GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ლეონარდო დიკაპრიო გასცემს 43 მილიონი აშშ დოლარის დაპირებას გალაპაგოსის კუნძულების გადარჩენისთვის

Homepage მსოფლიო ლეონარდო დიკაპრიო გასცემს 43 მილიონი აშშ დოლარის დაპირებას გალაპაგოსის კუნძულების გადარჩენისთვის
მსოფლიო

ლეონარდო დიკაპრიო გასცემს 43 მილიონი აშშ დოლარის დაპირებას გალაპაგოსის კუნძულების გადარჩენისთვის

ივნისი 21, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
573 ნახვა
ნახვები : 240

ლეონარდო დიკაპრიო გასცემს 43 მილიონი აშშ დოლარის დაპირებას  გალაპაგოსის კუნძულების გადარჩენისთვის

თანხა ნაწილობრივ მოხმარდება ფლორიანული ჯაფარას  და ვარდისფერი იგუანას აღდგენა–შენარჩუნებას.

მსახიობმა და გარემოსდაცვითმა აქტივისტმა, ლეონარდო დიკაპრიომ განაცხადა, რომ 43 მილიონი აშშ დოლარის გაცემას აპირებს გალაპაგოსის კუნძულებზე, ეკოლოგიური მდგომარეობის აღსადგენად, იუწყება Guardian–ი. ეს არის დიკაპრიოს მიმდინარე ინიციატივების ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას და ბუნების კონსერვაციას.

დიკაპრიომ ორშაბათს, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Re:wild–ის შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს ველური ბუნების დაცვას და ბიომრავალფეროვნების აღდგენას, რომელიც მან დააარსა კონსერვაციის მეცნიერთა ჯგუფთან ერთად. გალაპაგოსის ეროვნული პარკის დირექტორატთან, კუნძულის კონსერვაციისა და ადგილობრივ თემებთან პარტნიორობით, Re: wild გეგმავს გადაშენებულ ცხოველთა სახეობების ხელახლა აღდგენასა და დაბრუნებას გარემოსთვის – გალაპაგოსისა და ლათინური ამერიკის არქიპელაგებისთვის, წყნარ ოკეანეში.

Re:wild–ის მთავარი მისიაა მკვიდრი მოსახლეობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერება.

გალაპაგოსის კუნძულების პროექტისთვის, დიკაპრიო თანამშრომლობს პაულა კასტანოსთან, რომელიც არის ველური ბუნების ვეტერინარი და კონსერვაციის სპეციალისტი ეკვადორში. მას დაევალა Twitter–სა და Instagram ანგარიშებზე, ინფორმაციის გაზიარება, პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ.

”როდესაც გალაპაგოსის კუნძულებზე გავემგზავრე, ეკვადორში პაულა კასტანოს და სხვა გარემოსდაცველ გმირებს ვხვდებოდი, რომლებიც მუშაობდნენ დღე-ღამის განმავლობაში, იმისათვის, რომ პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე შეუცვლელი ადგილი გადაერჩინათ,” – თქვა დიკაპრიომ. ”გარემოსდამცველი გმირები, რომლებიც პლანეტას სჭირდება, უკვე აქ არიან. ახლა ჩვენ, ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს და შევუერთდეთ მათ.“

43 მილიონი აშშ დოლარი, გაღებული დიკაპრიოსა და Re:wild–ის პარტნიორების მიერ, მოხმარდება სხვადასხვა სახის საკონსერვაციო პროექტების განხორციელებას, როგორიცაა ფლორეანას კუნძულის აღდგენა, ვარდისფერი იგუანებისთვის სანაშენე პროგრამის შექმნა და საკონსერვაციო ღონისძიებების გაძლიერება, რათა დაიცვას გალაპაგოსი ტურიზმის გავლენებისგან. პროექტი, ასევე აღადგენს ადგილობრივ დონეზე გადაშენებულ 13 სახეობას – მათ შორისაა ფლორეანას ჯაფარა, რომელიც პირველად აღწერა ინგლისელმა ნატურალისტმა ჩარლზ დარვინმა.

გალაპაგოსის კუნძულები, კლასიფიცირებულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში და აღწერილია, როგორც “ზღვის სახეობების დნობის ქვაბი”. ეს ადგილები კარგად  არის ცნობილი იმით, რომ დარვინმა კატალოგში შეიტანა აქ არსებული გიგანტური კუ და ზღვის იგუანა, რომლის შთაგონებითაც შექმნა ევოლუციის თეორია ბუნებრივი შერჩევის გზით, რომელიც ასახულია მის წიგნში, სახეობათა წარმოშობის შესახებ.

ამასთან, ტურიზმის, უკანონო თევზჭერისა და ინვაზიური სახეობების ზემოქმედებამ გამოიწვია კუნძულების მყიფე ეკოსისტემის ჩამოყალიბება. ამ მიზეზით, კონსერვაციის ჯგუფებმა  გადაშენების პირას მყოფი სახეობების გარემოში დამატება დაიწყეს. ეს მოიცავს, ამა წლის დასაწყისში, ტყვეობაში გაზრდილი, სამი ათეული გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს გაშვებას ველურ ბუნებაში.

კასტანოს თქმით, Re: wild–ის მცდელობებმა შეიძლება მწისიერი და პოზიტიური გავლენა მოახდინოს კუნძულების ბიომრავალფეროვნებაზე და ველური ბუნების დაცვაზე. ”ჩვენ დავინახავთ გაწეული ძალისხმევის შედეგებს, არა მხოლოდ გალაპაგოსის მასშტაბით, არამედ ლათინური ამერიკის არქიპელაგების მიღმაც.”

დიკაპრიოს დაპირება გალაპაგოსის კუნძულებზე, მხოლოდ ერთია იმ პროექტთაგან, რომელსაც Re:wild გეგმავს. ორგანიზაცია, ასევე იმუშავებს, წითელი კოლობუსის მაიმუნების დაცვაზე აფრიკის კონტინენტზე, ინდონეზიაში სუმატრას მარტორქის გამრავლების პროგრამის შექმნაზე და კუბური ნიანგების აღდგენაზე.

კლიმატის მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ცნობილი ადამიანი – დიკაპრიო, დიდი ხანია იყენებს თავის პლატფორმას, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად და გარემოსდაცვითი ღონისძიებების დასაფინანსებლად. გალაპაგოსის კუნძულებზე, ველური ბუნების აღდგენის მიზნით, 43 მილიონი აშშ დოლარის დაპირება, მხოლოდ დასაწყისია.

სტატიაზე მუშაობდა : ლედი ბოჟაძე

წყარო : www.globalcitizen.org


წინა პოსტი
დედამიწის რა ნაწილია დაცული ამჟამად?
შემდეგი პოსტი
მაკდონალდსი: ცხოველთა უფლებების დამცველები აწყობენ სადგურების ბლოკადირებას, გარემოს დაცვის აქტივისტებთან ერთად

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,