მსოფლიოს მთებში, საშუალოდ, ორი კვირით ნაკლებ ხანს რჩება თოვლის საფარი, ვიდრე 1982 წელს
- კვლევამ აჩვენა, თუ როგორ შემცირდა მთის ზონების 78 პროცენტში თოვლი ბოლო 20 წლის განმავლობაში.
- თოვლით დაფარვის ხანგრძლივობა შემცირდა სრული 4%-ით, რომლის გავრცელების არეალზე გამრავლებისას საგანგაშო მონაცემთა ბაზა იქმნება.
- კანადის დასავლეთ პროვინციებში კლების მაჩვენებელი პიკს აღწევს და 20-დან 30 დღემდე მერყეობს.
Eurac Research-ის კვლევა, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ის სამეცნიერო მოხსენებაში, ასახავს ბოლო ათწლეულების არასახარბიელო სურათს. 1982-დან 2020 წლამდე მსოფლიოს მთიან რაიონებში თოვის პერიოდი საშუალოდ დაახლოებით 15 დღით შემცირდა. ალპებში თოვის პერიოდის კლებადი მაჩვენებელი საშუალოდ 10-დან 20 დღემდეა. ეს კვლევა ეხმარება ნასას მოდელს, გახდეს უფრო ზუსტი და აძლიერებს ადრინდელი კვლევის შედეგებსაც იმის საფუძველზე, რომ დაკვირვების პერიოდი უფრო ხანგრძლივია.
ორი წლის წინ თოვლის საფარის თავდაპირველმა კვლევამ აჩვენა თუ როგორ შემცირდა მთის ზონების 78 პროცენტში თოვლი ბოლო 20 წლის განმავლობაში. ამ დაკვირვებების გასამყარებლად, იმავე ავტორმა გააგრძელა მონაცემთა შეგროვება 1982 წლიდან, რომელიც მოიცავს 38-წლიან პერიოდს 2020 წლამდე. „სამწუხაროდ, ამ ტენდენციების უარსაყოფად არაფერია, მხოლოდ დადასტურებები გვხვდება“,-განმარტავს კლაუდია ნოტარნიკოლა, ფიზიკოსი, Eurac Research-ის დედამიწის დაკვირვების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და კვლევის ერთადერთი ავტორი. „რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მონაცემები თოვლის საფარის მასშტაბისა და ხანგრძლივობის შესახებ აშკარად მცირდება“. კონკრეტულად, დედამიწაზე თოვლი საშუალოდ 15 დღეზე ნაკლებ ხანს რჩება, ვიდრე იყო. კანადის დასავლეთ პროვინციებში ეს მაჩვენებელი პიკს აღწევს და 20-დან 30 დღემდე მერყეობს. დაფარვა შემცირდა სრული ოთხი პროცენტით, რომელიც გავრცელების არეალზე გამრავლებისას საგანგაშო მონაცემთა ბაზას ქმნის.
არსებული კონტრ-ტენდენციებიდან რამდენიმე შეიძლება ოდნავ გამამხნევებლად ჩავთვალოთ. მაგალითად, 1980-იანი წლების დასაწყისში მექსიკაში ვულკანის ელ ჩიჩონის ამოფრქვევას უმნიშვნელო გაგრილების ეფექტი ჰქონდა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა თოვლის კლებას, მაგრამ ეს ფენომენი დიდხანს არ გაგრძელებულა. ”ზოგადად, ამ ანალიზის 38 წლის განმავლობაში გვხვდება შემთხვევებიც, როდესაც გაიზარდა როგორც დაფარვის, ასევე თოვის დღეები. კონკრეტულად ცენტრალური აზიის ნაწილებში და შეერთებული შტატების ზოგიერთ ხეობაში.იმდენადაც, რომ დონალდ ტრამპი ხშირად მოიხსენიებს თავის ტვიტებში აშშ-ში ძლიერ თოვას, როგორც კლიმატის ცვლილების უარყოფის მანიშნებელს“, – განაგრძობს ნოტარნიკოლა. “ამ ფენომენების ახსნა არ არსებობს. ეს შეიძლება იყოს კლიმატის ცვლილების სხვა ეფექტები, მაგალითად, დინების და ქარების ცვალებადობა ან სპეციფიკური მიკროკლიმატური პირობები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის რამდენიმე გამონაკლისი ძალიან ნეგატიურ გლობალურ კონტექსტში.”
თავად კვლევამ გამოიყენა ჰიბრიდული მიდგომა MODIS სატელიტური მონაცემების დროის სერიების გაერთიანებით 2000 წლიდან 2020 წლამდე 500 მეტრის გარჩევადობით და მათემატიკური მოდელებით. „საფუძვლად ავირჩიე NASA-ს დამოწმებული გლობალური მოდელი და შემდეგ დავხვეწე. ფაქტობრივად, იმ პერიოდისთვის, როცა მოდელიდან მიღებული მონაცემები და უფრო ზუსტი სატელიტური სურათები ერთმანეთს ემთხვეოდა, მე შევძელი მოდელის უკეთ დაკალიბრება ე.წ. “ხელოვნური ნერვული ქსელებისა”. ესაა გამოთვლითი სისტემა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ეგიდის ქვეშაა”, – განმარტავს ნოტარნიკოლა.
სტატიაზე მუშაობდა : თამთა კიკვაძე და დეა კუსიანი
წყარო : www.eurac.edu
7 ნოემბერი 2022 წელი.