GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მერის განცხადებით ლონდონში ჰაერი საგრძნობლად გაუმჯობესდა 2016 წლის შემდეგ

Homepage მსოფლიო მერის განცხადებით ლონდონში ჰაერი საგრძნობლად გაუმჯობესდა 2016 წლის შემდეგ
მსოფლიო

მერის განცხადებით ლონდონში ჰაერი საგრძნობლად გაუმჯობესდა 2016 წლის შემდეგ

იანვარი 24, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
540 ნახვა
ნახვები : 50
  • ლონდონში ჰაერი გაიწმინდა 2016-დან 2019 წლამდე პერიოდში მერიის ახალი მონაცემების მიხედვით.
  • მერი აცხადებს, რომ გააგრძელებს ჰაერის გასუფთავებისკენ მიმართული რეგულაციების გამოცემას.
  • კამპანიური ჯგუფის “დედები ფილტვებისთვის“ დამფუძნებელი მოხარულია ამ ცვლილებებით, მაგრამ ამბობს, რომ მეტი ჩართულობაა საჭირო ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

 

 

მერიის ახალი მონაცემების მიხედვით იმ ლონდონელების რაოდენობა, რომლებიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, სადაც აზოტის დიოქსიდი (NO2) ლეგალურ ლიმიტებს აჭარბებს, 90%-ზე მეტით შემცირდა 2016 და 1019 წლებს შორის.

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ:

  • 2019 წელს, ლონდონის ყველა დიდი ტრასის 84%-მა დააკმაყოფილა NO2-ის ლეგალური ლიმიტი 2016 წლის 46%-თან შედარებით.
  • 2016-დან 2019 წლამდე,NO2-ს რაოდენობამ 22%-ით დაიკლო მთელი ლონდონის შემოგარენში.
  • ლონდონის საგზაო ქსელის ტრანსპორტის (TLRN) 70%-მა დააკმაყოფილა NO2-ის ლეგალური ლიმიტი, 29% ზრდა 2016-თან შედარებით.
  • 2016 წლის შემდეგ შეინიშნება PM2.5-ის 19%-იანი კლება მთელ ქალაქში.

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო იმ NO2-ის  გადაჭარბებების აღმოსაფხვრელად, რომლებიც დიდი ტრასების 26%-ზე გვხვდება.

ლონდონის მერმა სადიქ ხანმა თქვა: “მე ფიცი დავდე, რომ ვიქნებოდი ყველაზე მწვანე მერი, რომელიც ლონდონს ჰყოლია და დღევანდელი მონაცემები ნათლად აჩვენებს  ჰაერის ხარისხის რეგულაციების ჩქარ და ტრანსფორმაციულ ზეგავლენას. მე ამაყი ვარ, რომ ლონდონელები უფრო სუფთა ჰაერით ვსუნთქავეთ. ჩვენი  ამბიციური ჩანაფიქრის განხორციელებით, ვუნარჩუნებთ   NHS-ს ლონდონში ტრილიონობით ფუნტს,ადრიანად შევძლებთ ადამიანიების საავადმყოფიებში განთავსებას და ნაადრევი სიკვდილიანობის შეჩერებას  მომავალში.

მიღებული ზომების მიუხედავად , დაბინძურება მაინც რჩება  ჯანდაცვის დიდ გამოწვევად.დრო მოვიდა სახელმწიფომ მოქმედება დაიწყოს, დაისახოს ამბიციური ნაციონალური მიზნები,გამოყოს ძალა,მოიძიოს  სახსრები,  რათა  ლონდონის ჰაერი ერთხელ და სამუდამოდ გაიწმინდოს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ თვითკმაყოფილები და  გადავიდეთ  ჯანდაცვის ერთი  კრიზისიდან  (Covid-19) ,  მეორე  (ტოქსიკური ჰაერის) არანაკლებ  გამანადგურებელი ზეგავლენა მქონე ვითარებაში ,რომელიც უკლებლივ ყველას ჯანმრთელობაზე მოახდენს ზეგავლენას .

ეს ასევე არის სოციალური სამართალის საკითხი – ჩვენ ვიცით რომ,დაბინძურება ყველაზე მეტად ურტყამს ღარიბ ლონდონელებს, ვინც შესაძლოა ,არც კი ფლობს ავტომანქანას. მე განზე არ გავდგები მაშინ, როდესაც ლონდონის ჰაერის ხარისხის გამო ჩვენი დედაქალაქის ბავშვები იზრდებიან განუვითაებელი ფილტვებით. ახლხან გაფართოებული ULEZ არის მორიგი გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც გადავდგი  ტოქსიკური გამონაბოლქვის შესამცირებლად, რომელიც ჩვენს პლანეტას ვნებს.“

ჯემიმა ჰართშორნმა, კამპანიური ჯგუფის “დედები ფილტვებისთვის” დამფუძნებელმაც გააკეთა კომენტარი ამ აღმოჩენებთან დაკავშირებით:

“ეს მონაცემები რეალურ იმედს იძლევა იმისა, რომ მერის გეგმებს ნამდვილად აქვს დიდი ზეგავლენა და ჰაერი რომელსაც ჩვენი ბავშვები სუნთქავენ ნაკლებად დაბინძურებული ხდება. მაგრამ ვერსად გავექცევით ფაქტს , რომ ლონდონელები ჯერ კიდევ სუნთქავენ ბინძურ ჰაერს. ჩვენ მეტი აქტიური მოქმედება გვმართებს ჰაერის გაჯანსაღებისთვის ,რადგან ბავშებს ჰქონდეთ ჯანსაღი გარემო ,შეძლონ სუფთა ჰაერის სუბთქვა იქ, სადაც ცხოვრობენ ,სწავლობენ და თამაშობენ“

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და ანა ახალაძე

წყარო : airqualitynews.com


წინა პოსტი
მარლერ კლარკს (Marler Clark) აშშ-ს მასშტაბით სალმონელას ხახვის გავრცელების გამო სასამართლოში სარჩელი შეაქვს
შემდეგი პოსტი
წყალტუბოში ერთ ღამეში 35 მანქანა გაძარცვეს

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,