GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

დღეში მხოლოდ ერთი ვეგანური კერძის მირთმევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს 10%-ით ამცირებს

Homepage შემეცნებითი დღეში მხოლოდ ერთი ვეგანური კერძის მირთმევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს 10%-ით ამცირებს
შემეცნებითი

დღეში მხოლოდ ერთი ვეგანური კერძის მირთმევა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკს 10%-ით ამცირებს

ივნისი 24, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
378 ნახვა
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. კვლევის მიხედვით, მცენარეული პროდუქტებით მომზადებული დღეში მხოლოდ ერთი კერძი მსგავს დაავადებათა გაჩენის რისკს მკვეთრად ამცირებს.
  • მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს კერძის მირთმევის დროის სწორად შერჩევის მნიშვნელობას. ხორცისა და ნახშირწყლების მხოლოდ დღის პირველ მონაკვეთში მირთმევაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის საფრთხეს.

კვლევას გამოცემა Journal of Clinical Endocrinology & Metabolism აქვეყნებს. განსაკუთრებით ხაზგასმულია მცენარეული კერძის ვახშმად მირთმევის მნიშვნელობა. 27 000 ზრდასრული ადამიანის კვების რაციონის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ იმ ინდივიდებში, რომლებიც საღამოობით რთული ნახშირწყლებით მდიდარ ვახშამს მიირთმევდა გაჯერებული ცხიმების შემცველობის მქონე კერძის მაგივრად,  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის რისკი 10%-ით ნაკლები იყო.

მკვლევრებმა ხაზი გაუსვეს კერძის მირთმევის დროის სწორად შერჩევის მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვების რაციონის ქონა მთელი დღის განმავლობაში, ხორცისა და ნახშირწყლების მხოლოდ დღის პირველ მონაკვეთში მირთმევაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენის საფრთხეს.

მცენარეული პროდუქტების მნიშვნელობა

თუ მხოლოდ ვახშმად ცხოველურ პროდუქტზე უარის თქმას ამ მასშტაბის ცვლილებების მოხდენა შეუძლია ჩვენს ორგანიზმში, ზოგადად ასეთი პროდუქტების მოხმარების შემცირება გაცილებით დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

2019 წელს კვლევამ, რომელშიც 10 000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ცხადყო, რომ მცენარეული პროდუქტებით დატვირთული კვების რაციონის ქონა 32%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. აგრეთვე, ამერიკის გულის ასოციაციის 2018 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, ცხოველური ცხიმის რეგულარული, გადამეტებული მიღება გულის დაავადებით ადამიანის გარდაცვალების რისკს 21%-ით ზრდის.

,,ვეგანი 6 საათამდე“

ზემოხსენებული კვლევა ეწინააღმდეგება პრაქტიკას ,,ვეგანი 6 საათამდე“, რომელიც გულისხმობს საღამოს 6 საათამდე ცხოველური პროდუქტებით მომზადებულ ერთ კერძზე უარის თქმას, 6 საათის შემდეგ კი ასეთი პროდუქტების მიღებას. სინამდვილეში ჯანმრთელობისათვის უკეთესი იქნება, თუ ცხოველურ პროდუქტებს დღის პირველ ნახევარში, ხოლო მცენარეულს საღამოობით მიირთმევთ.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : vegnews.com

ნახვები : 138 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ბიომრავალფეროვნების შემცირება ველური ამაზონის მეთევზეობაში საფრთხეს უქმნის ადამიანის კვების რაციონს
შემდეგი პოსტი
მალდივების ტივტივა ქალაქი გეგმავს ოკეანის დონის აწევასთან ბრძოლას

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
  • ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
  • NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
  • სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ორშაბათი, 25, სექ
ევროკავშირი შეთანხმდა დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნებზე
ორშაბათი, 25, სექ
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ახალი საზომი შექმნას ქარიშხლის მიმართ მდგრადი შენობების დიზაინისთვის
ორშაბათი, 18, სექ
NASA და იტალიის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად შეებრძოლებიან ჰაერის დაბინძურებას
ორშაბათი, 18, სექ
სატრანსპორტო საცობები გავლენას ახდენენ თქვენს ორგანიზმზე
სამშაბათი, 12, სექ
საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადატვირთულობის საკითხი კატასტროფის წინაპირობაა, – აცხადებს ინდოეთის სასამართლო
სამშაბათი, 12, სექ
ათეულობით კომპანია, რომლებიც ამაყობს მწვანე სერტიფიკატით, ვერ აგვარებს ბიზნეს ფრენებისას არსებული გამონაბოლქვის პრობლემას

Welcome back,