GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მეცნიერები თვლიან,რომ ევოლუციას შეუძლია მარჯნის რიფების გადარჩენა, თუ ჩვენ ამას დავუშვებთ

Homepage შემეცნებითი მეცნიერები თვლიან,რომ ევოლუციას შეუძლია მარჯნის რიფების გადარჩენა, თუ ჩვენ ამას დავუშვებთ
შემეცნებითი

მეცნიერები თვლიან,რომ ევოლუციას შეუძლია მარჯნის რიფების გადარჩენა, თუ ჩვენ ამას დავუშვებთ

ნოემბერი 7, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
504 ნახვა
ნახვები : 82
  • კვლევის თანახმად, „ცხელი რიფების“ დაცვა არის გასაღები მარჯნის რიფების გადასარჩენად.
  • მარჯნის რიფები ფარავენ დედამიწის ზედაპირის 1%-ზე ნაკლებს, მაგრამ ყველაზე ბიომრავალფეროვან ეკოსისტემას წარმოადგენენ.
  • მარჯნის რიფები, რაც მთელი საზღვაო ცხოვრების დაახლოებით 25%-ია, საშუალოდ, ერთ მილიარდ ადამიანს საკვებით, შემოსავლითა და სანაპირო დაცვით ეხმარება.
  • საფრთხე მარჯნის რიფების მიმართ კვლავ იზრდება. დღეს მარჯნის რიფების 75%-ს ემუქრება კლიმატის ცვლილება და ადგილობრივი ადამიანების საქმიანობა.
  • მეცნიერების ვარაუდით, მარჯნის რიფების 99% საუკუნის ბოლომდე გაქრება, თუ მათ დასაცავად რამეს არ ვიღონებთ.

 

კვლევის ხელმძღვანელის მარჯნის რიფების ალიანსის, რუტგერსის უნივერსიტეტის,

ვაშინგტონის უნივერსიტეტისა და სხვა ინსტიტუციების თანახმად, მარჯნის რიფები შესაძლოა შეეგუონ კლიმატურ ცვლილებებს, თუ  მიეცემათ განვითარების შესაძლებლობა.

ბოლო კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „ბუნების ეკოლოგია და განვითარება“, ამბობს, რომ მარჯნის რიფები შესაძლოა განვითარდნენ და შეეგუონ კლიმატური ცვლილებების  შედეგებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში,  თუ ჩვენ  დავიცავთ მარჯნის რიფების საკმარის მრავალფეროვნებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ეხება ტემპერატურას.

„განვითარების პროცესი მიმდინარეობს მაშინ, როდესაც მარჯნები, რომლებიც უკვე შეეგუენ ახალ გარემო პირობებს, მრავლდებიან მარჯნებით, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეგუებულან ამ პროცესს.“ – ამბობს რუტგერსის უნივერსიტეტის პროფესორი და კვლევის თანაავტორი  მალინ პინსკი.

„როდესაც ოკეანის ტემპერატურა იზრდება, ჩვენ გვჭირდება, რომ მარჯნები შენარჩუნდეს ცხელ წყალში ჯანმრთელად და დაცულად, რათა მათ შეძლონ გამრავლება და თავიანთი სითბოს მიმღებლობის გავრცელება  სხვა მარჯნის რიფების არეალზე.

კვლევა მხარს უჭერს დაზიანებისაგან დაცვის მიდგომას, რომელიც იცავს მარჯნის რიფებს ადგილობრივ, რეგიონალურ და გლობალურ მასშტაბებზე, ისე, რომ სითბოს მიმღეობა გავრცელდეს.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ საზოგადოება განახორციელებს სწრაფ და აქტიურ მოქმედებებს, ჯანმრთელი  მარჯნის რიფების შესანარჩუნებლად ადგილობრივ მასშტაბებზე და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ამ შედეგების საუკეთესო ნაწილი არის ის, რომ ისინი ხაზს უსვამენ ჩვენი საქმიანობის მნიშვნელობას ადგილობრივ მასშტაბზე.” ამბობს მადჰავი კოლტონი,კვლევის წამყვანი ავტორი და Coral Reef Alliance-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. ეს კვლევა იძლევა მითითებებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიმუშაოთ ადგილობრივი კონსერვაციის გადაწყვეტილებები, რომლებსაც ექნებათ რეალური, ხანგრძლივი გავლენა მომავალში.

მარჯნის რიფები ფარავენ დედამიწის ზედაპირის 1%-ზე ნაკლებს, მაგრამ ყველაზე ბიომრავალფეროვან ეკოსისტემას წარმოადგენენ. მარჯნის რიფები, რომელიც მთელი საზღვაო ცხოვრების დაახლოებით 25%-ია, საშუალოდ, ერთ მილიარდ ადამიანს საკვებით, შემოსავლითა და სანაპირო დაცვით ეხმარება, მაგრამ საფრთხე მარჯნის რიფების მიმართ კვლავ იზრდება. დღეს მარჯნის რიფების 75%-ს ემუქრება კლიმატის ცვლილება და ადგილობრივი ადამიანების საქმიანობა. მეცნიერების ვარაუდით, მარჯნის რიფების 99% საუკუნის ბოლომდე გაქრება, თუ მათ დასაცავად რამეს არ ვიღონებთ.

“ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია მარჯნის რიფების დაკარგვა.” – თქვა ჰელენ ფოქსმა, მარჯნის რიფების ალიანსის კონსერვაციის მეცნიერების დირექტორმა და კვლევის თანამშრომელმა.

აუცილებელია, რომ ახლა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია მარჯნის რიფების გადასარჩენად, რადგან თუ ამას არ გავაკეთებთ, შეგვექმნება კომბინირებული გლობალური ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ბიომრავალფეროვნების კრიზისები.

კვლევის თანაავტორი იყო მალინ პინსკი, ასოცირებული პროფესორი რუტგერსის უნივერსიტეტის ეკოლოგიის, ევოლუციისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში. ასევე ლიზა მაკმანუსი, რომელიც მუშაობდა პოსტდოქტორანტად რატგერსის უნივერსიტეტში და ახლა ჰავაის საზღვაო ბიოლოგიის ინსტიტუტის ფაკულტეტზეა და მკვლევარები Coral Reef Alliance-დან, ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, სტენფორდის უნივერსიტეტიდან, კუინსლენდის უნივერსიტეტიდან, ბრიტანეთის კოლუმბიისა და ბუნების დაცვის ორგანიზაციიდან. კვლევა დააფინანსა გორდონ და ბეტი მურის ფონდმა და The Nature Conservancy-მა.

 

სტატიაზე მუშაობდა : თაკო ჩუმაშვილი და მარიამ მდინარაძე

წყარო : www.rutgers.edu

7 ნოემბერი 2022 წელი.


წინა პოსტი
ახლო აღმოსავლეთისათვის უდაბნოს მტვერზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის მიერ წარმოქმნილი დაბინძურება
შემდეგი პოსტი
მსოფლიოს მთებში, საშუალოდ, ორი კვირით ნაკლებ ხანს რჩება თოვლის საფარი, ვიდრე 1982 წელს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,