გერმანიამ 2023 წელს განახლებადი ენერგიის 55%-იან მაჩვენებელს მიაღწია
-
2023 წელს გერმანიაში ელექტროენერგიის 55 % განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იყო მიღებული, რაც გასულ წელთან შედარებით 6,6%-იან ზრდას წარმოადგენს.
-
გერმანიაში განახლებადი ენერგიის 31,1% მიიღება ქარისგან, 12,1% – მზისა და ბიომასისგან, ხოლო 3,4% – ჰიდროელექტრული ძალისა და სხვა განახლებადი წყაროებისგან.
-
ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის – გერმანიის მიზანია, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის 80% „მწვანე ენერგია“ იყოს.
2023 წელს გერმანიის ენერგიის 55 % განახლებად წყაროს ეკუთვნოდა. ეს კი გასულ წელთან შედარებით 6,6%-იან ზრდას წარმოადგენს, – გვატყობინებს ენერგიის რეგულაციის ორგანოს წარმომადგენელი.
ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის – გერმანიის მიზანია 80% მწვანე ენერგიის მიღწევა 2030 წლისთვის. ქვეყანას სურს ნახშირის გამოყენების მკვეთრად შემცირება. უკვე აღარ ეყრდნობა ატომურ ენერგიას და მომავალში აპირებს გაზის გამოყენებას ენერგიის მომარაგების რეზერვად.
„ჩვენ პირველად გადავკვეთეთ განახლებადი ენერგიის 50%-იანი მაჩვენებელი“, – განაცხადა რობერტ ჰაბეკმა, გერმანიის კანცლერის მოადგილემ, ეკონომიკური ურთიერთობებისა და კლიმატური მოქმედების ფედერალურმა მინისტრმა.
გერმანიაში განახლებადი ენერგიის 31,1% მიიღება ქარისგან, 12,1% – მზისა და ბიომასისგან, ხოლო 3,4% – ჰიდროელექტრული ძალისა და სხვა განახლებადი წყაროებისგან.
„ქარის ელექტროსადგურებზე ყველაზე დიდი წილი მოდის“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის ზრდა 2023 წელს გამოწვეული იყო ამინდითა და შესაძლებლობების ზრდით (Reuters-ის მიხედვით).
ენერგეტიკულ ხაზებს მეთვალყურეობს ენერგიის რეგულატორები. მათ მომხმარებლები აფინანსებენ. საჭიროა განგრძობითად გადასვლა ცენტრალიზებული წიაღისეული საწვავების ექსპლუატაციიდან მილიონობით უფრო მომცრო დეცენტრალიზებულ მომწოდებელზე, რომელთა დიდი ნაწილის წყარო მზე და ქარია, – იტყობინება Reuters.
გასულ წელს გერმანიის საჯარო კავშირებიდან ენერგიის მიწოდების საერთო რიცხვი შემცირდა 5,3%-ით, რაც მიანიშნებს წიაღისეულ საწვავებზე შემცირებულ მოთხოვნას განახლებადი ენერგიის წყაროების სასარგებლოდ.
ამ ქვეყნის ეკონომიკა გრძნობს გავლენებს რუსეთ-უკრაინის ომიდან, ენერგეტიკული იმპორტის შემცირებისა და შედეგობრივი ფასის ზრდიდან, რომელიც 2022 წელს მოჰყვა, -(გვამცნობს Reuters).
„შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც მიზანშეწონილია ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი უფრო ეკონომიკური, ვიდრე მომარაგებასთან დაკავშირებული მიზნებისთვის. ქსელის შესაძლებლობასა და სტაბილურობას ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს სავაჭრო მიმოქცევაში. ევროპული ელექტროენერგიის შიდა ბაზარი ხელს უწყობს ელექტრომომარაგების დაბალ ფასებს და ნახშირბადის დაბალ ემისიებს“.
სტატიაზე მუშაობდა: გიორგი ქარქუზაშვილი, მარიამ ტვილდიანი
წყარო: Ecowatch.com
21 ივნისი 2024 წელი