GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მეინი კრძალავს ცხოველებზე ტესტირებული კოსმეტიკის გაყიდვას მაღალი ჯარიმების დაწესებით

Homepage მსოფლიო მეინი კრძალავს ცხოველებზე ტესტირებული კოსმეტიკის გაყიდვას მაღალი ჯარიმების დაწესებით
მსოფლიო

მეინი კრძალავს ცხოველებზე ტესტირებული კოსმეტიკის გაყიდვას მაღალი ჯარიმების დაწესებით

ივლისი 11, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
305 ნახვა
  • მეინი გახდა აშშ-ს მეექვსე შტატი, სადაც შემოიღეს კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ცხოველების „უაზრო ტანჯვის“ დასრულებას.
  • ახალი კანონის დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 5000 აშშ დოლარის ოდენობით
  • კომპანიებისა და ბრენდების ჩვენს ჩამონათვალს, რომლებიც ცხოველებზე არ ატარებენ ტესტებს, მილიონობით მომხმარებელი იყენებს

მეინი კრძალავს ცხოველებზე კოსმეტიკური პროდუქციის ტესტირების ჩატარებას

ის პირები, რომლებიც აწარმოებენ, ყიდიან ან გვთავაზობენ პროდუქტებს, რომლებიც დამზადდა ცხოველებზე ტესტირების მეთოდით 1 ნოემბერს ან მის შემდგომ პერიოდში, დაჯარიმდებიან.

ახალი კანონის დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას 5000 აშშ დოლარის ოდენობით ტესტირებული კოსმეტიკური საშუალებების გაყიდვისთვის. იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია გააგრძელებს აკრძალული პროდუქციის გაყიდვას, ყოველდღე დაჯარიმდება დამატებით 1000 დოლარით.

„უაზრო ტანჯვა“

ქეით ჰანსბერი, მეინის არაკომერციული ორგანიზაცია ჰუმანური საზოგადოების დირექტორი, მიესალმა ამ აკრძალვას.

„ახლა მეინი შეუერთდა იმ შტატების მზარდ რიცხვს, რომლებიც ცდილობენ დაასრულონ ცხოველების უაზრო ტანჯვა ვინაიდან ისინი კოსმეტიკური საშუალებების ტესტირების მსხვერპლი ხდებიან“ – განაცხადა  ჰანსბერმა.

„დღეს უკვე არსებობს პროდუქციის შემოწმების მრავალი ახალი მეთოდი…. და ნამდვილად არ არის საჭირო უმწეო ცხოველების წამება პომადის ან ფერუმარილის გამო.“

”მადლობას ვუხდი წარმომადგენელ დუდერას ამ კანონპროექტის სპონსორობისთვის და გუბერნატორ მილსს ამ მნიშვნელოვანი ორპარტიული კანონმდებლობის ხელმოწერისთვის.“

სისასტიკეზე უარის მთქმელი ბრენდები

გასულ თვეში, TRESemmé გახდა თმის მოვლის საშუალებების მწარმოებელი გიგანტი, რომელმაც აკრძალა ცხოველებზე ტესტირება მსოფლიოში.

უფრო მეტიც, ვეგანურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ PETA-მ ბრენდი შეიყვანა “სილამაზე კურდღლების გარეშე” სიაში. მონაცემთა ბაზა დაადასტურებს, რომ კომპანია არ ატარებს ცხოველებზე ტესტირებას და სერტიფიცირებას აძლევს, როგორც სისასტიკეზე უარის მთქმელ ბრენდს.

კომპანიებისა და ბრენდების ჩვენს ჩამონათვალს, რომლებიც ცხოველებზე არ ატარებენ ტესტებს, მილიონობით მომხმარებელი იყენებს. ის სანდო და აუცილებელია წყაროა პირადი ჰიგიენის საშუალებების შეძენისას და გვსურს თქვენც გამოიყენოთ იგი, ”- განაცხადა PETA-მ.

„პროდუქციის შეძენამდე…. ყოველთვის დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტების მწარმოებლები იმ 5,300-ზე მეტი კომპანიის ჩამონათვალშია, რომელიც ჩვენს „სილამაზე ბაჭიების გარეშე“ მონაცემთა საძიებო ბაზაშია განთავსებული.

თუმცა, TRESemmé– ს ზოგი პროდუქტი კვლავ შეიცავს ცხოველურ ინგრედიენტებს, როგორიცაა რძე, თაფლი, ლანოლინი და აბრეშუმი – რაც ნიშნავს, რომ ბრენდის ყველა შეთავაზება არ არის შესაფერისი ვეგანებისთვის.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და სალომე აბუაშვილი

წყარო : plantbasednews.org

ნახვები : 65 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ექიმები გვაფრთხილებენ მესამე ტიპის მოსალოდნელი დამწვრობის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები შეეხებიან გზის საფარს დაუცველი კანით. ტროტუარებიდან ცხელი ორთქლი პირდაპირ ჰაერში ვრცელდება
შემდეგი პოსტი
გაიცანით ,,ყოვლისშემძლე“ მცენარე, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ებრძვის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,