GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

მალე აიოვაში სასმელი წყლის მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებზე შემოწმება დაიწყება

Homepage მსოფლიო მალე აიოვაში სასმელი წყლის მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებზე შემოწმება დაიწყება
მსოფლიო

მალე აიოვაში სასმელი წყლის მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებზე შემოწმება დაიწყება

დეკემბერი 11, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
685 ნახვა
ნახვები : 30
  • აშშ-ში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 95 პროცენტს ორგანიზმში მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების დაფიქსირებადი დოზა აღენიშნება.
  • 2013-2015 წლების კვლევების შემდეგ აშშ-ის გარემოსდაცვითმა სააგენტომ შეცვალა წყალში ,,სამუდამო ქიმიკატების“ დასაშვები ნორმის სტანდარტები – წარსულში არსებული ნორმა, რომელიც იყო 400 ნაწილაკი ყოველ ტრილიონზე შემცირდა 70 ნაწილაკამდე ყოველ ტრილიონზე.
  • აშშ-ის გარემოსდაცვითი სააგენტო სამომავლოდ გეგმავს სპეციფიკური ტაფების, ლაქების საწინააღმდეგო საფარის მქონე ავეჯისა და ტანსაცმლის მავნე დამაბინძურებლებზე შემოწმებას.

 

აიოვას შტატის სახელმწიფო მოხელეები აანონსებენ წყლის ხარისხის შემოწმების ლიმიტირებულ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც წყალი, პირველ რიგში, მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებზე შემოწმდება, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს.

ე.წ. ,,სამუდამო ქიმიკატების“ უმეტესობა სხვადასხვა პროდუქტის შემცველობაში შედის მისი წყლისადმი, სიცხისა და ცხიმისადმი გამძლეობის გამო. მათი ქიმიური ბმები იმდენად ძლიერია, რომ მეცნიერებს უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენი ხანი დასჭირდება ასეთი ქიმიკატების დაშლას გარემოში.

აშშ-ში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 95 პროცენტს ორგანიზმში მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების დაფიქსირებადი დოზა აქვს.

როჯერ ბრუნერი, აიოვას ნატურალური რესურსების დეპარტამენტის წყლის ხარისხის პროგრამის კურატორი, აცხადებს, რომ მთელი შტატის მასშტაბით წყლის დაბინძურების რისკი საკმაოდ დაბალია, თუმცა საჭიროა დასკვნები ლაბორატორიული შედეგების მიღების შემდეგ გაკეთდეს.

დეპარტამენტში წყლის ხარისხის პროგრამა ორი წლის წინ დაიწყო მოსახლეობის წუხილის საფუძველზე – სასმელ წყალში დამაბინძურებლების რაოდენობა ბოლო ორი დეკადის განმავლობაში გაზრდილიყო. მაგალითისთვის, 2001 წელს ვირჯინიის შტატის ათასობით მაცხოვრებელმა უჩივლა ქიმიკატების მწარმოებელ კომპანია DuPont-ს, რომელიც სასმელ წყალს ქიმიური ნარჩენებით წამლავდა. სამართლებრივი დავა $670 მილიონი დოლარის ჯარიმას გულისხმობდა.

აიოვაში პირველი კვლევები წყლის ხარისხთან მიმართებით ფედერალური მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში 2013-2015 წლებში ჩატარდა. ამ ტესტებით დაბინძურება არ დაფიქსირდა.

ამის შემდეგ აშშ-ის გარემოსდაცვითმა სააგენტომ შეცვალა წყალში ,,სამუდამო ქიმიკატების“ დასაშვები ნორმის სტანდარტები – წარსულში არსებული ნორმა, რომელიც იყო 400 ნაწილაკი ყოველ ტრილიონზე შემცირდა 70 ნაწილაკამდე ყოველ ტრილიონში.

სააგენტო სამომავლოდ გეგმავს სპეციფიკური ტაფების, ლაქების საწინააღმდეგო საფარის მქონე ავეჯისა და ტანსაცმლის იმავე დამაბინძურებლებზე შემოწმებას. ასევე, იგიგმება შესასწავლი ქიმიკატების სიის გაზრდა და მათი დასაშვები სტანდარტების არსებული ვითარების შესაბამისად მოდიფიცირება.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.timesrepublican.com


წინა პოსტი
მსოფლიოში არსებული სახლის სახურავების ნახევარი მზის პანელებით რომ აღიჭურვოს, ელექტროენერგიის მოთხოვნა 100%-ით დაკმაყოფილდებოდა
შემდეგი პოსტი
4 ივლისს აკრძალული ფეიერვერკი აშშ-ს დასავლეთით მდებარე რამდენიმე ქალაქში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
  • ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
  • მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
  • კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
  • ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 13, სექ
Renewable and Low-Carbon Sources Accounted for Over 40% of Global Electricity Production in 2024: Report
კვირა, 13, სექ
ანგარიშის მიხედვით, განახლებადი და დაბალნახშირბადოვანი წყაროები 2024 წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოების 40%-ზე მეტს შეადგენდა
კვირა, 9, აგვ
მსოფლიო მძლეოსნობის ფედერაცია აფართოებს ინიციატივას „სირბილი სუფთა ჰაერისთვის“
ოთხშაბათი, 27, მაი
კვადრატული მილი ამცირებს გამონაბოლქვს, რადგან ქალაქი სუფთა ნულოვანი მომავლისკენ ისწრაფვის
სამშაბათი, 26, მაი
ელექტრომობილის შეძენის განხილვისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გარემოზე ზრუნვის საკითხია
პარასკევი, 1, მაი
დაბალი ემისიის ზონამ გლაზგოში ჰაერის დაბინძურება მესამედით შეამცირა

Welcome back,