GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

მაკდონალდსი: ცხოველთა უფლებების დამცველები აწყობენ სადგურების ბლოკადირებას, გარემოს დაცვის აქტივისტებთან ერთად

Homepage მსოფლიო მაკდონალდსი: ცხოველთა უფლებების დამცველები აწყობენ სადგურების ბლოკადირებას, გარემოს დაცვის აქტივისტებთან ერთად
მსოფლიო

მაკდონალდსი: ცხოველთა უფლებების დამცველები აწყობენ სადგურების ბლოკადირებას, გარემოს დაცვის აქტივისტებთან ერთად

ივნისი 23, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
299 ნახვა

ცხოველთა უფლებების დამცველები აპროტესტებენ “მაკდონალდსის” სადისტრიბუციო სისტემას. გაერთიანებულ სამეფოში მათ სადისტრიბუციო ცენტრების ბლოკადირება შეძლეს და მოითხოვენ შეწყდეს ე.წ სწრაფი კვების შემოტანა ქვეყანაში. ეს ხომ მოიცავს 1,300 სარესტორნო რგოლს ქვეყანაში.

„ცხოველთა ამბოხის“ აქტივისტები გამოიყენებდნენ ბამბუკის ჯოხებს, რათა გადაეღობათ გზა “მაკდონადსის” სატვირთო მანქანებისთვის, რომელსაც უნდა დაეტოვებინა სადგური ჰემელ ჰემფსტედში, ბასინგსტოკში, ჰეივუდსა და მანჩესტერში.

აქტივისტთა ჯგუფმა მიზანში ამოიღო “მაკდონალდსი”, რადგანაც მას მიუძღვის ბრალი  „კლიმატის კრიტიკულ მდგომარეობაში”. გაერთიანებულ სამეფოში ამბობენ, რომ ეს არის „მაკდონადსის მიერ მიყენებული ზარალის შეფასება“. ერთ-ერთმა პრეს-სპიკერმა ქალმა აქტივისტმა განაცხადა: „ჩვენი სადისტრიბუციო ცენტრები ამჟამად ნგრევის პირას არის.  ვხედავთ და ვაფასებთ იმ ზიანს, რასაც “მაკდონალდსის” პროდუქტის მიწოდება იწვევს.  ვწუხვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს იმედები გავუცრუეთ.“

ეს სურათი ასახავს, თუ როგორ გააპროტესტეს ორმოცდაათმა აქტივისტმა “მაკდონალდსის” პროდუქტის მიწოდება გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით. ცხოველთა უფლებების დამცველებისა და ამბოხებულების, ე.წ. Animal Rebellion-ის სპიკერმა ჯეიმს ოზდენმა დაადანაშაულა კომპანია „პლანეტის განადგურებაში“, იმ ხორცისა და სარძეო მეურნეობის გამო, რასაც “მაკდონალდსი” იყენებს.

მისტერ ოზდენი ესაუბრა BBC-ის წარმომადგენელს და უთხრა, რომ ეს რძის პროდუქტები და ხორცი, რასაც “მაკდონალდსი” თავისი პროდუქტების საწარმოებლად იყენებს „აყენებს უზარმაზარ ზიანს ტროპიკულ ტყეებს, იწვევს ტყეების განადგურებას, გაჩანაგებას ფართო ტერიტორიებისა, რასაც მოჰყვება დიდი დოზით სათბურის აირების გამოყოფა, ეს კი ყოველწლიურად მილიარდობით უდანაშაულო ცხოველის სიკვდილის მიზეზი ხდება. “

“ერთადერთი მდგრადი და რეალური გზა იმისა, რომ 10 მილიარდი ადამიანის გამოკვება მოხდეს არის მცენარეული საკვები. ყველასთვის სამყოფი ბურგერების დამზადებას ორგანული, მობალახე და სიცოცხლიუნარიანი ცხოველები მთელს პლანეტაზე უბრალოდ არ ეყოფა. „ცხოველთა ამბოხის“ წევრებს სურთ სამომავლოდ “მაკდონალდსმა” სრულიად გამოიყენოს მხოლოდ საწარმოზე დამყარებული პროდუქტები და ცოცხალ ორგანიზმებს აღარ შეეხოს. ეს ყველაფერი 2025 წლიდან იგეგმება.

სურათი ასახავს, თუ როგორ გამოხატეს აქტივისტებმა პროტესტი, მათ თავები შეიბოჭეს და მიიბეს ბამბუკის ჯოხებზე, ასევე გზა გადაუკეტეს “მაკდონალდსის” სატვირთოებს, გასასვლელებსა და შემოსასვლელებში არ შეუშვეს.

ამ სურათზე ვხედავთ ოთხიდან ერთ-ერთ სადგურთან გამართულ აქტივისტთა „მოწყობილობას“. მათ ბამბუკის ჯოხებზე მიიბეს თავები და გზები გადაკეტეს.

ჯგუფმა თავისი მოსაზრება “თვითერზეც” განათავსა. მათი მიზანია რომ ადგილზე დარჩნენ სულ მცირე მომდევნო 24 საათის განმავლობაში, სურთ რომ გამოიწვიონ საყურადღებო რღვევა “მაკდონალდსის” კომპანიისთვის. ამ დროის განმავლობაში, კვირის ბოლომდე მაინც, “მაკდონალდსი” ვერ მიიღებს თავის პროდუქტებს საკვების დასამზადებლად და იძულებული იქნება რეაგირება მოახდინოს აქტივისტთა ქმედებაზე.

“თვითერის” მეორე პოსტით ვიგებთ, რომ ისინი მოუწოდებენ “მაკდონალდსის”  წარმომადგენლებს  ჩაერთონ აქტივისტებთან ჯანსაღ დიალოგში: „ჩვენ ველოდებით მათ, რომ გვქონდეს მოლაპარაკება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ პროდუქტების მიღებას 1300 რესტორანში, ყოველდღიურად!“

ინგლისის ცენტრალურ საგრაფოს, მიდლენდსის წესრიგის დამცველებმა განაცხადეს, რომ მიღებულია აქტივისტთა პროტესტი, მობილიზებულია ადგილზე პოლიციაც.

ძალოვანმა მხარემ განაცხადა, რომ ეს  „მშვიდობიანი პროტესტია“, თუმცა „განუზომელ ზიანს აყენებს ბიზნესს“, რადგანაც “მაკდონალდსის” თითოეული შესასვლელი თუ გასასვლელი მხარე ბლოკირებულია.

„ჩვენ ვთხოვეთ აქტივისტთა მცირე ჯგუფებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, მოიქცნენ წინდახედულად, ძალოვანი მხარის გარდა, ადგილზე მობილიზებულია აგრეთვე სასწრაფოს მანქანებიც, ჩვენ გვსურს ღია დიალოგი აქტივისტებთან“ –  განაცხადა ძალოვანმა მხარემ.

„ცხოველთა ამბოხის“ წარმომადგენლები თავიანთ თავს აღწერენ, როგორც მასობრივ, სახალხო მოძრაობად, რომელიც იყენებს არაძალადობრივ, მშვიდობიან, ცივილურ დაუმორჩილებლობას, რათა საბოლოო ჯამში, გადაარჩინოს პლანეტა მცენარეული და ცხოველური რესურსის გაჩანაგებისგან.“

გასული წლის ნოემბრის მონაცემებით, სწრაფი კვების ობიექტების გიგანტები აპირებდნენ გადასულიყვნენ საწარმო ხორცის გამოყენებაზე, თუმცა ეს რეალურად არ შეასრულეს, რასაც პროტესტის ეს ტალღა მოჰყვა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ვალერი გელოვანი

წყარო : www.bbc.com

ნახვები : 310 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ლეონარდო დიკაპრიო გასცემს 43 მილიონი აშშ დოლარის დაპირებას გალაპაგოსის კუნძულების გადარჩენისთვის
შემდეგი პოსტი
მეცხოველეობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 12 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზია

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,