GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

მარლერ კლარკს (Marler Clark) აშშ-ს მასშტაბით სალმონელას ხახვის გავრცელების გამო სასამართლოში სარჩელი შეაქვს

Homepage მსოფლიო მარლერ კლარკს (Marler Clark) აშშ-ს მასშტაბით სალმონელას ხახვის გავრცელების გამო სასამართლოში სარჩელი შეაქვს
მსოფლიო

მარლერ კლარკს (Marler Clark) აშშ-ს მასშტაბით სალმონელას ხახვის გავრცელების გამო სასამართლოში სარჩელი შეაქვს

იანვარი 24, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
834 ნახვა
ნახვები : 35
  • შპს Prosource Produce-ს სამი სარჩელი წარედგინა სალმონელას შტამის აფეთქების შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ. ინციდენტი დაკავშირებულია ხახვთან, რომელმაც დღემდე დაახლოებით 900 ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხეში ჩააგდო.
  • სამ განსხვავებულ შტატში მცხოვრები მოსარჩელეები მოპასუხის მიერ მიწოდებულ ხახვს მოიხმარდნენ, რაც მოგვიანებით სალმონელას პოტენციური დაბინძურების გამო უკან გაიწვიეს.
  • მარლერ კლარკი (Marler Clark) სურსათის უვნებლობის იურიდიული ფირმაა, რომელიც დაზარალებულთა – რონალდ ვუდის (Ronald Wood), ჩინგ-ი ორტისის (Ching-Yi Ortiz), მისი მცირეწლოვანი შვილისა და ჯენიფერ ლუმის (Jennifer Luhm) მხარეს წარმოადგენს; სამივე საჩივარი შეერთებული შტატების რაიონულ სასამართლოში, აიდაჰოს ოლქში შევიდა.
  • „Salmonella Oranienburg-ის მოცემულმა შტამმა იმაზე უფრო მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზირება გამოიწვია, ვიდრე მსგავსი მასშტაბის სხვა ეპიდემიებმა.“ – განაცხადა მარლერ კლარკის ხელმძღვანელ-პარტნიორმა უილიამ დ. მარლერმა

 

 

 

შპს Prosource Produce-ს სამი სარჩელი წარედგინა სალმონელას შტამის აფეთქების შედეგად დაზარალებულ პირთა მიერ. ინციდენტი დაკავშირებულია ხახვთან, რომელმაც დღემდე დაახლოებით 900 ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხეში ჩააგდო.

ბოისე, აიდაჰოს შტატი – სალმონელას შტამის აფეთქების შედეგად, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით 900 ადამიანი დაავადდა, შპს Prosource Produce-ს სამი სარჩელი წარედგინა. საქმე ეხება ხახვს, რის გამოც დღეის მონაცემებით 900 ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. მარლერ კლარკი (Marler Clark) სურსათის უვნებლობის იურიდიული ფირმაა, რომელიც დაზარალებულთა – რონალდ ვუდის (Ronald Wood), ჩინგ-ი ორტისის (Ching-Yi Ortiz), მისი მცირეწლოვანი შვილისა და ჯენიფერ ლუმის (Jennifer Luhm) მხარეს წარმოადგენს; სამივე საჩივარი შეერთებული შტატების რაიონულ სასამართლოში, აიდაჰოს ოლქში შევიდა.

სამ განსხვავებულ შტატში მცხოვრები მოსარჩელეები მოპასუხის მიერ მიწოდებულ ხახვს მოიხმარდნენ, რაც მოგვიანებით სალმონელას პოტენციური დაბინძურების გამო უკან გაიწვიეს. დაზარალებულებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების პუნქტებს მიმართეს ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა – გულისრევა, დიარეა, კუჭის სპაზმები, ცხელება და დაღლილობა, რამაც Salmonella Oranienburg-ის ინფექციაზე დადებითი პასუხი აჩვენა.

დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. არასრულწლოვანს სეფსისი, ორგანოთა უკმარისობა, პნევმონია, აციდოზი, თრომბოციტოპენია, პერიკარდიული გამონაჟონი, ინტერსტიციული ემფიზემა და მენჯის არეში ძლიერი ტკივილი განუვითარდა. მკურნალობა გრეძლდება, ვინაიდან პაციენტი სალმონელას ინფექციით გამოწვეული ხანგრძლივი დაავადებებისგან ბოლომდე უნდა განიკურნოს.

„Salmonella Oranienburg-ის მოცემულმა შტამმა იმაზე უფრო მეტი ადამიანის ჰოსპიტალიზირება გამოიწვია, ვიდრე მსგავსი მასშტაბის სხვა ეპიდემიებმა.“ – განაცხადა მარლერ კლარკის ხელმძღვანელ-პარტნიორმა უილიამ დ. მარლერმა (William D. Marler). „გარდა ამისა საყურადღებოა ისიც, რომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეს არის სალმონელას რიგით მეორე მასშტაბური აფეთქება, რაც ხახვთან არის დაკავშირებული.“

2021 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით, Salmonella Oranienburg-ის  შტამით 892 ადამიანი დაინფიცირდა; გავრცელდა როგორც აშშ-ის 38 შტატში, ასევე პუერტო რიკოში. დაავადებები 2021 წლის 31 მაისიდან დაიწყო და 2021 წლის 25 ოქტომბრამდე გასტანა. პაციენტთა ასაკი 1-დან 101 წლამდე მერყეობს, საშუალო ასაკი – 37 წელია; დაავადებულთა 58% – ქალია. იმ 571 ადამიანზე, რომელთა შესახებაც ინფორმაცია არსებობს,  183 (32%) ჰოსპიტალიზირება დასჭირდა.

მარლერ კლარკის რწმუნებით, სავარაუდოდ, ეპიდემიის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა რიცხვი ბევრად აღემატება ოფიციალურ მაჩვენებლებს; ამასთანავე, დიდია ალბათობა, იმისა, რომ დაავადება ცნობილი შტამებით არ შემოიფარგლოს. გამომდინარე იქიდან, რომ  დაავადებულთა უმეტესმა ნაწილმა სახლის პირობებში, სამედიცინო ჩარევის გარეშე იმკურნალა, რთულია სალმონელას ინფექციით დაზარალებულ ადამიანთა ზუსტი რაოდენობის დათვლა.  ამასთანავე აღრიცხვისას არაა გათვალისწინებული ბოლოდროინდელი მიმართვიანობები, ვინაიდან სალმონელას ინფექციის გამოვლინებას 3-დან 4 კვირამდე პერიოდი სჭირდება.

 

სტატიაზე მუშაობდა : ლიზი უგულავა

წყარო : www.qualityassurancemag.com


წინა პოსტი
წყლის ხარისხი მდინარე განგის ქვედა მონაკვეთებში საგანგაშოა
შემდეგი პოსტი
მერის განცხადებით ლონდონში ჰაერი საგრძნობლად გაუმჯობესდა 2016 წლის შემდეგ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,