GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ექიმები გვაფრთხილებენ მესამე ტიპის მოსალოდნელი დამწვრობის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები შეეხებიან გზის საფარს დაუცველი კანით. ტროტუარებიდან ცხელი ორთქლი პირდაპირ ჰაერში ვრცელდება

Homepage მსოფლიო ექიმები გვაფრთხილებენ მესამე ტიპის მოსალოდნელი დამწვრობის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები შეეხებიან გზის საფარს დაუცველი კანით. ტროტუარებიდან ცხელი ორთქლი პირდაპირ ჰაერში ვრცელდება
მსოფლიო, შემეცნებითი

ექიმები გვაფრთხილებენ მესამე ტიპის მოსალოდნელი დამწვრობის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები შეეხებიან გზის საფარს დაუცველი კანით. ტროტუარებიდან ცხელი ორთქლი პირდაპირ ჰაერში ვრცელდება

ივლისი 10, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
531 ნახვა
ნახვები : 35
  • არიზონასა და ნევადას შტატების ექიმები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ მოერიდონ გზაზე სიარულს, რადგან ის იმდენად გახურებულია, რომ იწვევს მესამე ტიპის დამწვრობას.
  • „იმისათვის, რომ ასფალტზე გავლისას მესამე ტიპის დამწვრობა მიიღო, ამისათვის სულაც არ არის საჭირო დიდი დრო. ასფალტი გავარვარებულია, განსაკუთრებით შუადღის ორ საათზე, როცა მზე ზენიტშია, ტემპერატურა კი უკიდეგანოდ მომატებული- საშუალოდ 170-დან 180 ფარენჰეიტამდე.“ ეს შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი მარტივად შესამჩნევია.
  • რადიოს ოპერატორებმა, მაგალითად დახმარება სთხოვეს მოსახლეობას, რათა მოხალისეობრივად, ერთიანი ძალისხმევით შეემცირებინათ ძაბვა, კერძოდ, მათ მოსახლეობას სთხოვევს, ნაკლებად გამოეყენებინათ ელექტრო ენერგია, ნაკლებად მოეხმარათ თუნდაც კონდიცირება, ნაკლებად მოემზადებინათ ისეთი საკვები, რომელსაც სამზარეულოს ელექტრო-ტექნიკა სჭირდება, სამოსი და ჭურჭელი თავად გაერეცხათ, ნაცვლად სარეცხი მანქანის გამოყენებისა.

 

კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია პლანეტაზე ტემპერატურის მატება და გვალვა, ეს განსაკუთრებით შეეხო დასავლეთ ამერიკის ტერიტორიას, სადაც უზომოდაა ჰაერი დახუთული, ცხელი ჰაერის შედეგად კი არაერთ ტყეს გაუჩნდა ცეცხლი, დაიწვა ველური ბუნების უნიკალური ტერიტოროიები. ამას გარდა, მაღალი ტემპერატურის შედეგად, იმატა ელექტრულმა ძაბვამ – თუმცა ეს ყველაფერი როდია.

,,მოსალოდნელია ტემპერატურის მატების კიდევ ორი, სამი, ოთხი და შესაძლოა ხუთი ტალღაც, ზაფხულის მიწურულს,’’ განაცხადა პარკ უილიამსმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის – UCLA-ს მეცნიერმა. ტემპერატურის ცხელი ტალღების ამ რეკორდულმა მაჩვენებელმა მოიცვა ვრცელი ტერიტორიები და მას „ცხელი გუმბათის“ სახელითაც იცნობენ. ამ „გუმბათის“ ქვეშ ტემპერატურა, როგორც წესი, აღემატება 30 °F-ს. ეს კი გავლენას ახდენს 40 მილიონი ადამიანის ჯანმრთელობაზე.

არიზონასა და ნევადას შტატების ექიმები აფრთხილებელ მოსახლეობას, რომ მოერიდონ გზაზე სიარულს, რადგან ის იმდენად გახურებულია, რომ იწვევს მესამე ტიპის დამწვრობას. მაქსიმალური ტემპერატურა აზიანებს აგრეთვე ელექტრულ სადენებს და იწვეს ძაბვას. რადიოს ოპერატორებმა, დახმარება სთხოვეს მოსახლეობას, რათა მოხალისეობრივად, ერთიანი ძალისხმევით შეემცირებინათ ძაბვა. მათ მოსახლეობას სთხოვევს, ნაკლებად გამოეყენებინათ ელექტრო ენერგია, ნაკლებად მოეხმარათ თუნდაც კონდიცირება, ნაკლებად მოემზადებინათ ისეთი საკვები, რომელსაც აგრეთვე სამზარეულოს ელექტრო-ტექნიკა სჭირდება, თავად გაერეცხათ სამოსი და ჭურჭელი, ნაცვლად სარეცხი მანქანის გამოყენებისა.

ტემპერატურის მატება უკვე ინტენსიური გახდა, გვალვაც სხვადასხვა წერტილებში უფრო თვალსაჩინოა. შემაშფოთებელია ის, რომ რეალურად, ზაფხულის ცხელი სეზონი ახლახანს დაიწყო, ესეიგი ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

„ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ პიკისგან, მალე ეს სიცხე ტყეებს მოედება და გადაწვავს, როგორც არაერთხელ მომხდარა, დედამიწისთვის გამომშრალი სეზონი ჯერ კიდევ არ დაწყებულა,“ ამბობს ნიუ იორკ თაიმსთან ინტერვიუში დანიელ სვანი, აგრეთვე კალიფორნიის უნივრსიტეტის მეცნიერი: „ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, სამწუხაროდ უარესობისკენ მივემართებით.“

ჯონათან ოვერპეკი, მიჩიგანის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილებების მეცნიერი, მას ეთანხმება. „ეს ყველაფერი არ არის, თუ დროულად არ შევეცდებით, ჩავერიოთ და შევაჩეროთ კლიმატის ცვლილებები, მაშინ ეს მდგომარეობაც სანატრელი გაგვიხდება“ – ამბობს ის ნიუ იორკ თაიმსთან ინტერვიუში.

საინტერესოა ისიც, რომ სამხრეთ-დასავლეთის ძლიერი ქარი იწვევს არაერთ პრობლემას. ამას ემატება ჰაერის ტემპერატურის მატება, რის დამსახურებითაც, ცხელი ქარი აჩენს უკონტროლო ცეცხლის კერებს ტყეებში. სამხრეთ-დასავლეთის ძლიერი ქარი, უპირველესად, სწორედ გლობალური დათბობისა და გაუაზრებელი ურბანიზაციის პირმშოა.

ეს ყველაფერი კარგად აისახა სასწრაფოს გამოძახების სტატისტიკაშიც. არიზონას დამწვრობის ცენტრს, ე.წ. ფენიქსში, დოქტორი კევინის თქმით, მხოლდო ივნისში, უკვე 104-მა ადამიანა მიმართა დასახმარებლად.  2020 წლის აგვისტოში, მცხუნვარე მზის ქვეშ ყოფნის, ან დაუცველი კანით ნიადაგზე მიკარების გამო, მესამე ტიპის დამწვრობით არაერთი ადამიანი დაზარალდა. მათ შორის, ზოგიერთს ამბოლატორიული მკურნალობა ჩაუტარდა სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანი  გარდაიცვალა კიდეც.

„იმისთვის, რომ ასფალტზე გავლისას მესამე ტიპის დამწვრობა მიიღო, დიდი დრო საჭირო სულაც არ არის. ასფალტი გავარვარებულია, განსაკუთრებით შუადღის ორ საათზე, როცა მზე ზენიტშია, ტემპერატურა კი უკიდეგანოდ მომატებული – საშუალოდ 170-დან 180 ფარენჰეიტამდე.“ ეს კი შეუიარაღებელი თვალისთვისაც კი მარტივად შესამჩნევია.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნანუცა კიკნაძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
ბელგიის სასამართლო კლიმატის არაადეკვატურ პოლიტიკას ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს
შემდეგი პოსტი
მეინი კრძალავს ცხოველებზე ტესტირებული კოსმეტიკის გაყიდვას მაღალი ჯარიმების დაწესებით

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,