GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მწვანე პოლუსი აჩერებს მუშაობას რუსული კანონის გამო

Homepage საქართველო მწვანე პოლუსი აჩერებს მუშაობას რუსული კანონის გამო
საქართველო

მწვანე პოლუსი აჩერებს მუშაობას რუსული კანონის გამო

სექტემბერი 2, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
809 ნახვა
ნახვები : 61

2 თვის განმავლობაში მწვანე პოლუსი წყვეტს ყველანაირი ტიპის აქტივობას. ორგანიზაციის მომავალი და განვითარების გეზი დამოკიდებულია მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. თუ არჩევნების შემდეგ „აგენტების კანონი“ არ გაიწვიეს, სათუო იქნება ორგანიზაციული საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, უარეს შემთხვევაში კი – ნებისმიერი სხვა ფორმით ფუნქციონირება.

დღევანდელი მოცემულობით, რადგან კანონი ჯერ კიდევ ძალაშია, დაჯარიმების ფინანსური რესურსი ორგანიზაციას არ გააჩნია და ამავდროულად ჯარიმა გამოიწვევს სამომავლოდ „მწვანე პოლუსის“ რიგი ქმედების შეზღუდვას, მივიღეთ ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია შემდეგი გარემოებაც – მწვანე პოლუსი წარმოადგენს ერთ-ერთ მოსარჩელე ორგანიზაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 121 სხვა ორგანიზაციასთან ერთად (ორგანიზაციების სრული სია მითითებული ლინკის მიმაგრებულ ფაილში არის ხელმისაწვდომი). ჩვენი მიზანია, საერთო ბრძოლაში ჩვენი წვლილის შეტანა და ისე მოქმედება, რომ პროცესი არ დაზიანდეს. როგორც იურისტებმა ერთ-ერთი საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში განგვიმარტეს, არარეგისტრირებულობა არ წარმოადგენს მოსარჩელეობის პირობას, რადგან ეს გადაწყვეტილება იძულებით ნაბიჯს წარმოადგენს და თვალსაჩინოს ხდის ორგანიზაციებისთვის მიყენებულ ზიანს.

მიმდინარე პერიოდში ვაგრძელებთ მოსარჩელე ორგანიზაციებთან ერთად მუშაობას საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად.

 

2 სექტემბერი 2024 წელი


წინა პოსტი
გერმანიამ 2023 წელს განახლებადი ენერგიის 55%-იან მაჩვენებელს მიაღწია
შემდეგი პოსტი
2023 წელს მდინარეებში წყლის დონე რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
  • ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს

Welcome back,