GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

მანგროს ტყეები საფრთხეშია

Homepage მსოფლიო მანგროს ტყეები საფრთხეშია
მსოფლიო

მანგროს ტყეები საფრთხეშია

აპრილი 16, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
1532 ნახვა
ნახვები : 414

მანგროს ტყეები ტროპიკულ და სუბტროპიკულ სანაპირო ზოლებზე  გვხვდება, ზღვასა და ხმელეთს შორის. ასეთი ტყეები დედამიწის ყველაზე ადაპტირებადი ეკოსისტემების რიცხვში შედიან – ეგუებიან ტროპიკულ სიცხეს, მარილიან წყალს, წყლის დონის მკვეთრ ცვალებადობას.

მანგროს ტყეების ხეებს მეტად დამახასიათებელი, ძლიერ დატოტვილი ფესვები აქვთ. ასეთი ფესვები ხეებს რბილ, ლამიან ზედაპირზე დამაგრების საშუალებას აძლევენ. მათ ფესვებში მრავალი სახეობის ცხოველი პოულობს თავშესაფარსა და საკვებს. ამ ტყეების საშუალებით ხდება წყლის გაფილტრვა, მცირდება ტალღები და იკლებს წყალდიდობების რაოდენობა. ისინი ამაგრებენ სანაპირო ზოლს. 100 მეტრის სიგანის მქონე მანგროს სარტყელს შეუძლია ტალღების სიმაღლე ორი მესამედით შეამციროს. მანგროს ტყის აღდგენა ხუთჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ხელოვნურად აგებული ჯებირები.

სამწუხაროდ 1980-იანი წლებიდან მოყოლებული მანგროს ტყეების მესამედზე მეტი განადგურდა, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკოსისტემას. მანგროს ხეებს ჩეხავენ და იყენებენ მშენებლობისთვის, შეშისთვის. გათავისუფლებულ ადგილებზე შენდება ბრინჯის, სოიოს და პალმის პლანტაციები, ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა. მანგროს ტყეების შენარჩუნება მნიშვნელოვანია მთლიანი ეკოსისტემისთვის.

 

სტატიაზე მუშაობდა : მეგი წერეთელი და ანა კუხაშვილი

წყარო : https://www.wwf.de/themen-projekte/meere-kuesten/schutz-der-kuesten/mangroven?fbclid=IwAR09UBMaTUElE_6q4zphqNpwL-L_mUxrGecNze3h6tr2dcSwOBs4L_8lt2s


წინა პოსტი
ეკომეგობრული ელექტროენეგრია ხვალისთვის
შემდეგი პოსტი
შტუტგარტი პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს ებრძვის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,