GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

შტუტგარტი პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს ებრძვის

Homepage მსოფლიო შტუტგარტი პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს ებრძვის
მსოფლიო

შტუტგარტი პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს ებრძვის

აპრილი 16, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
739 ნახვა
ნახვები : 63

პანდემიის დაწყების დღიდან  შტუტგარტში ბევრად მეტი ნაგავი წარმოიქმნა, ვიდრე ადრე. მოქალაქეებს შეუძლიათ შეინარჩუნონ ქალაქში სისუფთავე, თუ ფრთხილად მოიშორებენ  ვირუსის საწინააღმდეგო ნიღბებს.

სწრაფი კვების პროდუქტების შეფუთვა, პიცის ყუთები, ნარჩენებით სავსე ჩანთები… და ბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კორონავირუსისგან დამცავი ნიღბები აბინძურებს საზოგადოებრივ  თავშეყრის ადგილებს პანდემიის დროს. არა მარტო რაიონის საბჭო, არამედ  ქალაქი შტუტგარტიც ამ პროცესს აკვირდება:  „შეიძლება ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ მიმართული რეგულაციები დაწესდა, საზოგადოებრივი სივრცეების დანაგვიანება გაიზარდა”, – ამბობს სახელმწიფო დედაქალაქის სპიკერი. საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და ქუჩაში მდგარი ყუთები სულ უფრო და უფრო ხშირად საჭიროებს დაცლას.

ადამიანები გამოყენებულ ნაგავს დაუფიქრებლად ტოვებენ ბუნებაში, მიუხედავად იმისა, რომ  დანაგვიანებულ ადგილებთან ძალიან ახლოს ნაგვის ურნებია განთავსებული. დირკ კურცშენკელი, საოლქო საბჭოს ნარჩენების ექსპერტი, მსგავს ფენომენს აკვირდება. მას შემდეგ, რაც პანდემიის დროს ქალაქში გადაადგილება შეიზღუდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხება ლიმიტირებული რაოდენობით ხდებოდა. ამან განაპირობა ის, რომ ნარჩენებით სავსე ურნებს ბევრ ადგილას შეამჩნევდით.

78 ტონა სამედიცინო ნიღაბი დღეში

კორონავირუსისგან დამცავი ნიღბების მოხმარება დღესდღეობით ყველაზე მეტად უწყობს ხელს გარემოს დანაგვიანებას. ფრიც მილერტმა გერმანიის გარემოს დაცვის ასოციაციიდან გამოთვალა, რომ თუ ყველა ატარებს  FFP2 (ე.წ. რესპირატორი) ან მსგავსი ტიპის ნიღბებს, რომლებიც დამზადებულია ქსოვილებისა და პლასტმასისგან, მათი ერთჯერადი გამოყენება გამოიწვევს 78 ტონა ნარჩენის წარმოქმნას დღეში. ყოველი დაუდევრად გადაგდებული ნიღაბი  საბედისწეროა ბუნებისთვის, რადგან – როგორც ორგანიზაცია გრინპისმა დაიანგარიშა – ის მხოლოდ 450 წლის შემდეგ დაიწყებს დაშლას.

 

გაფრთხილება:

თუ გსურთ ძირს დაგდებული ნიღბის ტროტუარიდან ან კერძო საკუთრებიდან მოშორება, პირველ რიგში თქვენ თავად უნდა ატაროთ ნიღაბი და აუცილებლად ხელსახოცით აიღოთ იგი და ჩააგდოთ მყარი მასალისგან დამზადებულ, დახურულ ნაგვის ურნაში, რადგან საჭიროა სიფრთხილის დაცვა – ეს შეიძლება იყოს ინფიცირებული ადამიანის ნიღაბი.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია თავაძე და ნინი თოიძე

წყარო : https://www.t-online.de/region/stuttgart/news/id_89610548/stuttgart-kaempft-gegen-mehr-muell-in-der-corona-pandemie-.html


წინა პოსტი
მანგროს ტყეები საფრთხეშია
შემდეგი პოსტი
კემბრიჯში ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
  • სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
  • მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 19, აპრ
ახალი მათემატიკური მეთოდი, რომელიც განიხილეს უორვიკის უნივერსიტეტში, პირველად იძლევა მარტივ და პროგნოზირებად გზას, რათა გავიგოთ, როგორ მოძრაობენ არასრულყოფილად ფორმირებული ნანო ნაწილაკები ჰაერში.
სამშაბათი, 31, მარ
სუფთა ჰაერი შესაძლოა ბავშვების მხედველობას იცავდეს
სამშაბათი, 24, მარ
მანჩესტერის ჰაერის დაბინძურების არაეფექტური კამპანიის გამო, სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოში
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.

Welcome back,