GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

პოლარული დათვების „უკანასკნელი თავშესაფარი“ დაუცველია გლობალური დათბობისგან

Homepage მსოფლიო პოლარული დათვების „უკანასკნელი თავშესაფარი“ დაუცველია გლობალური დათბობისგან
მსოფლიო, შემეცნებითი

პოლარული დათვების „უკანასკნელი თავშესაფარი“ დაუცველია გლობალური დათბობისგან

აგვისტო 9, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
795 ნახვა
ნახვები : 200
  • ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ტერიტორია, რომელიც პოლარული დათვების ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია, სწრაფად ხდება სახიფათო კლიმატური ცვლილებების გამო.
  • „ჩვენ, სამწუხაროდ, თითქმის არ გვაქვს არც ისტორიული, არც თანამედროვე კვლევა ამ ცოცხალ სამყაროზე და რეალობა ისაა, რომ დღესდღეობით უფრო ბევრი კითხვაა, ვიდრე პასუხი.“

ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ტერიტორია, რომელიც პოლარული დათვების ერთადერთი საცხოვრებელი ადგილია, სწრაფად ხდება სახიფათო კლიმატური ცვლილებების გამო. ამ კვლევის თანახმად, წინა ზაფხულს აქ დაფიქსირდა ყინულის დნობის რეკორდული მაჩვენებელი.

მკვლევრები ამბობენ, რომ კუნძულ გრენლანდიის ჩრდილოეთი ნაწილი არის „უკანასკნელი ყინულიანი ტერიტორია“. ჩვეულებრივ, აქ არის მუდმივი, სქელი ყინული, რომელიც წელიწადის არც ერთ თვეში არ დნება.

„კლიმატურ მოდელებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ტერიტორიას აქვს ტენდენცია, რომ იყოს გაყინული ყველაზე დიდი ხნით,“ -ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი, აქსელ შვაიგერი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ზემოთხსენებული ადგილი იქნება მნიშვნელოვანი თავშესაფარი არქტიკული ძუძუმწოვრებისთვის, როგორებიცაა პოლარული დათვები, წყალმცენარეები და სხვა.

მკვლევრების უკანასკნელი მოგზაურობის შედეგად დადგინდა, რომ ძლიერმა ქარმა 2020 წელს ყინულის დიდი ნაწილი ამ ტერიტორიიდან გადააადგილა, რაც ნიშნავს იმას, რომ აქ ყინულის ფენა გათხელდა და საარსებო პირობების გაუარესდა. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზების 80% ამინდს უკავშირდება. ხოლო 20% – კლიმატურ ცვლილებებს.

ამ ცვლილებების გამო მეცნიერები ამბობენ, რომ საჭიროა კლიმატური მოდელების გადამუშავება, გადახედვა, რადგან ეს ყველაფერი საკმაოდ მოულოდნელი და გაუთვლელი იყო. ასევე შესასწავლია ყინულის ნაკლებობის გავლენა არქტიკულ ძუძუმწოვრებსა და ფლორისა თუ ფაუნის სხვა წარმომადგენლებზე.

„ჩვენ, სამწუხაროდ, თითქმის არ გვაქვს არც ისტორიული, არც თანამედროვე კვლევა ამ ცოცხალ სამყაროზე და რეალობა ისაა, რომ დღესდღეობით უფრო ბევრი კითხვაა, ვიდრე პასუხი.“

 

სტატიაზე მუშაობდა : დეა კუსიანი

წყარო : www.bbc.com


წინა პოსტი
მადაგასკარს საკვების კრიზისი აქვს: გვალვის ხანგრძლივობა რეკორდულია, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი შიმშილობს. ეს კი გამოწვეულია კლიმატის ცვლილებებით.
შემდეგი პოსტი
ულმობელი, ცხოველების გადარჩენის ყალბი ვიდეოები კვლავ გავრცელებულია YouTube-ზე

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
  • 2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
  • მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
  • მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
  • ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 21, მაი
ლონდონის მერი პირობას დებს, რომ ჰაერის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის ზომებს მიიღებს
პარასკევი, 2, მაი
2024 წელს გერმანია ელექტროენერგიის 62.7%-ს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იღებდა
შაბათი, 5, აპრ
მავნე ნივთიერებების გამოყოფის მატების შედეგად მცენარეები კარგავენ ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარს
ოთხშაბათი, 26, მარ
მსოფლიო ლიდერები პლასტმასის წარმოებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება
სამშაბათი, 14, იან
ჩამდინარე წყლებში ბაქტერიებს შეუძლიათ დაშალონ პლასტმასი საკვების მისაღებად
ხუთშაბათი, 9, იან
ახალი მიმოხილვა ხაზს უსვამს ჰაერის დაბინძურების გავლენას ბავშვების ტვინზე

Welcome back,