მონაცემების თანახმად, ცენტრალურ ლონდონში უქმი სვლის გამო მძღოლების მხოლოდ 0,1% ჯარიმდება
- მონაცემების თანახმად, ცენტრალურ ლონდონში, ძრავის უქმ სვლაზე ყოველი 1000 მძღოლიდან მხოლოდ ერთი ჯარიმდება.
- საბჭოს ვებ-საიტზე report it 2017 წლიდან წარმოებული ანგარიშის მიხედვით, ვესტმინსტერში, დაქოქილი ძრავით მდგომი 70 000-ზე მეტი ავტომობილი ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, გაცემულია 80 £-ის ოდენობის 63 ჯარიმა, რომლის მხოლოდ ნახევარია გადახდილი.
- „ჩემთან არაერთი საბჭოს წარმომადგენელი იწონებს თავს ძრავის უქმი სვლის წინააღმდეგ გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით, თუმცა, ეს წამოწყებები ცოდნასთან მიმართებით არაპროპორციულია. გამოყენებული მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი საკმაოდ ძველია. აქ არ არის გათვალისწინებული გამონაბოლქვის თანამედროვე სისტემის მქონე ავტომობილები.“ – განაცხადა ჰაერის დაბინძურების ექსპერტმა ლონდონის საიმპერიო კოლეჯში – გარი ფულერმა (Gary Fuller).
- ლონდონის მერი, სადიკ ხანი (Sadiq Khan) პარასკევს დედაქალაქში ულტრა დაბალი ემისიების ზონის (Ulez) გაფართოების წინადადებით გამოვიდა, რის შედეგადაც, 2023 წლის ბოლოს, მოცემულ არეალში ლონდონის უმეტესი ნაწილი მოხვდება.
მონაცემების თანახმად, ცენტრალურ ლონდონში, ძრავის უქმ სვლაზე ყოველი 1000 მძღოლიდან მხოლოდ ერთი ჯარიმდება.
ქალაქის მასშტაბით, ჰაერის ტოქსიკური დაბინძურება ყოველწლიურად 4000-მდე ადამიანს სიკვდილს იწვევს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მმართველობის მიერ დაწესებული ჯარიმები, რომელიც მიზნად ისახავს უქმ სვლაზე მომუშავე ავტომობილის მძღოლების დაჯარიმებას.
საბჭოს ვებ-საიტზე report it 2017 წლიდან წარმოებული ანგარიშის მიხედვით, ვესტმინსტერში, დაქოქილი ძრავით მდგომი 70 000-ზე მეტი ავტომობილი ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში, გაცემულია 80 £-ის ოდენობის 63 ჯარიმა, რომლის მხოლოდ ნახევარია გადახდილი.
ვესტმინსტერის საბჭო აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით, ქვეყნის მასშტაბით მოწინავე პოზიციაზეა; სწორედ ამიტომ, 2017 წელს ავტომობილის უქმი სვლის გამო არსებული 20 £-იანი ჯარიმები ოთხჯერ გაიზარდა.
„დაბინძურებული ჰაერი ხისტ მიდგომას საჭიროებს“ – განაცხადა იმ დროს მრჩეველის პოსტზე მდგომმა ენდრიუ სმიტმა (Andrew Smith). მაშინდელმა საბჭოს ლიდერმა, ახლა კი ვესტმინსტერის დეპუტატმა, ნიკი აიკენმა (Nickie Aiken) 2021 წელს 80 £-იანი ჯარიმის გაზრდა მოითხოვა, ვინაიდან არსებულ თანხას არაეფექტურად მიიჩნევდა.
ინფორმაციის თავისუფლების (FoI) წესებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ძრავის უქმ სვლაზე დაფიქსირებული შემთხვევების 99,9% „რბილი მიდგომებით“ ხასიათდება. ანგარიშში არ იწერება აღმსრულებელმა პირმა მოითხოვა თუ არა მძღოლისგან ძრავის გამორთვა, დაემორჩილა თუ არა მას მოქალაქე, ან გაუწია თუ არა ოფიცერს წინააღმდეგობა.
„ვესტმინსტერის კონსერვატორები კარგად საუბრობენ ჰაერის ხარისხზე, თუმცა არსებულმა მონაცემებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ ისინი საკუთარ უფლებამოსილებას ბოლომდე არ იყენებენ“ – განაცხადა ბეისვოტერის საბჭოს პალატის ლეიბორისტულმა კანდიდატმა მაქს სალივანმა (Max Sullivan), რომელმაც Fol-ი მოითხოვა. „ძრავის უქმ სვლაზე მკაცრი ზომების არარსებობა შემზარავი და იმედგამაცრუებელია მათთვის, ვინც ჰაერის ხარისხის მდგომარეობით შეშფოთებულია.“
ავტომობილის უქმი სვლის გამო, ბეისვოტერში, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მხოლოდ ორი ჯარიმა გაიცა, მათგან არცერთის გადახდა არ ფიქსირდება. ლამბერტის საბჭომ ძრავის უქმ მუშაობაზე სამჯერ მეტი ჯარიმა გამოწერა, ვიდრე ვესტმინსტერმა 2019-21 წლებში.
„გონივრულია მართლმსაჯულების რბილად აღსრულება“ – განაცხადა სალივანმა (Sullivan). „პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს არავითარი მკაცრი ქმედებები. არ ვიცი რა შეიძლება გააკეთოთ იმისთვის, რათა დაჯარიმდეთ.“ მისივე თქმით, არსებული მონაცემები სავარაუდოდ მხოლოდ ნაწილობრივ წარმოაჩენს რეალური პრობლემის მასშტაბს.
2019 წლის ყოვლისმომცველი მიმოხილვის თანახმად, ჰაერის დაბინძურებას შეუძლია ადამიანის ყველა ორგანოზე იქონიოს გავლენა, განსაკუთრებით კი ბავშვის ორგანიზმზე. უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ ძრავის თუნდაც 30 წამით გამორთვა ჰაერის დაბინძურებას ორჯერ ამცირებს ავტომობილის უქმ სვლასთან შედარებით.
„ჰაერის ხარისხზე ზრუნვა ჩემი ამომრჩევლისთვის პრიორიტეტულია, შესაბამისად ეს საკითხი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია“ – განაცხადა აიკენმა (Aiken). „საკუთარი გამოცდილებით, საკრებულოს ლიდერის რანგში ყოფნისას კამპანია „don’t be idle“ წამოვიწყე, რასაც მძღოლების უმრავლესობა გაგებით მოეკიდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის გაცემული ასე ცოტა ჯარიმა. რაც შეეხება იმ მძღოლებს, ვინც უარს აცხადებენ 80 £-ის გადახდაზე, გაზრდილი ჯარიმები მათ კონცენტრაციაში დაეხმარება.“
„საბჭო რამდენიმე წელია წარმატებით აწარმოებს ძრავის საწინააღმდეგო კამპანიას; მისი მთავარი მიზანი ცნობიერების ამაღლება და ქცევის ცვლილებაა, თუმცა, კანონდარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმებსაც გავცემთ“ – განაცხადა ვესტმინსტერის საბჭოს კაბინეტის წევრმა ქალაქის მენეჯმენტში, ჯეიმს სპენსერმა (James Spencer).
„შესაბამისად უნდა შეფასდეს დაბინძურებული ჰაერის გავლენა ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სკოლებთან, რათა ძრავის უქმი სვლის წინააღმდეგ საინფორმაციო ბანერები და ბუკლეტები გავავრცელოთ.“
„ჩემთან არაერთი საბჭოს წარმომადგენელი იწონებს თავს ძრავის უქმი სვლის წინააღმდეგ გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით, თუმცა, ეს წამოწყებები ცოდნასთან მიმართებით არაპროპორციულია. გამოყენებული მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი საკმაოდ ძველია. აქ არ არის გათვალისწინებული გამონაბოლქვის თანამედროვე სისტემის მქონე ავტომობილები.“ – განაცხადა ჰაერის დაბინძურების ექსპერტმა ლონდონის საიმპერიო კოლეჯში – გარი ფულერმა (Gary Fuller).
“შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ძრავის უქმი მუშაობა ნორმალურია. თუმცა გამაჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყოველივე ამას პოლიტიკოსები მოძრავი ტრანსპორტის შედეგად გამოწვეული სერიოზული პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად აკეთებენ.“
ლონდონის მერი, სადიკ ხანი (Sadiq Khan) პარასკევს დედაქალაქში ულტრა დაბალი ემისიების ზონის (Ulez) გაფართოების წინადადებით გამოვიდა, რის შედეგადაც, 2023 წლის ბოლოს, მოცემულ არეალში ლონდონის უმეტესი ნაწილი მოხვდება. დღეის მდგომარეობით, ყველა ტიპის ავტომობილის მძღოლებს, გარდა უახლესი დიზელისა და ბენზინზე მომუშავე ძველი ავტომობილების კონკრეტული მოდელებისა, Ulez ზონაში შესვლისას დღიურად 12,50 £-ის გადახდა უწევთ. მოცემული ზონის გაფართოების შემთხვევაში კი დამაბინძურებელი მანქანების რაოდენობა 20 000-40 000-ით შემცირდება.
სტატიაზე მუშაობდა : ლიზი უგულავა
წყარო : www.theguardian.com