GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ეკომეგობრული ელექტროენეგრია ხვალისთვის

Homepage მსოფლიო ეკომეგობრული ელექტროენეგრია ხვალისთვის
მსოფლიო

ეკომეგობრული ელექტროენეგრია ხვალისთვის

აპრილი 14, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
278 ნახვა

ეფექტური ნახევარგამტარი ტიტანუმის დიოქსიდი (TiO2) გამოიყენება მზის ენერგიის პანელებში, რომელიც არა მხოლოდ ეფექტური, არამედ არატოქსიკური (არამომწამვლელი) და ეკომეგობრული ელემენტია, ვინაიდან მისი ძალიან დიდი მარაგი გვაქვს დედამიწაზე. მეორეს მხრივ, ნიკელის ოქსიდიც (NiO) ნახევარგამტარია, მაღალი ოპტიკური გამჭირვალობით. ასევე, მისი წარმოება შესაძლებელია დაბალ (ინდუსტრიულ) ტემპერატურაზეც. ამ ორი ნივთიერების კომბინაცია გამჭირვალე მზის ენერგიის პანელების შექმნისათვის საოცარი აღმოჩენაა, რომელიცაა ეკომეგობრული და ამავდროულად მისი მოხმარებაც მარტივია.Scietechdaily-ის (ყოველდღიური სამეცნიერო ტექნოლოგიები) მიხედვით, მზის ენერგია ყოველთვის გვაძლევდა იმედს, რომ შეგვექმნა სანდო და საკმარისი ენერგიის რესურსი, ქარის, წყლისა და ტალღების ენერგიასთან ერთად. სწორედ ესაა ბევრი კვლევისა და წარმატების მიზეზი, რომელიც მოიპოვეს მზის ენერგიის ტექნოლოგიების შექმნაში. წლების განმავლობაში, მზის ენერგია გახდა უფრო ხელმისაწვდომი და ეკომეგობრული. ამავდროულად, მას კარგად შეუძლია ულტრაიისფერი სხივების ენერგიის   ელექტროენერგიად გარდაქმნა. ამგვარად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაერთო მზის ენერგიით წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებაზე. ეს გამოიწვია არა მხოლოდ დაბალმა ფასმა, არამედ მის მიერ შეტანილმა წვლილმა ნახშირბადისგან სუფთა ჰაერის შექმნაში.

მზის ენერგია კიდევ უფრო ხელმისაწვდომია

მზის ენერგიით ყოველდღიური სარგებლობა არ აღწევს თავის მაქსიმუმს, შედეგად, ის არ არის გამჭვირვალე, რადგან მისი ენერგიის პანელები მხოლოდ სახურავებსა და დაშორებულ, საზოგადოებისგან მოფარებულ ადგილებში შეგვიძლია ვიხილოთ. ბოლო კვლევები, რომელიც ჩატარდა კორეის ენერგიის რესურსების მკვლევრების მიერ, კიდევ უფრო დაგვაახლოვა პირველ, სრულიად გამჭირვალე მზის ენერგიის პანელებს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მისი ინტეგრირების შედეგად, პანელების ჩაყენება შესაძლებელი იქნება ფანჯრებში, შენობებში, მობილურ ტელეფონებშიც კი.

ამის შედეგად, მზის ენერგია უფრო ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის. პროფესორი ჯუნდონგ კიმი, ინჩხონის ეროვნული უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის დეპარტამენტიდან, დიდ იმედებს ამყარებს ამ კვლევებზე. გამჭირვალე მზის გამოსხივების, ან სინათლის ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მოწყობილობისთვის იქნება სხვადასხვა აპლიკაცია ტექნოლოგიებში. ხოლო როდესაც ეს აღმოჩენა გახდება რეალობა, ჩვენ შევძლებთ მზის ენერგიის უფრო მეტი მოწყობილობა გვქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო გამჭირვალე მზის ენერგიის პანელების პირველი აღმოჩენა, პროფესორ კიმის გუნდმა პირველად შეძლო იგი დაეკავშირებინა ჩვეულებრივ, არსებულ მზის ენერგიის პანელებთან. ეს კვლევა იმედის მომცემია, რომელიც შეიძლება წინ უძღოდეს ახალი/ხვალინდელი ელექტროენერგიის რესურსის აღმოჩენას.

სტატიაზე მუშაობდა : სესილი შენგელია და ვალერი გელოვანი

წყარო : https://www.techtimes.com/articles/255628/20210105/korean-scientists-create-first-invisible-solar-panels-integrate-mobile-phones.htm?fbclid=IwAR2XYqwoSAW3spLbgDfW65V0ViGSxD1Aj_UYaVbjsA1Pq7CGjAvo60bh5fE

ნახვები : 31 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ყოველწლიურად გადაყრილი საჭმლის რაოდენობა 900 მილიონ ტონას უტოლდება
შემდეგი პოსტი
მანგროს ტყეები საფრთხეშია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
  • ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
  • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
  • ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
  • ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
შაბათი, 6, აგვ
მტკვარში ჩავარდნილი ქალი გარდაიცვალა
ოთხშაბათი, 3, აგვ
ბათუმში ავტობუსს ტრაილერი დაეჯახა – დაშავდა 6 ადამიანი
სამშაბათი, 2, აგვ
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ზრდის ბავშვებში კავასაკის დაავადების განვითარების რისკებს
სამშაბათი, 2, აგვ
ჩვენი სახლის ჰაერი გვკლავს:როგორ დავიცვათ თავი და გავხადოთ სახლი უსაფრთხო.
ორშაბათი, 1, აგვ
ჰაერის დაბინძურებამ გულის შეტევა შეიძლება ერთ საათში გამოიწვიოს
ორშაბათი, 1, აგვ
ახალი დიზელის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები 90%-ით დაეცა

Welcome back,