ამჟამად ამაზონის ტროპიკული ტყეები უფრო მეტ სათბურის აირს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს.
კლიმატური ცვლილებები და ტყეების გაჩეხვა ეკოსისტემას გარდაქმნის გლობალური დათბობის ხელშემწყობ აირების წყაროდ, ნაცვლად ნახშირბადის შთანთქმისა.
კლიმატური ცვლილებებისა და ტყეების გაჩეხვისგან გამოწვეულმა ზიანმა შეცვალა ამაზონის ტროპიკული ტყეები. ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ეს ცვლილებები ადამიანის ქმედებით არის გამოწვეული და შედეგად ამაზონის ტყეები უფრო მეტ სათბურის აირს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს.
ახალი კვლევის მიხედვით ამაზონის ტყეები შესაძლოა იმაზე მეტ სათბურის აირებს გამოყოფდეს, ვიდრე კარგად აყვავებული ეკოსისტემა შთანთქავს.
“ახალი კვლევით ჩანს, რომ ტემპერატურის ზრდა, გვალვები და ტყეების გაჩეხვა ამცირებს შესაძლებლობას ამაზონისთვის შთანთქოს იმაზე მეტი სათბურის აირი, ვიდრე გამოყოფს”-national geographic-ის ჟურნალისტი.
Mongabay-ის კვლევის მიხედვით ისინი არ გამოყოფენ მხოლოდ ნახშიროჟანგს. ნახშიროჟანგი ხშირად არის მთავარი განსახილველი საკითხის კლიმატური ცვლილებების თემაზე, მაგრამ კიდევ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი აირები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე, ესენია: მეთანი, აზოტოვანი ოქსიდი, აეროზოლები და ჭვარტლი/შავი ნახშირბადი.
სანამ ამაზონი ჯერ კიდევ უაზარმაზარი რაოდენობის ნახშირბადს შთანთქავდა, მისი სათბურის აირების გამოყოფა გაიზარდა და გადააჭარმა შთანთქმის მაჩვენებელს. ეს არამხოლოდ ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული, მასზე გაბლენა ლანᲓშაპტის ცვლილებებმაც მოახდინა.
“თუ მხოლოდ ნახშირბადის მდგომარეობას უყურებ, ამ მოცემულობის დიდ ნაწილს ვერ აღიქვამ” ქრისტოფერ კოვეი, გარემოს მეცნიერი/ეკოლოგიის სპეციალიტი სკიდმორის(skidmore) კოლეჯში და კვლევის ავტორი ამბობს რომ “ჩვენ უნდა დავიწყოთ ეკოსისტემის პრობლემის მთლიანად გააზრება. ამ ყველაფერს ზედაპირულად ვაფასებთ სკალებზე და ჩვენ არ ვიცით იმის შესაძლო ეფექტები, რასაც ვაკეთებთ”.
მაგალითად, დამშრალი ჭაობები და მჭიდროდ ათვისებული ნიადაგები, რომლებზეც ექსტენსიური სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული, იწვევს აზოტოვანი ოქსიდის გამოყოფას. ხანძრები, რომლებსაც ტერიტორიების განთავისუფლებისთვის იყენებენ ფერმებისა და სასოფლო სამეურნეო სავარგულების შესაქმნელად, გამოყოფს ჭვარტლს, შავ ნახშირბადს, რომელიც მზის სხივებს შთანთქავს და იწვევს ადგილობრივ დათბობას.
“ტყის ჭრა აბრკოლებს ნახშირბადის შთანთქმას და ეს არის პრობლემა” ამბობს ქრიტოფერ კოვეი national geographic-ში. “როდესაც იწყებ სხვა ფაქტორების შესწავლას CO2თან ერთად, რთული დასანახია როგორი კომპლექსურია ეს ეფექტები და დაკავშირებულია გლობალურ დათბობასთან”.
ამ პრობლემის ნაწილია ბევრი სხვა ქმედება, რომლითაც ადამიანი ამაზონის ტყეებს სახეს უცვლის და ეს აორმაგებს ან ასამმაგებს სათბურის აირების გამოყოფას. მსხვილფეხა რქოსნების ფერმებისთვის წვავენ ამაზონის ტყის ნაწილებს, რომ შექმნან საძოვრები ნახირისთვის. ამ შემთხვევაში არამხოლოდ ნახშიროჟანგის მშთანთქმელი ხე იკარგება, მისი წარმოქმნილი ნახშირბადიც გამოდის და გროვდება გარემოში და ცარიელი ნიადაგები გამოყოფენ მეთანს და აზოტოვან ოქსიდს. ამასთან, საძოვარზე წასული მხსვილფეხა რქოსანი გამოყოფს მეთანს, სათბურის აირს, რომელიც 30-ჯერ უფრო საზიანოა გარემოსთვის, ვიდრე ნახშიროჟანგი. განადგურებული ტყეები ასევე ცვლიან ატმოსფერული ნალექების რაოდენობას, რაც ტყეების დანარჩენ ტერიტორიაზე ტემპერატურას ზრდის და იწვევს სათბურის აირების გამოყოფას.
ეს სავალალო უკუკავშირის საერთო მოცემულობა ჟღერს, როგორც: ტყეების გაჩეხვა ზრდის სათბურის აირების გამოყოფას, რაც დათბობას უწყობს ხელს, ეს დათბობა კი ზრდის სათბურის აირების გამოყოფას და გრძელდება ასე.
რამდენადაც კვლევების ავტორები ამახვილებენ ყურადღებას ამ საზარელ შედეგებზე, იმდენად კომპლექსურია მთელი გამოთვლების წარმოება ამაზონის გავლენაზე გლობალურ დათბობაზე.
ფიონა სოფერ ეკოლოგიის სპეციალისტი კანადაში, მაქგილის(McGill) უნივერსიტეტში და ამ კვლევის თანაავტორი ამბობს Mongabay-ში, რომ “ამაზონის კლიმატის ცვლილებისა და ადამიანის საქმიანობის ერთმანეთთან კავშირის ანალიზის შედეგად ჩანს, რომ ეს შედგება სხვასასხვა ნაწილებისგან: ფერმების მიერ გამოიყოფილი ნახშირბადი, მეთანი, აზოტოვანი ოქსიდი და სხვა ბიოფიზიკური ეფექტები, რომლებიც ადამიანის საქმიანობიდანაა გამოწვეული. ასევე, კაშხლების მშენებლობა და კლიმატური ცვლილებებზე ხელის შეწყობა. საბოლოოდ ეს ყველაფერი გარდაიქმნება დიდ გამოწვევებად.
National Geographic-თან საუბრისას კვლევის ავტორი ამბობს რომ ჯერ არ არის ძალიან გვიანი, რომ გამოვასწოროთ ეს ზიანი, ტყის გაჩეხვის შეწყვეტით და წიაღისეული საწვავის მოხმარების კონტროლით.
დრო, რომელშიც ამაზონი თავის პირვანდელ სახეს უნდა დაუბრუნდეს შეიძლება შეზღუდულია. 2018 წლის კვლევები გვიჩვენებს, რომ ტროპიკული ტყეები არიან ეკოლოგიური საფრთხის წინაშე არიან. ამაზონის 20-25% გაუტყეურდებამ შესაძლოა ამაზონის დანარჩენი ნაწილი გადააქციოს მოუსავლიან სავანად. დღეს ამაზონის 17% უკვე გაუტყეურებულია.
ყველა ამ ზიანის მიუხედავათ, ამაზონი ისევ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ადგილობრივებისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. “ამ კვლევის მთავარი მიზანი არის, რომ შეჩერდეს ამაზონის სისტემის დეგრადაცია”- ამბობს ფიონა სოფერი Mongabay-ში.
სტატიაზე მუშაობდა : სესილი შენგელია და ნატა შველიძე