GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

სამხრეთ აფრიკა გეგმავს გალიაში გამომწყვდეული ლომების გამრავლების კონტროვერსული პრაქტიკის დასრულებას

Homepage მსოფლიო სამხრეთ აფრიკა გეგმავს გალიაში გამომწყვდეული ლომების გამრავლების კონტროვერსული პრაქტიკის დასრულებას
მსოფლიო

სამხრეთ აფრიკა გეგმავს გალიაში გამომწყვდეული ლომების გამრავლების კონტროვერსული პრაქტიკის დასრულებას

ივნისი 25, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
656 ნახვა
ნახვები : 39

სამხრეთ აფრიკაში ყოველწლიურად ათასობით ლომი იბადება საშინელ პირობებში სპეციალურ ფერმებში, სადაც ხდება მათი გამრავლება კომერციული მიზნებისთვის.

ველური ბუნების დამცველებს განსაკუთრებით ახარებთ ის ფაქტი, რომ მოხდება “დაკონსერვებული ნადირობის” დასრულება.

სამხრეთ აფრიკა აპირებს დაასრულოს ტყვეობაში მყოფი ლომების ინდუსტრიის ცუდი პრაქტიკა, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია კონსერვაციის მხრივ.  ამ გადაწყვეტილებით შეჩერდება  საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც კრძალავს დიდი კატებისგან დამზადებული პროდუქციის გაყიდვას საერთაშორისო ბაზარზე.

ლომის ძვლების, კბილების და ბრჭყალების გაყიდვა და ვაჭრობა არ უნდა მოხდეს გლობალურად, გარდა იმ პროდუქტებისა, რომლებიც სამხრეთ აფრიკიდან მოდის, ნათქვამია The Independent- ის ანგარიშში.

Yale Environment 360-ის თანახმად, ლომის სხეულის ეს ნაწილები გამოიყენება მეცნიერულად დისკრედიტირებულ მედიცინაში და მათი გაყიდვა აღარ უნდა მოხდეს. ეს ახალი ცვლილება მხოლოდ კანონპროექტია და ჯერ არ შესულა ძალაში.

National Geographic-ის თანახმად, 2019 წელს კომისიამ დაიწყო გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკის შესწავლა, კერძოდ “სამხრეთ აფრიკის სპილოების, ლომების, ლეოპარდების და მარტორქების მართვა, გამრავლება, ნადირობა და ვაჭრობა”.

2 მაისს სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ბარბარა კრეზიმ გამოსცა მთელი რიგი რეკომენდაციები და იმედი გამოთქვა, რომ ეს რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ლომების დაცვას, მათ შორის “ადამიანის ველურ სამყაროსთან თანაარსებობას”.

სამხრეთ აფრიკის მთავრობამ დაიწყო გამრავლების ნებართვების გაცემის აკრძალვა და მოქმედი ნებართვების გაუქმება. ამასთან, National Geographic-ის თანახმად, აკრძალულია ასევე ნადირობა და ტყვეობაში მყოფ ლომებთან ურთიერთობა.

”სამხრეთ აფრიკაში ყოველწლიურად ათასობით ლომი იბადება საშინელ პირობებში სპეციალურ ფერმებში, სადაც ხდება მათი გამრავლება კომერციული მიზნებისთვის”, – განუცხადა ედიტ კაბესიიმ, ცხოველთა დაცვის არაკომერციული ორგანიზაციის მენეჯერმა, National Geographic-ს ელექტრონულ ფოსტაში.

სამხრეთ აფრიკის მთავრობის ამ ნაბიჯს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ველური ბუნების დამცველი ჯგუფების მხრიდან, რომელთაც სურთ, რომ ლომებმა თავისუფლად იცხოვრონ ველურ ბუნებაში ან რეპუტაციის მქონე პარკებში, იტყობინება AP News.

ველური ბუნების დამცველებს განსაკუთრებით ახარებთ ის ფაქტი, რომ მოხდება “დაკონსერვებული ნადირობის” დასრულება. ეს არის სასტიკი პრაქტიკა, როდესაც ლომებს ზრდიან ტყვეობაში და შემდეგ უშვებენ უფრო დიდ ტერიტორიაზე, სადაც მათ სიკვდილი ელოდებათ მონადირეების მხრიდან, რომლებიც ფულს იხდიან მათ მოკვლაში. National Geographic-ის თანახმად, მონადირეებს რჩებათ ლომის თავი და ბეწვი, ხოლო ძვლები იგზავნება გასაყიდად ძირითადად აზიაში.

”თუ თქვენი სურვილი იყო ლომის სროლით მოკვლა მარტივი გზით, მაშინ სამხრეთ აფრიკა იყო თქვენი ნომერ პირველი დანიშნულების ადგილი”, – განუცხადა ცხოველთა კეთილდღეობის საერთაშორისო ფონდის რეგიონალურმა დირექტორმა ნილ გრინვუდმა AP News-სს.

სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით 2000 ლომიღაა დარჩენილი, რაც ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვნად შემცირდა. National Geographic-ის თანახმად, გარეული ლომების რაოდენობის კლება განპირობებულია განადგურებული ჰაბიტატის და ანტილოპების რაოდენობის შემცირებით, რაც ველური ლომების ძირითად საკვებს წარმოადგენს.

ლომებისს დაცვის შესახებ რეკომენდაციების გაცემის გარდა, სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა ასევე გაითვალისწინა კომისიის რეკომენდაცია რომ არ აღედგინა მარტორქის რქებისა და სპილოს ძვლების ვაჭრობა.

 

სტატიაზე მუშაობდა : მაია ბურდული და ნატა შველიძე

წყარო : www.ecowatch.com


წინა პოსტი
მალდივების ტივტივა ქალაქი გეგმავს ოკეანის დონის აწევასთან ბრძოლას
შემდეგი პოსტი
ცხოველებისა და გარემოს დასაცავად ორმა მექსიკელმა მეწარმემ ტყავი კაქტუსისგან შექმნა

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
  • „We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
  • როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს
ოთხშაბათი, 12, ნოე
როგორ შთანთქავს ჩვენი სახლი VOC-ს — და რატომ აქვს ამას მნიშვნელოვანი გავლენა
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ

Welcome back,