GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

რა რაოდენობის დაბინძურებას სუნთქავთ ყოველდღიურად?

Homepage შემეცნებითი რა რაოდენობის დაბინძურებას სუნთქავთ ყოველდღიურად?
შემეცნებითი

რა რაოდენობის დაბინძურებას სუნთქავთ ყოველდღიურად?

აპრილი 12, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
167 ნახვა
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა ნორმა, რომელსაც უნდა მიაღწიოს ქალაქებმა – საშუალოდ, 10 მიკროგრამი PM 2.5 1 კუბურ მეტრზე.
  • მიკროგრამი ძალიან, ძალიან პატარაა. იმდენად მცირეა, რომ მიუხედავად დღეში, დაახლოებით, 124,4 მიკროგრამი PM 2,5-ის ჩასუნთქვისა, სავარაუდოდ, 100 დღე დასჭირდება იმისთვის, რომ თქვენ მიერ შესუნთქული PM 2,5-ის ოდენობა ბრინჯის მარცვლის ზომას გაუტოლდეს.
  • PM 2.5 იმდენად მცირეა, რომ მას შეუძლია განუსაზღვრელი დროის განმავლობაში ღრმად დაისვენოს თქვენს ფილტვებში, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ PM 5, ასევე, აღწევს სისხლძარღვებში, საიდანაც ის შეიძლება მუდმივად გადავიდეს სხეულში.
  • ხველა, ხიხინი, ასთმა, ბრონქიტი, მაღალი წნევა, გულის შეტევა, კიბო, ინსულტი და ნაადრევი სიკვდილი შეიძლება ასოცირებული იყოს იმასთან, რასაც სუნთქავდით მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ჩვენ დღეში, დაახლოებით, 22 000-ჯერ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ. ეს ავტომატური ქმედებაა, რომელზეც ჩვეულებრივ არ ვფიქრობთ ხოლმე… მაგრამ, ალბათ, უნდა ვიფიქროთ. ყველა ვხვდებით, რომ ზემოხსენებულ პროცესში ჩავისუნთქავთ ჟანგბადს და გამოვყოფთ ნახშირორჟანგს, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რა ხდება ჩასუნთქვისას?

რამდენადაა დაბინძურებული მსოფლიო?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა ნორმა, რომელსაც უნდა მიაღწიოს ქალაქებმა – საშუალოდ, 10 მიკროგრამი PM 2.5 1 კუბურ მეტრზე. ზოგიერთმა ქალაქმა, როგორიცაა სან-ფრანცისკო, სადაც ელექტრო მანქანები დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიაღწია ამ ზღვარს, ზოგიერთი კი, როგორიცაა პეკინი, მნიშვნელოვნად აჭარბებს დადგენილ ნორმას, 7-ჯერ მეტით 2016 წელს, მაშინ, როცა ჩინეთის მცხოვრებლები სუნთქავენ PM 2.5-ის 220 000 000-მდე ნაწილაკს დღეში ან 2 500-ს წამში. ლონდონის ნორმაა, დაახლოებით, 10-დან 20 მიკროგრამამდე კუბურ მეტრზე, რაც ფაქტობრივად გამოდის 44 000 000 ნაწილაკამდე დღეში ან 509 ნაწილაკამდე წამში. ეს მაჩვენებელი პეკინზე ბევრად უკეთესია, მაგრამ PM 2.5 არაა ისეთი რამ, რაც გვინდა, რომ ორგანიზმში გვქონდეს.

რამდენად დიდია მიკროგრამი? ის ძალიან, ძალიან პატარაა. იმდენად მცირეა, რომ მიუხედავად დღეში, დაახლოებით, 124,4 მიკროგრამი PM 2,5-ის ჩასუნთქვისა, სავარაუდოდ, 100 დღე დასჭირდება იმისთვის, რომ თქვენ მიერ შესუნთქული PM 2,5-ის ოდენობა ბრინჯის მარცვლის ზომას გაუტოლდეს. ცხადია, ლონდონზე უფრო დაბინძურებულ ქალაქში რომ გეცხოვრათ, ბრინჯის ეს მარცვლები უფრო სწრაფად შეგროვდებოდა. პეკინი მოგცემთ მთლიან მარცვლეულს სულ რაღაც სამ კვირაში! მაშ, არის, თუ არა ეს სანერვიულო? დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ბრინჯის მარცვალი მცირეა, ეფექტი სხეულზე კუმულაციურია. დიდ ბრიტანეთში ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში თქვენ გექნებათ 3,5-ზე მეტი დაბინძურებული „ბრინჯის მარცვალი“ სხეულში. ათი წლის განმავლობაში ეს რაოდენობა შეადგენს 35 მარცვალს. ერთი შეხედვით, მთლიანობაში ბევრი არაა, მაგრამ ეს ნაწილაკები შეიძლება დარჩეს თქვენს სხეულში მთელი სიცოცხლის განმავლობაში და შეიცავდეს ისეთ ტოქსიკურ დამაბინძურებლებს, როგორიცაა დარიშხანი და ნახშირბადი.

სად მიდის დაბინძურება?

მაშ, რა ხდება, როცა სუნთქავთ? სუნთქვისას ყველაფერი გადადის თქვენს ფილტვებში, ჰაერი მიედინება და საბოლოოდ შედის ხუთასი მილიონი ალვეოლიდან ერთ-ერთში. ეს წვრილი, დაჯგუფებული საჰაერო ტომრები საშუალებას აძლევს ჟანგბადს, შეაღწიოს სისხლში, სადაც ის შემდეგ გადაეცემა მთელ სხეულს. რაც შეეხება დაბინძურებას, რომელიც თქვენ ჩაისუნთქეთ – PM 2.5 იმდენად მცირეა, რომ მას შეუძლია განუსაზღვრელი დროის განმავლობაში ღრმად დაისვენოს თქვენს ფილტვებში, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელია ის, რომ PM 2.5, ასევე, აღწევს სისხლძარღვებში, საიდანაც ის შეიძლება მუდმივად გადავიდეს სხეულში. ჯანმრთელობაზე ზემოქმედება განსხვავებულია, მაგრამ რაც დრო გადის, ხველა, ხიხინი, ასთმა, ბრონქიტი, მაღალი წნევა, გულის შეტევა, კიბო, ინსულტი და ნაადრევი სიკვდილი შეიძლება ასოცირებული იყოს იმასთან, რასაც სუნთქავდით მთელი ცხოვრების განმავლობაში.

„სუფთა ჰაერის ზონის“ გადაწყვეტილება

ლონდონში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი სამოცი წლისას 200-ზე მეტი მარცვლეულის ზომის დაბინძურების კაფსულის ექვივალენტს შეისუნთქავს სხეულში. სინამდვილეში, ეს რაოდენობა ალბათ კიდევ უფრო მეტია, რადგან ძალიან ცოტა აქცევდა ყურადღებას ჰაერის ხარისხს 1960-იან წლებში და შესაძლოა, ადამიანი მუშაობდა დაბინძურებულ ქარხნებშიც. საბედნიეროდ, „სუფთა ჰაერის ზონას“ შეუძლია ამ პრობლემის თავიდან აცილება მომდევნო სამოცი წლის განმავლობაში.

„სუფთა ჰაერის ზონა“ თქვენი გარემოს ჰაერის სისუფთავეს უზრუნველყოფს. ჰაერის გამწმენდი ბიორეაქტორი იყენებს მოლეკულური მუხტის მიზიდულობას, რათა მიიზიდოს დამაბინძურებლები მიმდებარე ტერიტორიაზე, სანამ მათ გაანეიტრალებს U-Ox-ის გამოყენებით. ჰაერის თითოეულ გამწმენდს აქვს 276 მუხის „გამასუფთავებელი” ძალა, რომელიც ძალიან ეფექტური გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი სხეული დიდხანს დარჩეს ჯანმრთელად, ფაქტობრივად დაბინძურება, რომელიც თქვენს ფილტვებს უნდა ჩაესუნთქა, ბიორეაქტორისთვის უფრო გამოსადეგია.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნატალი ბზიკაძე

წყარო : www.autoexpress.co.uk

ნახვები : 81 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
მანქანის გამონაბოლქვი: რას ნიშნავს კვამლის სხვადასხვა სახეობა და ფერი
შემდეგი პოსტი
„ლოქდაუნის“ დროს დაბინძურების შემცირებამ გადაარჩინა 800 სიცოცხლე 47 ქალაქში, ნათქვამია ახალ კვლევაში

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
  • ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
  • ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
  • ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
  • ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 2, თებ
BMW-ის დაუმტკიცეს პატენტი, რომელიც ელექტრომობილებს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ენერგია ,,მწოლიარე პოლიციელებისგან’’
სამშაბათი, 31, იან
ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ – 6 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ
პარასკევი, 27, იან
ახალი კვლევის შედეგად, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მწვანე ქალაქების ცენტრები გამოვლინდა
პარასკევი, 27, იან
ექსტრემალურ სიცხეში მუშაობა ნაყოფზე მძიმედ მოქმედებს
ორშაბათი, 23, იან
ნიუ ჯერსის შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ ფოიერვერკების გაყიდვაზე უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებს
ორშაბათი, 23, იან
„ULEZ“ – „ყველაზე დაბალი გამონაბოლქვის ზონა“ – მთელს ლონდონს დაფარავს

Welcome back,