GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
  • ძებნა
GreenPole
  • Home
  • AQ Map
  • Projects
  • NEWS
    • Georgia
    • World
  • Discovery
  • Our Team
  • Contact
  • ქართული
  • Search

მეცხოველეობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 12 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზია

Homepage მსოფლიო მეცხოველეობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 12 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზია
მსოფლიო, შემეცნებითი

მეცხოველეობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 12 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზია

ივნისი 24, 2021
By GREENPOLE
1 კომენტარი
1652 ნახვა
ნახვები : 1,126
  • ყოველწლიურად მეცხოველეობის შედეგად გარემოსა და ჰაერის დაბინძურებით 12,000 ადამიანი იღუპება.
  • კვლევებმა ცხადყო, რომ კვების მრეწველობასთან დაკავშირებული საქმიანობა 5 ტიპის ნაწილაკებს წარმოქმნის, დიდი ხნის განმავლობაში ამ ნაწილაკით დაბინძურებულ გარემოში ყოფნა კი იწვევს ნაადრევ გარდაცვალებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, კიბოსა და ინსულტს.
  • მომავალში საგრძნობლად გაიზრდება ცხოველურ პროდუქტის ღირებულება, თუ გავითვალისწინებთ გარემოსადმი მიყენებული ზარალის ფასს.

ახალი კვლევის მიხედვით, ჰაერის დაბინძურება მეცხოველეობისა და სოფლის მეურნეობის შედეგად საკმაოდ გაზრდილია. აგრეთვე, მოიაზრება, რომ უნდა შეიცვალოს ადამიანთა კვების რაციონი, რადგან მცენარეულ საკვებზე მასობრივ გადასვლას შეუძლია შეამციროს დაბინძურებით გამოწვეული გარდაცვალების მაჩვენებელი 83 %-დან 68%-მდე.

სამეცნიერო ჟურნალმა „ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული მეცნიერებათა აკადემია“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც აშშ-ში სასოფლო მეუნეურნეობის შედეგად წარმოქმნილი ჰაერის დაბინძურება სიცოცხლისთვის სახიფათოა.

კვლევა, სახელწოდებით „ჰაერის ხარისხის გავლენა საკვებზე“, მიზნად ისახავდა შეესწავლა, თუ რა გავლენას ახდენს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საქმიანობა ჰაერის ხარისხზზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო PM2.5 ტიპის ნაწილაკზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

კვლევებმა ცხადყო, რომ კვების მრეწველობა სწორედ ამ ტიპის ნაწილაკს წარმოქმნის, დიდი ხნის განმავლობაში ამ ნაწილაკით დაბინძურებულ გარემოში ყოფნა კი იწვევს ნაადრევ გარდაცვალებას,  გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, კიბოსა და ინსულტს. საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად 17,900 ადამიანის გარდაცვალების მიზეზია, აქედან 15,900 უშუალოდ კვების მრეწველობის შედეგია. აქედან 12,720 (გარდაცვალებათა 80%) მიეწერება მეცხოველეობას ორი ძირითადი მიზეზის გამო – უშუალოდ ცხოველური პროდუქტების წარმოება და ამავე ცხოველების საკვებით უზრუნველყოფა. დაბინძურების ძირითადი წყარო ამიაკია, რომელიც ცხოველების ექსკრემენტებსა და აზოტის შემცველობის მქონე სასუქებში შედის.

კვლევების მიხედვით, ამიაკის მოლეკულები ატმოსფეროში მოხვედრისას ერწყმება სხვა ქიმიკატებს, რაც PM2.5 ნაწილაკებით დაბინძურებას იწვევს. მავნე ნაერთები ჰაერში კვირების განმავლობაში რჩება.

 

კვლევის დასკვნა

კვლევის მიხედვით, მეცხოველეობისა და სასუქების მოხმარების პრაქტიკის გაუმჯობესება, კვების რაციონის შეცვლასთან ერთად, ამსუბუქებს სოფლის მეურნეობის უარყოფით გავლენას ჰაერის ხარისხზე. „ისეთი მცენარეული პროდუქტების მოხმარება, რომლებიც უზრუნველყოფს პროტეინისა და სხვა აუცილებელი ცილების მიღებას, სოფლის მეურნეობით ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეულ სიკვდილიანობას 83 %-დან 68%-მდე, “ – ამბობს მკვლევარი.

მეცხოველეობის რეალური ღირებულება

წინა წელს აუგსბურგის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მომავალში საგრძნობლად გაიზრდება ცხოველურ პროდუქტების ღირებულება, თუ გავითვალისწინებთ გარემოსადმი მიყენებული ზარალის ფასს, მათ შორის  აზოტის, ნახშიროჟანგისა და მეთანის დიდი ოდენობით გამოყოფასა და ნიადაგის დაზიანებას. შედეგად ხორცპროდუქტების ღირებულება 146%-ით, ხოლო რძის პროდუქტების ღირებულება 91%-ით მოიმატებს.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნინი თოიძე

წყარო : vegnews.com


წინა პოსტი
მაკდონალდსი: ცხოველთა უფლებების დამცველები აწყობენ სადგურების ბლოკადირებას, გარემოს დაცვის აქტივისტებთან ერთად
შემდეგი პოსტი
ბიომრავალფეროვნების შემცირება ველური ამაზონის მეთევზეობაში საფრთხეს უქმნის ადამიანის კვების რაციონს

1 reply added

  1. binance signup სექტემბერი 9, 2026 პასუხი

    Thank you for your sharing. I am worried that I lack creative ideas. It is your article that makes me full of hope. Thank you. But, I have a question, can you help me?

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
  • როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
  • Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
  • სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
  • ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
კვირა, 1, ნოე
COP16: გაეროს მოლაპარაკებები დასრულდა იმ ქვეყნებით, რომლებიც მხარს უჭერენ წელიწადში 200 მილიარდ დოლარს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის გეგმას
შაბათი, 17, ოქტ
როგორ ებრძვიან ქალაქები „სითბოს კუნძულის ეფექტს“
სამშაბათი, 29, სექ
Life in a heat dome: The American West is figuring out how to keep cool
სამშაბათი, 29, სექ
სიცოცხლე „სიცხის გუმბათის“ პირობებში: როგორ ცდილობს გაგრილებას ამერიკის დასავლეთი
ოთხშაბათი, 23, სექ
ბარსელონაში NO₂-ის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა დაბალი ემისიის ზონის დანერგვის შედეგად
ოთხშაბათი, 23, სექ
Barcelona’s NO₂ levels dramatically reduced by Low Emission Zone

Welcome back,