GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მალდივების ტივტივა ქალაქი გეგმავს ოკეანის დონის აწევასთან ბრძოლას

Homepage მსოფლიო მალდივების ტივტივა ქალაქი გეგმავს ოკეანის დონის აწევასთან ბრძოლას
მსოფლიო

მალდივების ტივტივა ქალაქი გეგმავს ოკეანის დონის აწევასთან ბრძოლას

ივნისი 25, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
354 ნახვა
  • ,,მალდივების კუნძულები არამხოლოდ ებრძვის კლიმატურ გამოწვევებს, არამედ თავისი მცდელობებით, სხვა ქვეყნებს მაგალითს აჩვენებს.”

                          

  • „ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ მსოფლიოში პირველი მცურავი ქალაქის მშენებლობა დავიწყეთ“ – პოლ ვან დე კემპი.

ნიდერლანდებში, საინჟინრო ფირმის „Dutch Docklands“-ის დაფუძნებულმა, მალდივის კუნძულების ეკოლოგიურად სუფთა  ტივტივა ქალაქის განვითარების  გეგმა წარადგინა.  ოფიციალურად, მალდივის მთავრობასთან თანამშრომლობით იგეგმება დასახელებული ტივტივა ქალაქის (MFC), განვითარება, რომელიც შეიქმნება ლაგუნას ადგილას. იგი მდებარეობს მალდივის დედაქალაქ მალედან 10 წუთის სავალ გზაზე. ჰოლანდიური დოკლენდსის პრეს-რელიზის თანახმად, “პირველი” კუნძული-ქალაქი “შემოგვთავაზებს” რევოლუციურ მიდგომას თანამედროვე მდგრადი ცხოვრებისადმი, რომელიც აუცილებლად უნდა იქცეს რეალობად.

პროექტზე ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ. ის გეგმაში ითვალისწინებს, ათასობით წყლის რეზიდენციის შექმნას, რომელიც თავის მხრივ, მცურავი ქსელის გასწვრივ, 200 ჰექტარ ლაგუნაზე იქნება გადაჭიმული. MFC-ის დიზაინი ‘შთაგონებული იქნება მალდივის ზღვის “მეურნეობის ტრადიციული კულტურით”. სახლებს საბოლოოდ შეუერთდება სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები და “მსოფლიო დონის” ნავსადგური. MFC შეიქმნა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზღვის დონის ამაღლების საფრთხის საპასუხოდ. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ადგილმდებარეობის  ქვეყანა, მისი დიდი ნაწილი ზღვის დონიდან 2 მეტრზე დაბლა მდებარეობს, მალდივის კუნძულები სამომავლოდ  შესაძლოა დაუსახლებელი გახდეს.

როგორც გლობალური დათბობის წინა ხაზზე მყოფი ქვეყანა, მალდივების შესანიშნავი განლაგება, წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ გარემოში იცხოვრებს მომავალში კაცობრიობა. ჰოლანდიის დოკლენდსის წარმომადგენელმა განაცხადა: “მალდივების კუნძულები არამხოლოდ ებრძვის კლიმატურ გამოწვევებს, არამედ თავისი მცდელობებით, სხვა ქვეყნებს მაგალითს აჩვენებს.”

პროექტის შემქმნელები ცდილობენ შეამცირონ გარემოზე მიყენებული ზიანის პოტენციალი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მცურავმა ქალაქმა. ქალაქის ხილული ნაწილები ზედაპირის ზემოთ არის მარჯნის წარმონაქმნების მოდელი და დაუკავშირდება ბარიერულ კუნძულებს, რომელიც თავის მხრივ ქმნის ტალღის ტროტუარებს. კომპანია ხაზს უსვამს, რომ რადგან ქალაქი მოტივტივეა, რიფის დაზიანება მინიმალური იქნება. „MFC არ საჭიროებს რაიმე სახის სამელიორაციო სამუშაოებს, ამიტომ მინიმალური გავლენა აქვს მარჯნის რიფებზე“ – ამბობს მოჰამედ ნაშიდი. კლიმატის ცვლილებასთან ჩვენი ადაპტაცია არ უნდა ანადგურებდეს ბუნებას, არამედ მასთან   თანამშრომლობით უნდა ვახდენდეთ პროგრესს. როგორც MFC გვთავაზობს, მალდივის კუნძულებზე ტალღებს ვერ შევაჩერებთ, მაგრამ მასთან ერთად აწევა ჩვენც  შეგვიძლია. მშენებლობა სავარაუდოდ, 2022 წელს დაიწყება და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაგრძელდება. სავარაუდოდ, პირველი საზღვაო დანადგარების ფასი 250 000 აშშ დოლარი იქნება და ხელმისაწვდომი გახდება როგორც უცხოელი ინვესტორებისთვის, ისე მალდივის მაცხოვრებლებისთვის.

„ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ მსოფლიოში პირველი მცურავი ქალაქის მშენებლობა დავიწყეთ“ – განაცხადა პოლ ვან დე კემპმა, ჰოლანდიური დოკლენდსის აღმასრულებელმა დირექტორმა. ეს იქნება საოცარი ადგილი, სადაც ადგილობრივებსა და უცხოელებს შეეძლებათ შეიძინონ თავიაანთი ოცნების უძრავი ქონება ხელმისაწვდომ ფასად.

 

სტატიაზე მუშაობდა : ელენე ღვინიანიძე და ვალერი გელოვანი

წყარო : divemagazine.co.uk

ნახვები : 105 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
დღეში მხოლოდ ერთი ვეგანური კერძის მირთმევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს 10%-ით ამცირებს
შემდეგი პოსტი
სამხრეთ აფრიკა გეგმავს გალიაში გამომწყვდეული ლომების გამრავლების კონტროვერსული პრაქტიკის დასრულებას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,