GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ქალაქ ბრისტოლში ქალები „დაქორწინდნენ“ ხეებზე, რითაც ხაზს უსვამენ შენობების დაგეგმარებას

Homepage მსოფლიო ქალაქ ბრისტოლში ქალები „დაქორწინდნენ“ ხეებზე, რითაც ხაზს უსვამენ შენობების დაგეგმარებას
მსოფლიო

ქალაქ ბრისტოლში ქალები „დაქორწინდნენ“ ხეებზე, რითაც ხაზს უსვამენ შენობების დაგეგმარებას

ოქტომბერი 6, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
710 ნახვა
ნახვები : 89
  • ქალაქ ბრისტოლში სულ მცირე 70 ქალი „დაქორწინდა“ ათასობით ხეზე, ამ ცერემონიით მათ გადაარჩინეს ხეები მოჭრას, რომელიც შესაძლოა აქ შენობების განთავსებას მოჰყოლოდა.
  • ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შთაგონებულნი იყვნენ ინდოეთის ქალთა მოძრაობის, ჩიფკოს ქმედებით, რომელიც ჯერ კიდევ 1970 წელს მოხდა. ქალებმა ხეების მოჭრის შესაჩერებლად ხეებს მკლავები შემოხვიეს და გადაარჩინეს მოჭრისგან. მათი მიზანი ტყის რესურსის დაცვა იყო.
  • ის „პატარძლები“, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ აქციაში, ნაციონალურ, ტრადიციულ კაბებში იყვნენ გამოწყობილნი, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის შესაბამისად, მათი სლოგანებიც აგრეთვე სიმბული დატვირთვის იყო.

სულ მცირე 70 ქალი „დაქორწინდა“ ათასობით ხეზე, ამ ცერემონიით მათ გადაარჩინეს ხეები მოჭრას, რომელიც შესაძლოა აქ შენობების განთავსებას მოჰყოლოდა.

ამ ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი წუხდნენ ხეების მომავლის გამო. მათ ეშინოდათ, რომ ქალაქ ბრისტოლში დაგეგმილი სამშენებლო პროექტების გამო შესაძლოა ხეები მოეჭრათ.

ღონისძიების ავტორი სიობჰან კიერანსმა განაცხადა, რომ ამ „ქორწინების ცერემონიალმა“

აჩვენა ხალხს, რომ ხეები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილნი არიან, „ჩვენი ცხოვრების თანამგზავრები არიან“.

ბრისტოლის ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ ამ ქმედებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებდა.

ის „პატარძლები“, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ აქციაში, ნაციონალურ, ტრადიციულ კაბებში იყვნენ გამოწყობილნი, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის შესაბამისად, მათი სლოგანებიც აგრეთვე სიმბული დატვირთვის იყო.

ამბობენ, რომ ამ ყველაფრის ინსპირაცია რეალურად იყო ინდოელი ქალების ქმედება. მათ ხეების მოჭრის შესაჩერებლად ხეებს მკლავები შემოხვიეს და დაიცვეს ისინი განადგურებისგან.

კამპანიის ერთ-ერთმა მონაწილემ და „პატარძალმა“, სუზენ ჰაკეტმა ქალაქ ბრისტოლიდან, განაცხადა: “ხეზე დაქორწინება, ეს დიდი პრივილეგიაა. ეს არ არის მხოლოდ სენტიმენტალური ქმედება, ეს ძალიან აღსანიშნავი და სიმბოლურია. ხე -ეს არის წმინდა მაგალითი უპირობო სიყვარულისა, რომელიც იდეალურად ესადაგება ზოგადად ქორწინების რიტუალს. ქორწინება , ეს ხომ სიცოცხლეა, სუნთქვაა. ბრისტოლს სასიცოცხლოდ სჭირდება ხეები, იმაზე მეტად, ვიდრე მდიდრული სასტუმროებია.”

ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შთაგონებულნი იყვნენ ინდოეთის ქალთა მოძრაობის, ჩიფკოს ქმედებით, რომელიც ჯერ კიდევ 1970 წელს მოხდა. მათ ხეებს მკლავები შემოხვიეს და გადაარჩინეს მოჭრას. მათ სურდათ ტყეების დაცვა.

ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო “Goram Homes and Developers Hill”-ის პროექტის განთავსება, რაც მოიაზრებს 166 საცხოვრებლის, მათ შორის 66 სოციალური და საშუალო ფენაზე გათვლილი საცხოვრისებიც. ჯერ-ჯერობით პროექტის მშენებლობა არ არის დამტკიცებული. ამ ტერიტორიაზე სულ 74 ხეა,  რომელთა ბედიც ჯერ გადაწყველი არ არის.

თავდაპირველი საჯარო განაცხადის მიხედვით, ზოგიერთი ხის მოჭრა გარდაუვალი იყო, თუმცა, ამ საპტორესტო აქციის შემდეგ, მათ განაცხადეს, რომ ამ საკითხს აკლდა გამჭვირვალეობა, სამომავლოდ დაზუსტდედა იმ ხეების რაოდენობა, რისი მოჭრაოც მოუწევთ და როდისთვის იგეგმება ეს ყოველივე.

საინტერესოა ის, რომ რეგენერაციული მედიცინის პროფესორმა, ბრისტოლის ვეტერინარული სკოლის წარმომადგენელმა, ჯონ ტარლტონმა დაწერა ამ ცერემონიის „ფიცი“ და აგრეთვე, მოირგო მეჯვარის როლის. მისივე თქმით, სანამ ეს პროექტი დამოწმების პროცესშია, ახლა უნდა ეცადონ მის შეჩერებას, ხოლო მისი მიღების შემთხვევაში, ყოველი ქმედება დაგვიანებული იქნება.

„არავინ აპირებს უკან დახევას, ხეებმა უნდა გააგრძელონ სიცოცხლე, და ჩვენ ამისთვის ძალიან ცოტა შეგვიძლია გავაკეთოთ.

ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ კიდევ 74 ხე დაკარგოს პლანეტამ, ეს დიდი რიცხვია და  ბრისტოლს აუცილელად სჭირდება მათი არსებობა. “

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნატა შველიძე

წყარო : www.bbc.com


წინა პოსტი
მზის ენერგიას 2035 წლისთვის შეერთებული შტატების ელექტროენერგიის 40%-ის წარმოება შეუძლია
შემდეგი პოსტი
ბრიტანეთში აზიური ფაროსანა დაფიქსირდა — სავარაუდოდ, მავნებლის გავრცელება გლობალურმა დათბობამ გაამწვავა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,