GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

2023 წელს მდინარეებში წყლის დონე რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

Homepage მსოფლიო 2023 წელს მდინარეებში წყლის დონე რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა
მსოფლიო

2023 წელს მდინარეებში წყლის დონე რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა

ნოემბერი 4, 2024
By GREENPOLE
0 კომენტარი
1098 ნახვა
ნახვები : 142
  • გასული წელიწადი ბოლო 33 წლის მანძილზე ყველაზე გვალვიანი აღმოჩნდა.

  • მდინარეებში წყლის დონე საგანგაშოდ შემცირდა, დნება მყინვარები.

  • ეს ყოველივე საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანს, რადგან იკლებს წყლის დონე წყალსაცავებში და საფრთხე ემუქრება სოფლის მეურნეობას.

გასული წელი ბოლო 33 წლის მანძილზე ყველაზე გვალვიანი გამოდგა, ნათქვამია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (World Meteorological Organization – WMO) ანგარიშში, სახელწოდებით „დედამიწის წყლის რესურსების მდგომარეობა 2023 წელს”.

2023 წელს მდინარეებში წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულად დაბლა დაეცა. გვალვისა და საშინელი სიცხის გამო წყლის უმნიშვნელოვანესი მარაგები საფრთხეში აღმოჩნდა.

„წყალი კლიმატის სავალალო მდგომარეობის ერთ-ერთი საკვანძო მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენ მაინც არ მივმართავთ საჭირო ზომებს მდგომარეობის შესაცვლელად” – განაცხადა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე WMO-ს გენერალურმა დირექტორმა – სელესტა საულომ.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე მდინარეებში წყლის დონე ნორმაზე დაბალი იყო. შესაბამისად, იკლებდა წყლის დონე წყალსაცავებშიც, რის გამოც მოსახლეობა, სოფლის მეურნეობა და რიგი ეკოსისტემები გვალვის საფრთხის წინაშე დადგა.

ბოლო 50 წლის მანძილზე მყინვარები რეკორდულად შემცირდა, რის შესახებაც განაცხადა მოხსენებაში ყველა ქვეყანამ, რომელთა ტერიტორიაზეც მყინვარები არსებობს.

WMO-ს ცნობით ჩრდ. ამერიკის, ევროპისა და შვეიცარიის მყინვარებმა ბოლო 2 წელიწადში ყინულის მოცულობის 10% დაკარგეს.

„როიტერსი“-ს ცნობით მყინვარების მკვეთრი დნობის გამო მსოფლიო მყინვარებმა 600 გიგატონა წყალი დაკარგეს. ბოლო 50 წლის მანძილზე ეს ყველაზე ცუდი შედეგია.

WMO-ს ჰიდროლოგიის დირექტორმა, შტეფან ულენბრუკმა განაცხადა, რომ „მყინვარების სრული გაქრობა რამდენიმე ათწლეულში კიდევ უფრო დრამატულ შედეგებს გამოიწვევს.”

გასულ წელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, რამაც გამოიწვია გვალვები. ასევე იყო წყალდიდობების მნიშვნელოვანი რაოდენობა მთელს მსოფლიოში. ამ ექსტრემალურ ჰიდროლოგიურ მოვლენებზე გავლენა მოახდინა ჩვენი პლანეტის გადასვლამ ლა-ნინიიდან ელ-ნინოში და კლიმატის ანთროპოგენურმა ცვლილებებმა.

„წყალი იადონია კლიმატური ცვლილებების მაღაროში. ჩვენ უფრო და უფრო მძლავრ სიგნალებს ვიღებთ ბუნებისგან ექსტრემალური ნალექის, წყალდიდობებისა და გვალვების სახით, რომლებიც მძიმე დარტყმას აყენებენ ადამიანთა სიცოცხლეს, ეკონომიკასა და ეკოსისტემებს. მყინვარების დნობა მრავალ მილიონ ადამიანს სერიოზულ საფრთხეში აყენებს, რადგან ისინი უწყლოდ დარჩებიან, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიღებთ საჭირო ზომებს” – ნათქვამია სეულოს პრეს-რელიზში.

გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ დღესდღეობით დაახლოებით 3.6 მილიარდი ადამიანი წელიწადში მინიმუმ 1 თვის განმავლობაში წყლის უკმარისობას განიცდის. საუკუნის შუა რიცხვებისთვის მათი რაოდენობა 5 მილიარდამდე ავა. დედამიწაზე წყლამომარაგების სტაბილიზაციას ვერ ვახერხებთ.

„ტემპერატურის მომატების გამო ჰიდროლოგიური ციკლი დაჩქარდა. ის აგრეთვე უფრო არამყარი და არაპროგნოზირებადი გახდა. ამის გამო ჩვენ უფრო და უფრო ხშირად ვდგებით წყლის უკმარისობის ან სიჭარბის პრობლემის წინაშე. დედამიწის ატმოსფერო უფრო თბილი გახდა და მეტ სითხეს ინარჩუნებს, რაც მეტ ნალექს იწვევს. წყლის უფრო სწრაფი აორთქლება და ნიადაგის გამოშრობა გვალვის შედეგებს კიდევ უფრო სავალალოს ხდის” – ამბობს სეულო.

გამდინარე წყლის დონის საზომი სადგურების რაოდენობა 14 ქვეყანაში არსებული 273-დან გაიზარდა 713-მდე 33 ქვეყანაში, გასულ წელთან შედარებით. მიწისქვეშა გრუნტის წყლების საზომი ჭაბურღილების რაოდენობაც გაიზარდა 35,459-დე 40 ქვეყანაში. მართალია ამჟამად მონაცემების რაოდენობა იზრდება, მაგრამ სამხ. ამერიკა, აზია და აფრიკა არასაკმარისადაა წამოდგენილი. აუცილებელია მეტი წყლის დონის საზომი სადგურების დაყენება გლობალური სამხრეთის ქვეყნებშიც.

„მსოფლიოში მტკნარი წყლის რესურსების მდგომარეობის შესახებ მეტისმეტად ცოტა ვიცით. ვერ ვმართავთ იმას, რასაც არ ვზომავთ. ჩვენი ანგარიშის მთავარი მიზანია მონიტორინგისა და მონაცემთა გაცვლის გაუმჯობესება საზღვრებს მიღმა, ეს სასწრაფოდ გვჭირდება“ – დასძინა საულომ პრეს-რელიზში.

სტატიზე მუშაობდა: ლილიან მეტრეველი, რუსა ციცქიშვილი

წყარო: Ecowatch.com

4 ნოემბერი, 2024


წინა პოსტი
მწვანე პოლუსი აჩერებს მუშაობას რუსული კანონის გამო
შემდეგი პოსტი
ჰაერის დაბინძურება გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში პაციენტების რიცხვს ზრდის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს
  • ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში ხეები უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავენ, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ
  • მყინვარების მსოფლიო დღე: ბრძოლის მექანიზმი მიმართულია შავი ნახშირბადის მიერ გამოწვეული საფრთხეებისკენ
  • გაერთიანებული სამეფოს სააგენტო შეიმუშავებს კლიმატის ძირითადი გარდამტეხი მომენტების წინასწარი გაფრთხილების სისტემას
  • კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწის მთავარ კულტურებს ემუქრება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 16, ივლ
ახალი კვლევის მიხედვით, ფრინველთა ფილტვებში მიკროპლასტმასას კვალი აღმოაჩინეს
შაბათი, 12, ივლ
ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში ხეები უფრო მეტ ნახშირბადს შთანთქავენ, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ
ორშაბათი, 7, ივლ
მყინვარების მსოფლიო დღე: ბრძოლის მექანიზმი მიმართულია შავი ნახშირბადის მიერ გამოწვეული საფრთხეებისკენ
ხუთშაბათი, 3, ივლ
გაერთიანებული სამეფოს სააგენტო შეიმუშავებს კლიმატის ძირითადი გარდამტეხი მომენტების წინასწარი გაფრთხილების სისტემას
ოთხშაბათი, 2, ივლ
კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილება დედამიწის მთავარ კულტურებს ემუქრება
ხუთშაბათი, 5, ივნ
არქტიკული გრუნტის წყლებიდან ოკეანეში დიდი ოდენობით ნახშირბადი ჩაედინება

Welcome back,