GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

მადაგასკარს საკვების კრიზისი აქვს: გვალვის ხანგრძლივობა რეკორდულია, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი შიმშილობს. ეს კი გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებით.

Homepage მსოფლიო მადაგასკარს საკვების კრიზისი აქვს: გვალვის ხანგრძლივობა რეკორდულია, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი შიმშილობს. ეს კი გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებით.
მსოფლიო, შემეცნებითი

მადაგასკარს საკვების კრიზისი აქვს: გვალვის ხანგრძლივობა რეკორდულია, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი შიმშილობს. ეს კი გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებით.

აგვისტო 8, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
873 ნახვა
ნახვები : 367
  • მადაგასკარში 1,14 მილიონი ადამიანია შიმშილობის პირას მისული. ათასობით ქალი და ბავშვი უზომოდ მძიმე სამუშაოს ასრულებს საათობით, რათა საარსებო საკვები მიიღოს.
  • საყოველთაო შიმშილში, პირველ რიგში, კლიმატური ცვლილებებითაა გამოწვეული. ეს ცვლილებები კი სწორედ ინდუსტრიული სახელმწიფოების ქმედებების შედეგია, ამიტომაც, მათ მორალური ვალდებულება აკისრიათ იმ ხალხის წინაშე, ვინც ახლა შიმშილობს. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ვერანაირ დახმარებას ვერ იღებენ.
  • მადაგასკარის საკვების კრიზისი ხალხს იძულებულს ხდის, ჭამონ თიხა, მწერები და ამგვარად ჩაიხშონ შიმშილის გრძნობა. ბოლო ოთხი დეკადის განმავლობაში, ეს ყველაზე ხანგრძლივი გვალვა იყო, რომელმაც გამოიწვია დაუნდობელი და წარმოუდგენელი შიმშილობა.

გაეროს მსოფლიოს კვების პროგრამამ (WFP) დაადანაშაულა ინდუსტრიული ერები, რომ ისინი საკმარის ძალისხმევას არ დებენ მადაგასკარის საკვების კრიზისის შესაჩერებლად. ეს კი საბოლოოდ მადაგასკარს მიიყვანს სამხრეთ სუდანის მდგომარეობამდე, რაც ორივე შემთხვევაში, უმეტესად კლიმატის ცვლილებების შედეგია.

დეივიდ ბეისლიმ, WFP-ის აღმასრუელბელმა დირექტორმა განაცხადა, რომ 1,14 მილიონი ადამიანია შიმშილობის პირას მისული. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ათასობით ქალი და ბავშვი უზომოდ მძიმე სამუშაოს ასრულებს საათობით, რათა საარსებო საკვები მიიღოს.

WFP-ის ხელმძღვანელმა აგრეთვე გამოიყენა სიტყვები „საშინელი“ და „გულსატკენი“, რათა აღეწერა ის სიტუაცია. მან განაცხადა, რომ აქამდე სამხრეთ სუდანში მყოფი ადამიანების მდგოამრეობა რეალურად ჰუმანიტარულად ყველაზე მძიმე იყო გვიან 90-იანებამდე, ახლა კი იმავე გზას მადაგასკარის მოსახლეობა გადის. ბრალეული ამ საყოველთაო შიმშილში პირველ რიგში კლიმატური ცვლილებებია. ეს ცვლილებები კი სწორედ სახელმწიფოების ქმედებების შედეგია, ამიტომაც, მათ მორალური ვალდებულება აქვთ იმ ხალხის წინაშე, ვინც ახლა შიმშილობს. სამწუხაროდ, ეს ადამიანები ვერანარიდ დახმარებას ვერ იღებენ.

მადაგასკარის საკვების კრიზისი ხალხს იძულებულს ხდის, ჭამონ თიხა, მწერები და ამგვარად ჩაიხშონ შიმშილის გრძნობა. ბოლო ოთხი დეკადის განმავლობაში, ეს ყველაზე ხანგრძლივი გვალვა იყო, რომელმაც გამოიწვია დაუნდობელი და წარმოუდგენელი შიმშილობა.

ტოტალური წნევის ნაკლებობამ კიდევ უფრო გაამწვავა მადაგასკარში საკვების კრიზისი

ჟულია რევერსმა, რომელიც სასწრაფოს კოორდინატორია, განაცხადა, რომ ადამიანები ბედს შეეგუვნენ, მათ სხვა გზა აღარ დარჩათ, გარდა მინდვრებში მუშაობისა.  ფერმერული მეურნეობის უმეტესობა იძულებულია საქმიანობა შეაჩეროს, რადგან საკვები არათუ ცხოველებისთვის, არამედ ადამიანებისთვისაც აღარ არის. გვალვის გამო ერთადერთი, რაც შემორჩა, არის გარეული მცენარეები და ფოთლები, რომელთაგან უმეტესობა საკვებად სახიფათოცაა, მომწამვლელია, ზოგი კი მოსანელებლადაა რთული. თამარინდი – ინდური ფინიკი, მაგალითისათვის, შეურიეს ტალახსა და ტერმიტებს (მწერების სახეობა), და ამგვარად „დამზადებული“ მიირთვეს.

მადაგასკარის საკვების კრიზისს თან დაერთო უკონტროლო ქვიშის ქარები, რომლებმაც მინდვრები გადაფარა და ფერმერებს მუშაობის საშუალებაც კი აღარ აქვთ.

ერთადერთ საკვების წყაროს მათთვის წარმოადგენს უბრალოდ სხვების დახმარება, სხვა შემთხვევაში, მოსახლეობა განწირულია შიმშილით სიკვდილისათვის. ქვიშის ქარის სიხშირე, სამწუხაროდ, პერიოდულად იმატებს, წლიდან წლამდე სულ უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი ხდება, ანადგურებს ფერმებს, მარცვლეულ კულტურას, არაერთი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც მის შტორმში მოყვა და შეეწირა კიდეც.

მადაგასკარის საკვების კრიზისმა გააორმაგა ისედაც მწვავე საკვების უკმარისობა მოზარდებში.  მათი განვითარების პრობლემა ძალიან სერიოზულია, განსაკუთრებით ეს ეხება სამხრეთ რეგიონის მცხოვრებლებს. ბავშვების პრობლემა კიდევ უფრო საფრთხილოა, რადგანაც ისინი რეალურად, სასმელი წყლის ნაკლებობასაც განიცდიან,  ეს კი ორგანიზმისათვის არამხოლოდ სასიცოცხლო არამედ აუცილებელიცაა. აგრეთვე, წყლის უკმარისობა ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი დაავადებების განვითარებას, როგირიცაა მალარია, დიარეა და რესპირატორული, სასუნთქი დაავადებების განვითარება.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნანუცა კიკნაძე

წყარო : theplanetvoice.com


წინა პოსტი
ინდოეთის ტყის კაცი ჯადავ პაიენგი, ვინც 550 ჰექტარ უნაყოფო მიწაზე მარტომ გააშენა ტყის მასივი
შემდეგი პოსტი
პოლარული დათვების „უკანასკნელი თავშესაფარი“ დაუცველია გლობალური დათბობისგან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,