გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანები მზად არიან წყლის ხარისხის გაუარესების ფონზე დიდი ტბების დასაცავად ფული გადაიხადონ
- დიდი ტბების რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ორმხრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს დაიცვას საკუთარი წყლის რესურსი. ისინი მზად არიან გადაიხადონ შესაბამისი თანხა წყლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ვინაიდან მოცემული საკითხი ძლიერ აწუხებთ.
- მაცხოვრებლების დაახლოებით 41% წყლის უმთავრეს დამაბინძურებლად ფერმებსა და სამრეწველო საქმიანობას ასახელებს. გამოკითხულთა შორის ყოველი მეხუთე უახლოეს ტბებში მთავარ პრობლემად ინვაზიურ სახეობებს მიიჩნევს.
- დაახლოებით 36% თვლის, რომ მათთან ახლოს მდებარე ტბის წყალი სასმელად უსაფრთხო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 40 მილიონი ადამიანი სწორედ ტბის რესურსით მარაგდება.
გამოკითხვა აჩვენებს, რომ დიდი ტბების მაცხოვრებლების უმრავლესობას საკუთარი წყლის რესურსის დაცვა სურს.
დიდი ტბების რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ორმხრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს დაიცვას საკუთარი წყლის რესურსი. ისინი მზად არიან გადაიხადონ შესაბამისი თანხა წყლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ვინაიდან მოცემული საკითხი ძლიერ აწუხებთ.
კანადურმა სოციოლოგიურმა კომპანიამ Oraclepoll Research-მა სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა საერთაშორისო ერთობლივი კომისიისთვის (International Joint Commission), რომელიც შეერთებული შტატებისა და კანადის მთავრობებისთვის დიდი ტბების საკითხებში დამოუკიდებელ მრჩეველ კომპანიას წარმოადგენს. მოცემულ თემაზე მათ გამოკითხვა ორჯერ – 2015 და 2018 წლებში ჩაატარეს.
გამოკითხვის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით დიდი ტბების რვა შტატში მცხოვრები დაახლოებით 4500, ხოლო კანადის პროვინცია ონტარიოდან 500 მკვიდრი მოსახლე შეირჩა.
შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 90% მნიშვნელოვნად მიიჩნევს დიდი ტბების დაცვის საკითხს; 70% – ტბებზე ღელავს, რაც 2015 წელთან შედარებით 17%-იან ზრდას წარმოადგენს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი – 56%, მზად არის ტბების სასარგებლოდ, წყლის გადასახადის სახით, 5 $ ან მეტი გადიხადოს.
”ეს შედეგი, თავისთავად, აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ტბების წყლის ხარისხის გაუმჯობესება მატერიალური ღირებულებაა” – განაცხადა დიდი ტბების წყლის ხარისხის კომისიის საბჭოს ამერიკელმა თანათავმჯდომარემ – ჯონ ალანმა (Jon Allan).
მაცხოვრებლების დაახლოებით 41% წყლის უმთავრეს დამაბინძურებლად ფერმებსა და სამრეწველო საქმიანობას ასახელებს. გამოკითხულთა შორის ყოველი მეხუთე უახლოეს ტბებში მთავარ პრობლემად ინვაზიურ სახეობებს მიიჩნევს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი აზიური კობრა და ზებრა მიდიებია, რომლებიც დიდი ტბების რეგიონში არსებულ 7 მილიარდი დოლარის ღირებულების თევზჭერის ინდუსტრიას საფრთხეს უქმნის.
დაახლოებით 36% თვლის, რომ მათთან ახლოს მდებარე ტბის წყალი სასმელად უსაფრთხო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 40 მილიონი ადამიანი სწორედ ტბის რესურსით მარაგდება.
გამოკითხულთა თითქმის 40% ფიქრობს, რომ თევზის ჭამა უსაფრთხო არ არის, ხოლო 40% – მათ საყვარელ ტბაში ბანაობას უსაფრთხოდ მიიჩნევს. სუპერიორისა და ჰურონის ტბების მახლობლად მცხოვრები ადამიანები ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ თავს მოცემულ ტბებში ცურვისას, თევზის ჭამისა თუ წყლის დალევის დროს.
მოსახლეობის უმრავლესობა – 84% თვლის, რომ დიდი ტბების მდგომარეობის დაცვაში ყველა თავის წვლილს იღებს. ამასთან, გამოკითხულთა მესამედზე, ხოლო მკვიდრი მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი მთავრობა ტბების დაცვაზეა პასუხისმგებელი.
”ინდივიდებმა აღიარეს თავისი როლი, შესაბამისად ტბების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. ისინი აცნობიერებენ, რომ არსებობს საზღვრები, თუ რისი მიღწევა შეუძლია ცალკეული ადამიანის ქმედებებს” – განაცხადა ალანმა. ”დროთა განმავლობაში მეტი ადამიანი მიმართავს ადგილობრივ მთავრობებს, რათა დაეხმარონ და შეასრულონ საზოგადოების წინაშე არსებული პასუხისმგებლობა ტბების მდგომარეობისა და წყლის ხარისხის დასაცავად.”
ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების ორპარტიული ინფრასტრუქტურის კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომელიც დიდი ტბების აღდგენის ინიციატივასა და დასუფთავების ფედერალურ პროგრამას მოიცავს. 2010 წლიდან მოყოლებული, პროგრამის ფარგლებში, 6000-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომლისთვისაც თითქმის 4 მილიარდი დოლარი იყო გამოყოფილი. ვისკონსინის შტატმა დაახლოებით 405 მილიონი აშშ დოლარი მიიღო 500-ზე მეტი პროექტის განსახორციელებლად, რომლებიც დიდი ტბების მიმდებარედ არსებული ტერიტორიების გაწმენდასა და აღდგენას ისახავს მიზნად.
მიუხედავად ბოლო ათწლეულებში ჩადებული ფედერალური ინვესტიციებისა, მოსახლეობის თითქმის 60% ფიქრობს, რომ ეს არ კმარა დიდი ტბების დასაცავად. გამოკითხულთა თითქმის 80% მიიჩნევს, რომ რეგიონის ტბების მდგომარეობის გაუარესება რეგიონის ეკონომიკას დააზარალებს.
„ძირძველი, შერეული მაცხოვრებლებისა და ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან კულტურული მნიშვნელობის ზოგიერთი სახეობის გამო, რომელთა არსებობაც დიდი ტბების მდგომარეობასა და წყლის ხარისხზეა დამოკიდებული“ – განაცხადა წყლის რესურსის სპეციალისტმა, შინეკოკის ერის ჩარიცხულმა მოქალაქემ და საბჭოს წევრმა კელსი ლეონარდმა (Kelsey Leonard).
დაახლოებით 80% ფიქრობს, რომ ტბების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ძირძველი მაცხოვრებლების 95 %-თან შედარებით. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მზად არის სამომხმარებლო პროდუქციისთვის მეტი გადაიხადოს, რაც შემდგომში ტბების რეგულაციების აღსრულებას მოხმარდება. აღსანიშნია, რომ გამოკითხული ადამიანების უმეტესობა ყოველწლიურად 50 000 $-ზე მეტს გამოიმუშავებს.
გამოკითხულთა დაახლოებით 60%-ს თეთრკანიან მოსახლეობა წარმოადგენს, 11% – ძირძველი მოსახლეა, 10 % – აფროამერიკელები არიან.
სატელეფონო გამოკითხვა მიმდინარე წლის 5 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ზაფხულის განმავლობაში ცალკეული ონლაინ გამოკითხვა ჩატარდა, თუმცა ამ შემთხვევაში გამოკითხული ინდივიდები შემთხვევითობის პრინციპით არ იყვნენ შერჩეულნი.
სტატიაზე მუშაობდა : ლიზი ფირცხალაიშვილი და ლიზი უგულავა
წყარო : www.wpr.org