მოქცევით ენერგიაზე მომუშავე ელექტრონულ მანქანებს შოტლანდია ნულოვან ემისიამდე მიჰყავს
ელექტრონული ძრავის დატენვის მომავალი უკვე შოტლანდიაშია და ქვეყანას ნულოვანი ნახშირბადის გამოყოფაში ეხმარება.
მანქანების დატენვა იელის კუნძულზე, შოტლანდიის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე რეგიონში, Nova Innovation-ის მოქცევითი ენერგიის ტურბინებითაა შესაძლებელი. მოქცევითი ენერგიის ტურბინები დიდი, ზღვის ფსკერზე მიმაგრებული მბრუნავი აპარატებია. გარდა ელექტრონული ძრავების საწვავით მომარაგებისა, კომპანიამ განმარტა, რომ Nova Innovation-ის ტურბინებით ლანდშაფტს ზიანი არ ადგება და არც ნაოსნობას ექმნება საფრთხე.
ასევე, ისინი გვთავაზობენ ზუსტ ვარაუდს შეტლანდის კუნძულებთან ძალის მიწოდებაზე.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით EcoWatch-თან, ისინი ადგილობრივ სახლებს და სამეწარმეო საქმიანობებს იელზე ხუთ წელზე მეტია ელექტრონულად ამარაგებდნენ. ახლა იგივე ტექნოლოგია ზღვის წყლით მომარაგებულ კუნძულზე ელექტრონული ძრავების დასატენ წერტილზე გამოიყენება.
Nova Innovation-ის გენერალურმა დირექტორმა, საიმონ ფორესტმა განაცხადა: „ჩვენ ახლა გყავს მოქცევით ენერგიაზე მომუშავე მანქანები, რომლებიც აჩვენებს ჩვენს დიდ ძალისსხმევას კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ და ბუნებასთან თანხმობაში მუშაობით ნულოვან გამოყოფასთან მიახლოებას.
ეს ახალი ტექნოლოგია გაერთიანებული სამეფოსთვის პირველია და შეიძლება მსოფლიოს გარშემო ბაზირება“- თქვა ფორესტმა EcoWatch-თან გაგზავნილ განაცხადში. რამდენიმე სხვადასხვა მოქცევით ენერგიაზე მომუშავე ტექნოლოგიები შოტლანდიაში მუშაობენ, რათა სარგებელი მიიღონ ქვეყნის მრავალი კუნძულიდან და მოქცევითი ტალღებიდან. გეგმის მიზანია ტრადიციულ საწვავზე მომუშავე ძრავზე დამოკიდებულება შეამციროს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ნახშირბადის გამოყოფის ერთ მეხუთედზე, მერითაიმ ჟურნალის ანგარიშით.
ფიონა ნიკოლსონმა, ადგილობრივმა ელექტრონული მანქანის მმართავმა და Nova Technology-ის მხარდამჭერმა თქვა: „ამაღელვებელია ამ ტექნოლოგიის ჩემს სახლთან ახლოს ქონა. შეტლანდში ხალხის უმეტესობა ზღვასთან ახლოს ცხოვრობს და ტალღის ძალის ამ გზით გამოყენება კარგი გზაა ზღვის რესურსის გამოსაყენებლად. „
ნიკოლსონი Nova Innovation-ს კომპანიის საცდელი მოდელის აშენების შემდეგ ადევნებს თვალს და სჯერა, რომ ტექნოლოგია მეტ ინტერესს გამოიწვევს და ასევე ხედავს პოტენციალს სხვადასხვა კომპანიის მიერ მის გამოყენებაში, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შოტლანდია განახლებად ენერგიაში, კონკრეტულად მოქცევით ენერგიაში, წლებია საერთაშორისო ლიდერია. 2013 წელს ქვეყანამ მიზნად დაისახა 100 პროცენტით გადასულიყო განახლებადი ენერგიის მოხმარებაზე. 2018 წელს ქვეყნის რეკორდული ქარზე მომუშავე პროდუქცია საკმარისი იყო 5 მილიონი სახლისთვის ენერგიის მისაწოდებლად. 2019 წელს ქარმა ორი შოტლანდიის სამყოფელი ენერგია გამოიმუშავა. 2016 წელს შოტლანდიაში მსოფლიოს ყველაზე დიდი მოქცევით ენერგიაზე მომუშავე ფერმა აშენდა და 2020 წელს ქვეყანას ჰქონდა მსოფლიოში წყალქვეშა ტურბინების უდიდესი წყობა.
BBC-ის გადმოცემით, 2020 წლის დასაწყისისთვის ქვეყანა ამბიციური მიზნის შესრულებისკენ სწორად მოქმედებდა. ნოემბრისთვეში შოტლანდიამ ქვეყნის მასშტაბით 90% განახლებად ენერგიას გადაუსწრო. უახლესმა გამოთვლებმა შესაძლოა აჩვენოს, რომ შოტლანდიამ მიზანს მიაღწია.
მერითაიმ ჟურნალის გადმოცემით, ქვეყნის გზაზე ნულოვანი ნახშირბადის გამოყოფისკენ, შოტლანდიის მთავრობამ ასევე აკრძალა მხოლოდ გაზზე ან დიზელზე მომუშავე მანქანების გაყიდვა 2032 წლისთვის, რითაც ბიძგს აძლევს აუცილებლობას ძრავებისთვის სუფთა ენერგიის ახალი წყაროები შეიქმნას.
მთავრობამ ნოვა პროექტის ჩათვლით ბევრ მსგავს ცვლილებას დაუჭირა მხარი როგორც ქვეყნის სუფთა ენერგიისკენ გარდამავლობის და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ნაწილს.
შოტლანდია, აგრეთვე, ნოემბერში უმასპინძლებს მომავალ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო კონფერენციას „COP26” ქალაქ გლასგოუში.
მაიკლ მეითსონი, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის და კავშირის კაბინეტის მდივანი ამბობს „ფანტასტიურია, რომ Nova Innovation კვლავ აჩვენებს, რომ შოტლანდია წინა ხაზზეა ნულოვანი გამოყოფის ტრანსპორტის გადაჭრის განვითარების გზებში. ამგვარი ცვლილება მთავარია გლობალურ კლიმატის კრიზისზე საპასუხოდ და წინა პლანზე წამოწევს შესაძლებლობებს, რომლებიც შოტლანდიაში შეიძლება განხორციელდეს ნულოვანი გამოყოფის მქონე ეკონომიკისკენ გარდამავლობისას.“
სტატიაზე მუშაობდა : გიორგი შაქარაშვილი და სალომე აბუაშვილი