4 ივლისს აკრძალული ფეიერვერკი აშშ-ს დასავლეთით მდებარე რამდენიმე ქალაქში
- ექსტრემალური პირობების გამო, სახლში, ფეიერვერკის ანთებამ, შეიძლება შექმნას ადვილადაალებადი საგნის მსგავსი სიტუაცია.
- ორეგონის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის გარდა, წელს აშშ-ს სხვა ქალაქებმა ფეიერვერკი აკრძალეს, მათ შორისაა იუტასა და მონტანას რამდენიმე მუნიციპალიტეტი.
რეკორდულმა სიცხემ და უკიდურესმა გვალვამ ვაშინგტონის, ორეგონისა და კალიფორნიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რამდენიმე ქალაქში, გამოიწვია ფეისერვერკის აკრძალვა 4 ივლისს, ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამო.
გარდიანი იუწყება, რომ ექსტრემალური პირობების გამო, სახლში ფეიერვერკის ანთებამ, შეიძლება შექმნას ადვილადაალებადი საგნის მსგავსი სიტუაცია.
ორშაბათს, პორტლენდში, ყველაზე ცხელი ტემპერატურა დაფიქსირდა, რეკორდული მაჩვენებელი – ფარენგეიტის 116 გრადუსი. პორტლენდის ტელევიზიის, KATU– ს თანახმად, სახანძრო სამსახურმა, ფეიერვერკის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
გარდა პორტლენდისა, ტუალატინმა და ბენდმა ასევე აკრძალეს ფეიერვერკი 9 ივლისის ჩათვლით. აკრძალვის მიუხედავად, ბენდს, ჯერ კიდევ აქვს დაგეგმილი ორი საზოგადოებრივი ფეიერვერკის შოუ. ბენდში, აკრძალვის დამრღვევი შეიძლება 750 დოლარით დაჯარიმდეს. ტუალათინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ერთხმად მიიღეს ფეიერვერკის აკრძალვის გადაწყვეტილება.
”თუ ამ პროაქტიულ ნაბიჯს ახლა არ გადავდგამთ, ვშიშობ, რომ შედეგები შეიძლება დამანგრეველი იყოს”, – პორტლენდის სახანძრო სამსახურის უფროსის, სარა ბუნის თქმით. ”ასეთი გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ არის, როცა ჩვენი ეროვნული დღესასწაული ახლოვდება , მაგრამ, როგორც სახანძრო სამსახურის უფროსი, უფრო მაღალი პასუხისმგებლობა მაქვს, რომ ზოგჯერ, არაპოპულარული გადაწყვეტილებები მივიღო უპრეცედენტო დროს, სიცოცხლის, საკუთრებისა და გარემოს დაცვის მიზნით.
ეშლენდი, ორეგონი, წლების განმავლობაში კრძალავდა ყველა ფეიერვერკს და სიფრთხილის გამო აუქმებს ყოველწლიურ ფეიერვერკს. KOBI15– ის თანახმად, ჯექსონვილმა, ახლახან აკრძალა საკუთარი ფეიერვერკი.
ვაშინგტონში, ქალაქ ვანკუვერში, აკრძალულია ფეიერვერკის გამოყენება. მშრალი და ცხელი პირობების გამო, KATU– ს თანახმად, ბეთლგრაუნდი, კამასი და უოშუგალი შეუერთდნენ ვანკუვერს, ფეიერვერკის გაყიდვისა და გამოყენების აკრძალვით.
მნიშვნელოვანი ხანძრის გაჩენის რისკის გამო, კლარკის ოლქის ოფიციალური პირების მიერ ფეიერვერკის გაყიდვისა და გამოყენების აკრძალვა ძალაში შევიდა 29 ივნისს და გაგრძელდება 4 ივლისის შუაღამემდე, იუწყება გარდიანი.
”ეს იყო ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება, მაგრამ ხანძრის საშიშროების გამო, იგი ითვლებოდა ერთადერთ, სწორ გადაწყვეტილებად ჩვენი უბნების, თემებისა და მწვანე ადგილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.” კამასისა და უოშუგალის სახანძრო სამსახურის უფროსმა, ნიკ სვინჰარტმა განუცხადა KATU- ს. ”საფრთხე იმისა, რომ ამ ექსტრემალურ პირობებში ფეიერვერკმა ხანძრის გაჩენა გამოიწვიოს, თუ დაიშვება ფეიერვერკის გამოყენება 4 ივლისს, ძალიან მაღალია“.
სამშაბათს, კალიფორნიაში, ქალაქ ირეკაში, რომელიც მდებარეობს Lava Fire– ის მახლობლად, ასევე გამოცხადდა ფეიერვერკის აკრძალვის შესახებ, იტყობინება KOB15. იმავე სამშაბათს, კალიფორნიაში არსებულმა ეთნამ და ვედმა გამოაცხადეს ფეიერვერკის აკრძალვების შესახებ.
”ძნელია ამ ზარის განხორციელება”, – უთხრა ირეკას მერმა, დუან კეგმა KOBI15- ს, ფეიერვერკის აკრძალვის დაგაწყვეტილების მიღებისას. ”ახლა ჩვენი რესურსები ნამდვილად საზიანოა, თუკი სხვა შემთხვევები უნდა შემოვიდეს ირეკას ტერიტორიაზე, ეს მნიშვნელოვნად აისახება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.”
ორეგონის, კალიფორნიისა და ვაშინგტონის გარდა, წელს აშშ-ს სხვა ქალაქებმა ფეიერვერკი აკრძალეს, მათ შორისაა იუტასა და მონტანას რამდენიმე მუნიციპალიტეტი. გარდა ამისა, ზოგიერთმა ტურისტულმა ადგილმა გააუქმა თავისი შოუები, იუწყება გარდიანი.
”ბალახი ყოველთვის იწვება … რატომ ვაკეთებთ იმას, რაც ხანძარს იწვევს, როდესაც ხანძარი ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა?” ამის შესახებ კოლორადოს შტამბოტის სპრინგსის ქალაქის პროექტების მენეჯერმა, ვინი დელიქუადრიმ განაცხადა, იტყობინება Associated Press.
Los Angeles Times– ის თანახმად, 2021 წლის ხანძარის სეზონმა შეიძლება გადააჭარბოს 2020 წლის გამანადგურებელ შედეგებს, რაც ხანძრების ყველაზე უარესი სეზონი იყო. გასული წლის სექტემბერში, პიროტექნიკამ, რომელიც გენდერულ ღონისძიებებზე იყო გამოყენებული, გამოიწვია კალიფორნიის ხანძარი, რის შედეგადაც მეხანძრე გარდაიცვალა და 40 წლის განმავლობაში, მეორე ყველაზე დიდი ფართობის მიწა დაიწვა, იტყობინება Associated Press.
გარდიანის თანახმად, წელს, ფეიერვერკებმა უკვე რამდენიმე ხანძარი გააჩინა – ერთი ცენტრალურ კალიფორნიაში, და მეორე იუტას შტატში, რომელიც ბავშვმა გამოიწვია.
”როგორც მეხანძრე მეცნიერი, თავს ვიკავებ ხანძრის ამ სეზონზე იმდენად მშრალი და ცხელია უკვე, ვფიქრობ, ფეიერვერკი ახლა საშინელი იდეაა.” – განუცხადა Associated Press- ს კოლორადოს უნივერსიტეტის დედამიწის ლაბორატორიის დირექტორმა ჯენიფერ ბალჩმა.
სტატიაზე მუშაობდა : ლედი ბოჟაძე
წყარო : www.ecowatch.com