეა პასუხისმგებელი, აცხადებს: „რეალური დროის რეჟიმში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი დაგვეხმარება ჯანდაცვის სისტემისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში და ასევე ტრანსპორტის მართვის „ჭკვიანი“ სისტემის შექმნაში, რაც საცობების რაოდენობას მინიმუმამდე დაიყვანს.

ეს რეკომენდაციები მოასახლეობას დაეხმარევა მავნე ნივთიერებებთან კონტაქტის შემცირებაში.“

გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) აღმასრულებელმა დირექტორმა, ინგერ ანდერსონმა, დაამატა: „ჰაერის დაბინძურებას ყოველწლიურად მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამიტომაც ამ სიტუაციის საწინააღმდეგო ზომები ძალზედ მნიშვნელოვანია. ძალისხმევა ძირითადად მიმართული უნდა იყოს მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ჯგუფების დასახმარებლად. მათ ეკუთვნიან დიდი ქალაქების შემოგარენში მცხოვრები დაურეგისტრირებელი პირები.

„ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე მიმართულ ინოვაციებში ჩართულები უნდა იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობა და მმართველი პირები, რათა გაიზარდოს საზოგადოების ეკოლოგიური თვითშეგნება და ყველამ გაიაზროს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხი ჩვენი გარემოსთვის და სიცოცხლისთვის უკეთესი პიროვების შექმნისთვის.“

 

სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
მექსიკა გახდა პირველი ქვეყანა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელმაც აკრძალა კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე ტესტირება
შემდეგი პოსტი
მზის ენერგიას 2035 წლისთვის შეერთებული შტატების ელექტროენერგიის 40%-ის წარმოება შეუძლია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,