GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

გაიცანით ,,ყოვლისშემძლე“ მცენარე, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ებრძვის

Homepage მსოფლიო გაიცანით ,,ყოვლისშემძლე“ მცენარე, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ებრძვის
შემეცნებითი, მსოფლიო

გაიცანით ,,ყოვლისშემძლე“ მცენარე, რომელიც ჰაერის დაბინძურებას ებრძვის

ივლისი 11, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
219 ნახვა
  • ,,ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს მცენარე იწოვს 20%-ით მეტ გამონაბოლქვს, ვიდრე ექსპერიმენტისთვის გამოყენებული სხვა მცენარეები, შესაბამისად კოტონესტერის დარგვა საუკეთესო იქნება გადატვირთული ავტომაგისტრალების გასწვრივ“.
  • კოტონესტერი თავდან ჩინეთში, ტაილანდსა და მიანმარში იყო გავრცელებული. აშშ-ში იგი კალიფორნიის, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატების კლიმატთან ადაპტირდა.
  • ფშატი, კვიდო და ურთხელი ასევე ძალიან ეფექტურად ებრძვიან ჰაერის დაბინძურებას.

ინგლისში მებაღეობის სამეფო საზოგადოების მკვლევრებმა უფრო სიღრმისეულად შეისწავლეს მცენარე კოტონესტერი (Franchet’s cotoneaster, იგივე Cotoneaster franchetii).

,,ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს მცენარე იწოვს 20%-ით მეტ გამონაბოლქვს, ვიდრე ექსპერიმენტისთვის გამოყენებული სხვა მცენარეები, შესაბამისად კოტონესტერის დარგვა საუკეთესო იქნება გადატვირთული ავტომაგისტრალების გასწვრივ“, – განაცხადა კვლევის მთავარმა მეცნიერმა ტიანა ბლანუსამ.

გამოცემაში Environments გამოქვეყნებული კვლევა ადარებდა სხვადასხვა მეთოდს, რომლებითაც ფასდებოდა, თუ როგორ ებრძვის მცენარის ესა თუ ის ჯიში დამაბინძურებელ მტვრის ნაწილაკებს. შემდეგ ყველაზე ეფექტური მეთოდი გამოიყენეს ინგლისის ქალაქ რედინგში ზაფხულის პერიოდში სამანქანო გზების ახლოს დარგული მცენარეების შესასწავლად, რათა დაედგინათ, თუ რომელ მცენარეს ჰქონდა ყველაზე დიდი გავლენა ჰაერის გაწმენდის პროცესზე.

საუკეთესო შედეგის მქონე კოტონესტერი თავდან ჩინეთში, ტაილანდსა და მიანმარში იყო გავრცელებული. აშშ-ში იგი კალიფორნიის, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატების კლიმატთან ადაპტირდა.

ამ მცენარისთვის დამახასიათებელი თვისებებით, რომლებიც მას დაბინძურებულ ჰაერთან ბრძოლაში ეხმარება, სხვა მცენარეებიც გამოირჩევიან. განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებსაც შებუსული ფოთლები აქვთ.

,,მცენარის შებუსული ფოთლები და მისი ხაოიანი ზედაპირი უფრო მეტ მტვრის მყარ ნაწილაკს იტევს, თუმცა ამასთანავე მსგავსი ფოთლების მქონე მცენარეებისათვის მათი შეწოვა უფრო რთულია ფოთლის მოძრაობის დროს“, – განაცხადა ბლანუსამ.

ფშატი, კვიდო და ურთხელი ასევე ძალიან ეფექტურად ებრძვიან ჰაერის დაბინძურებას.

იმას, თუ მცენარის რომელ ჯიშებს დარგავთ, ყველაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება გადატვირთული სამანქანო გზების გამწვანების შემთხვევაში. თუ იყენებთ ჰაერის გაწმენდისადმი ნაკლებად მიდრეკილ ჯიშებს, საჭიროა, რომ ბუჩქების რიგის სისქე 2 მეტრზე მეტი იყოს, რათა იგივე შედეგი მიიღოთ, რასაც ჰაერის აქტიურად გამწმენდი მცენარეების გამოყენების შემთხვევაში მიიღებდით.

მებაღეობის სამეფო საზოგადოების ეს კვლევა იმ მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია, მკვლევრებმა აღმოაჩინონ ,,ყოვლისშემძლე“ მცენარეები, რომლებიც დაეხმარება ქალაქის დაგეგმარების სამსახურსა და მებაღეებს გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილებების უარყოფითი გავლენის შემსუბუქების ხელშემწყობი გარემოს შექმნაში.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 233 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
მეინი კრძალავს ცხოველებზე ტესტირებული კოსმეტიკის გაყიდვას მაღალი ჯარიმების დაწესებით
შემდეგი პოსტი
მეცნიერებმა შექმნეს პლასტმასის “მჭამელი” ფერმენტები, რომლებსაც წლების მაგივრად, მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდებათ მატერიის დასაშლელად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
  • პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
  • ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს
  • „კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში
  • როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 15, აგვ
ესპანეთში ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი წინასაზაფხულო სითბური ტალღების პერიოდია
შაბათი, 13, აგვ
პალეონტოლოგების თქმით კლიმატური კრიზისის შედეგად ადამიანების დაპატარავებაა მოსალოდნელი
შაბათი, 13, აგვ
ნანოსენსორი ნაყოფზე არსებულ პესტიციდებს წუთებში ამოიცნობს
შაბათი, 13, აგვ
„კლიმატური რყევები“ საკვების კრიზისის მიზეზია, ნათქვამია გაეროს განცხადებაში
პარასკევი, 12, აგვ
როგორ იცვლებოდა ჩვენი პლანეტა დროთა განმავლობაში?
პარასკევი, 12, აგვ
რა არის ბიომრავალფეროვნება და როგორ ვიცავთ მას?

Welcome back,