GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

„ლოქდაუნის“ დროს დაბინძურების შემცირებამ გადაარჩინა 800 სიცოცხლე 47 ქალაქში, ნათქვამია ახალ კვლევაში

Homepage მსოფლიო „ლოქდაუნის“ დროს დაბინძურების შემცირებამ გადაარჩინა 800 სიცოცხლე 47 ქალაქში, ნათქვამია ახალ კვლევაში
მსოფლიო

„ლოქდაუნის“ დროს დაბინძურების შემცირებამ გადაარჩინა 800 სიცოცხლე 47 ქალაქში, ნათქვამია ახალ კვლევაში

აპრილი 12, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
149 ნახვა
  • პანდემიისას მთავრობების მიერ მიღებულმა ზომებმა ევროპაში ჰაერის ხერისხი მკვეთრად გააუმჯობესა.
  • კვლევებზე დაფუძნებით ვარაუდობენ, რომ ამან ასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
  • „ლოქდაუნმა“ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა იმის შესახებ, თუ როგორაა შესაძლებელი ჰაერის გაუმჯობესება მკაცრი რეგულაციებით.

 

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის (CAMS) თანახმად, ევროპაში პირველი კორონავირუსის ჩაკეტვის დროს გაუმჯობესებული ჰაერის ხარისხის გამო შესაძლოა 800-ზე მეტი სიკვდილი ავიცილეთ თავიდან.

ადამიანებზე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედების შედარებით 2020 წლის თებერვლიდან ივლისამდე 47 დიდ ქალაქში, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მთავრობის მიერ ვირუსის გავრცელების შესაზღუდავად მიღებულმა ზომებმა ადამიანები სასიკვდილო დაბინძურებისგან დაიცვეს.

განხილულმა კვლევამ აჩვენა, რომ სკოლების დახურვა, სახლში დარჩენის პოლიტიკა და ღონისძიებების გაუქმება ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენდა აზოტის დიოქსიდის (NO2) დონეზე, მავნე გაზზე, რომელსაც ძირითადად მანქანები გამოყოფენ.

საშინაო და საერთაშორისო სამგზავრო შეზღუდვები, პირიქით, მცირე გავლენას ახდენდა ადგილობრივ ჰაერის დაბინძურებაზე.

აზოტის დიოქსიდი დაკავშირებულია ზოგიერთ რესპირატორულ და გულის დაავადებასთან და, ევროპის გარემოს სააგენტოს (EEA) მიხედვით, ყოველწლიურად არის პასუხისმგებელი ევროკავშირში 50,000 ნაადრევ სიკვდილზე.

კვლევამ აჩვენა, რომ ამ პერიოდში საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის ქალაქებში NO2-ის დონე 50-60%-ით დაეცა. CAMS იტყობინება, რომ ავტორებმა თავიდან აცილებული სიკვდილიანობის რაოდენობა დააფუძნეს დამაბინძურებლების ყოველდღიური კონცენტრაციის დაკვირვების ცვლილებებსა და ადამიანების მასთან შეხების ქონის დონეზე.

შეისწავლეს ჰაერის დაბინძურების შემცირების ინტენსივობა და დრო ისევე, როგორც მისი მოკლევადიან სიკვდილიანობაზე ზემოქმედება.

პარიზი, ლონდონი, ბარსელონა და მილანი იმ ქალაქების რიცხვში შედიან, რომლებმაც მთავრობის შეზღუდვების გამო თავიდან ყველაზე მეტი სიკვდილი აიცილა.

”გარკვეული ზომების ეფექტურობა აშკარაა,” – თქვა CAMS-ის დირექტორმა ვინსენტ-ჰენრი პეუჩმა და დასკვნებს უწოდა ”უკიდურესად მნიშვნელოვანი”.

პროფესორმა ანტონიო გასპარინმა, ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლიდან (LSHTM), რომელმაც კვლევაში მიიღო მონაწილეობა, დასძინა, რომ ინფორმაცია შეიძლება გამოყენონ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ უკეთესი პოლიტიკის შემუშავებისთვის.

„ამ „ბუნებრივმა ექსპერიმენტმა“ მოგვცა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჰაერის ხარისხი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვეთრი ზომებით, რომელთა განხორციელებაც ნორმალურ დროს რთული იქნებოდა“, – თქვა მან.

გასული წლის დეკემბერში EEA-მ შეაფასა, რომ წვრილი ნაწილაკების ზემოქმედებამ გამოიწვია დაახლოებით 307,000 ნაადრევი სიკვდილი მთელ ბლოკში პანდემიამდე ერთი წლით ადრე.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანა ქავთარაძე და ვალერი გელოვანი

წყარო : www.euronews.com

ნახვები : 51 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
რა რაოდენობის დაბინძურებას სუნთქავთ ყოველდღიურად?
შემდეგი პოსტი
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები მზად არიან წყლის ხარისხის გაუარესების ფონზე დიდი ტბების დასაცავად ფული გადაიხადონ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
  • ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
  • ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
  • ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
  • ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 2, თებ
BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
სამშაბათი, 31, იან
ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
პარასკევი, 27, იან
ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
პარასკევი, 27, იან
ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
ორშაბათი, 23, იან
ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
ორშაბათი, 23, იან
„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

Welcome back,