GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ზღვის დონე ყველაზე სწრაფად დიდ ქალაქებში იწევს, რა არის ამის მიზეზი?

Homepage მსოფლიო ზღვის დონე ყველაზე სწრაფად დიდ ქალაქებში იწევს, რა არის ამის მიზეზი?
მსოფლიო

ზღვის დონე ყველაზე სწრაფად დიდ ქალაქებში იწევს, რა არის ამის მიზეზი?

მაისი 7, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
369 ნახვა

კლიმატის ცვლილების შედეგად ზღვის დონის აწევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა სანაპირო ტერიტორიების ჩაძირვის საკითხი ჯერ კიდევ სრულად შესწავლილი არ არის. როგორც აღმოჩნდა, სანაპიროზე განთავსებულ ქალაქებში ზღვის დონის აწევაზე სწრაფად მიწის საფარი იძირება.

მაგალითისთვის, ტოკიოს გარკვეული ნაწილი 4 მეტრით ჩაიძირა მე-20 საუკუნის განმავლობაში, დაახლოებით 2 მეტრით ჩაიძირა შანხაი, ბანგკოკი და ნიუ ორლეანი. ნიადაგის საფარის დაწევის ნელი პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს მდინარის დელტის ნაპირებზე, რასაც ხელს უწყობს მიწისქვეშა წყლების, ნავთობის ან ბუნებრივი აირის მოპოვება, რომლებიც ამაგრებს ნიადაგს და აფერხებს მის შლას, გამოფიტვას.

ნიადაგის ჩაძირვა იწვევს მოსავლის მარილიანობას, ქმნის წყალდიდობის საშიშროებას ზღვის დონეზე დაბლა მდებარე ტერიტორიებისთვის და აზიანებს შენობებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვის დონის მატება ყოველწლიურად საშუალოდ 3 მმ-ია, სანაპიროებზე ეს მატემა გაცილებით მეტად იგრძნობა, დაახლოებით 8-10 მმ-ით. ეს განპირობებულია იმით, რომ უამრავი ადამიანი ცხოვრობს მდინარეების დელტების მიმდებარედ. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის მთავარი მიზანი დიდი ქალაქების ჩაძირვის ტემპის გამოთვლა და ამ მონაცემების ნაკლებად დასახლებული სანაპიროების იმავე მაჩვენებელთან შედარებაა.

კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა არჩევს მდინარის დელტის მიმდებარედ ცხოვრებას, ასეთი ადგილები კი ისედაც იძირება და დასახლებების წარმოქმნა კიდევ უფრო აჩქარებს პროცესს. ზღვის პირას მცხოვრები მოსახლეობის დაახლოებით 20%, 150 მილიონი ადამიანი, ცხოვრობს სანაპირო ზოლის იმ ნაწილში, რომელიც სწრაფი ტემპით იძირება.

ნიადაგის ჩაძირვის პროცესს ყველაზე მეტად გავლენა ექნება შემდეგ ქალაქებზე:

ჯაკარტა

ინდონეზიის დედაქალაქში, რომელიც ზღვის დონეზე დაბლა მდებარებს, 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიწისქვეშა წყლების მოპოვებამ გამოიწვია ნიადაგის 3 მეტრით ჩაძირვა 1947-2010 წლებში და ქალაქის უმეტესი ნაწილი დღემდე წელიწადში 10 სანტიმეტრით იძირება.

აღსანიშნავია, რომ ნიადაგი თანაბრად არ იძირება, რაც ურბანულ დაგეგმარებას ართულებს. შენობებს საძირკველი უზიანდება და ბზარები უჩნდება, რაც მათ საცხოვრებლად გამოუსადეგარს ხდის.

ჯაკარტა ზღვის დონის ასამაღლებელ ინფრასტრუქტურას აშენებს, თუმცა იმის გამო, რომ მიწისქვეშა წყლების მოპოვება მაღალი ტემპით გრძელდება, ეს გამოსავალი მხოლოდ მოკლევადიან შედეგს განაპირობებს.

პრობლემის მასშტაბურობის გამო ინდონეზიის მთავრობამ 2019 წელს გადაწყვიტა, რომ სახელმწიფოს დედაქალაქი გადაეტანა ბორნეოს კუნძულზე, თავდაპირველი ლოკაციიდან 1000 კმ-ის მოშორებით.

შანხაი

26 მილიონი მოსახლით ჩინეთის ეს ქალაქიც ჩაძირვის საფრთხის წინაშეა. ქალაქი დაახლოებით 2.5 სმ-ით იძირება ყოველწლიურად, ამ შემთხვევაშიც მთავარ მიზეზებს შორისაა მიწისქვეშა წყლების მოპოვება და დიდი რაოდენობით ცათამბრჯენების, მეტროს ხაზებისა და ავტომაგისტრალების აშენება.

პრევენციული ღონისძიებების გარეშე 2100 წლისთვის მოულოდნელად წარმოქმნილ ქარიშხალს შეეძლება ქალაქის 15%-ის დატბორვა.

ნიუ ორლეანი

ნიადაგის ჩაძირვის შედეგად ქალაქის ნახევარი დღესდღეობით წყალქვეშაა. 2005 წელს ქარიშხალმა კატრინამ ქალაქი მნიშველოვნად დააზიანა, სრული ზარალი 40 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მთლიან შტატში, ლუიზიანაში, 1570 ადამიანი დაიღუპა.

ქალაქში ნიადაგის ჩაძირვის პროცესი რომ არ ყოფილიყო, ზიანი გაცილებით ნაკლები იქნებოდა და ადამიანთა უმეტესობა ამ კატასტროფას გადაურჩებოდა.

გამოსავლის მოძებნა არც ისე ადვილია

ზღვის ნაპირებზე შემაკავებელი, დამცავი ინფრასტრუქტურის აშენება პრობლემის გადაჭრის საბაზისო საფეხურია. ეს შეაჩერებს წყლის ნაკადს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ნიადაგიც იძირება, რომელზეც ინფრასტრუქტურა დგას, ამიტომ მისი ეფექტურობისათვის იგი დიდი ზომის უნდა იყოს. ურბანულ დასახლებებში ინჟინრებისათვის ნიადაგის დონის აწევა ყველაზე რთულია.

ზოგიერთმა ქალაქმა იპოვა პრობლემის გადაჭრის გზები. მაგალითად, ტოკიოში 1960-იანი წლების შემდგომ ნიადაგის ჩაძირვის კლებადი ტენდენციაა მიწისქვეშა წყლების მოპოვების მკაცრი რეგულაციების დახმარებით, თუმცა ეს სრულად ვერ აქრობს დატბორვის რისკს, რადგან ქალაქის უმეტესი ნაწილი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ინდონეზიის გადაწყვეტილება დედაქალაქის გადატანის შესახებ კიდევ ერთი ალტერნატიული გამოსავალია.

ურბანიზაციის დონისა და სასმელ წყალზე მოთხოვნის გაზრდა განაპირობებს იმას, რომ ნიადაგის ჩაძირვის პრობლემა ახლო მომავალში გამწვავდება. ზღვის დონის აწევა და ნიადაგის ჩაძირვა სანაპიროებზე განთავსებულ ქალაქებს დიდ პრობლემას შეუქმნის.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : https://www.weforum.org/agenda/2021/03/sea-levels-cities-climate-change-ocean/?fbclid=IwAR2UqJuJWMSdbYYll-IStmEmKOkUyfECB3HJxH8hNuN03xo7ymwPhGqmVXk

ნახვები : 60 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
მოქცევით ენერგიაზე მომუშავე ელექტრონულ მანქანებს შოტლანდია ნულოვან ემისიამდე მიჰყავს
შემდეგი პოსტი
ათასობით სერბი გაერთიანდა გარემოს დაცვის მიზნით

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,