ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
ლონდონის და მილანის მერები დღეს ერთმანეთს შეხვდებიან და იმსჯელებენ ისეთი პრობლემების მოგვარების გზებზე, როგორებიცაა ჰაერის დაბინძურება, კლიმატური კრიზისი და საცობები.
C40 Cities თავმჯდომარე სადიქ ხანი ლონდონიდან და ევროპის ვიცე-თავმჯდომარე, ჯუზეპე ზალა მილანიდან ექსპერტებს მრგვალ მაგიდასთან შეკრებენ. ეს შეხვედრა მიეძღვნება ქალაქებში ჰაერის დაბინძურების დონის შემცირებას გამონაბოლქვების დაბალი დონის ზონების შექმნის მეშვეობით.
C40 Cities საერთაშორისო ქსელია, რომელიც 40 ქალაქის მერს აერთიანებს, რომლებიც კლიმატის პრობლემების ეფექტური მოგვარების გზებზე მუშაობენ. ორ მერს შეუერთდებიან სამედიცინო ექსპერტები, რომელთა შორისაა პროფესორი ფრენკ კელი, კამპანიის მონაწილე როზამუნდ ადუ-ქისი-დეპრაჰი და ორგანიზაცია „დედები ფილტვებისთვის“ ხელმძღვანელი, ჯემაიმა ჰარტშორნი.
დღეს ხანი ასევე ხსნის ფორუმს „მწვანე და ჯანსაღი ქუჩები“ C40-ისთვის, რომელიც მერებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ სამუშაოებში, გაზარდონ კოლექტიური ამბიციები და დააჩქარონ 2030 წლისთვის თავიანთი ქალაქების ზოგიერთი უბნების ნულოვანი გამონაბოლქვის ზონებად ქცევის პროცესი.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 14 ქალაქი, მათ შორის, ბარსელონა, მილანი, ლონდონი, დელი და ლოს-ანჯელესი. იქ შეაჯამებენ იმ დისკუსიებს, რომლებიც გასულ წელს შედგა ლონდონში სატრანსპორტო და ჰაერის ხარისხის სამიტსა და C40-ის საერთაშორისო სამიტზე ბუენოს-აირესში.
ხანმა განაცხადა: „ჰაერის ტოქსიკური დაბინძურება ჩვენს მრავალ ქალაქში ჯანდაცვის კრიზისის მიზეზი გახდა, რაც ნაადრევ სიკვდილიანობასა და ქრონიკულ დაავადებებს იწვევს. როგორც C40 Cities-ის თავმჯდომარე, მხარს ვუჭერ საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სამუშაოების ჩატარებას საცობების, ჰაერის დაბინძურებისა და კლიმატური კრიზისის მოსაგვარებლად.“ ჰაერის დაბინძურება ყოველწლიურად მსოფლიოში 7 მილიონამდე ადამიანის სიკვდილს იწვევს.
„კეთილი იყოს მერ ზალას მობრძანება ლონდონში, რათა ერთად ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია ვიმუშაოთ გლობალური კრიზისის მოგვარების გზებზე. მადლობას მოვახსენებ საცობებსა და ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლისთვის და მილანის დაბალგამონაბოლქვიანი B ზონის შექმნისთვის.“
ჯანმომ განაცხადა, რომ დედამიწის თითქმის მთელი მოსახლეობა (98%) ჰაერის დაბინძურებისგან ზარალდება. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქვეყნებში, სადაც ხალხს დაბალი და საშუალო შემოსავალი აქვს.
მსოფლიოს მასშტაბით ჰაერის დაბინძურებისგან დაახლოებით 7 მილიონი ადამიანი კვდება. აგრეთვე მრავალი ადამიანის ჯანმრთელობა ზარალდება და ავადდებიან ასთმით, გულისა და ფილტვების დაავადებებით.
მილანში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ხარისხის ჰაერია ევროპაში, რის გამოც ამ ქალაქის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-3 წლით მცირდება. იქ საკმაოდ დიდია ავტომობილების რაოდენობა: 100 ადამიანზე 51 ავტომანქანა მოდის.
მილანში B ზონის პროექტი, რომელშიც გამონაბოქლვების დონე (LEZ) დაბალი უნდა ყოფილიყო, 2019 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე აიკრძალა გამონაბოლქვის მაღალი დონე 70%-მდე ავტომობილისთვის. გეგმაშია ავტოტრანსპორტის სტანდარტების ნელი ზრდა 2030 წლამდე.
მილანის მერმა, ჯუზეპე ზალამ, განაცხადა: „მოხარული ვარ ლონდონის მერს რომ შევხვდი, რათა განგვეხილა ჩვენი საერთო ვალდებულებები კლიმატური კრიზისის, საცობებისა და ჰაერის დაბინძურების გადაუდებელი პრობლემების მოგვარებაში. თუ ერთად ვიმუშავებთ და გამოცდილებას გავაზიარებთ, გლობალურ დონეზე წარმატებებს მივაღწევთ.“
ლონდონში, ტოქსიკურ ჰაერთან ბრძოლის ფარგლებში, რიგი ინიციატივები ხორციელდება: ზედაბალი გამონაბოლქვების ზონა (ULEZ) ახლა 18-ჯერ დიდია თავის პირველად ფართობზე. ამის წყალობით, ლონდონის ცენტრში ჰაერში NO2-ის შემცველობა 44%-ით შემცირდა, ხოლო ლონდონის შიდა ნაწილში – 22%-ით.
ამ წლის აგვისტოში ULEZ-ი უფრო გაფართოვდება და კიდევ 5 მილიონ მოსახლის საცხოვრებელ არეალზე გავრცელდება. ამის პარალელურად იმოქმედებს შეღავათიანი მგზავრობის ტარიფი, რაც 110 ფუტი სტერლინგი დაუჯდებათ დაბალშემოსავლიან ლონდონელებს, შშმ პირებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მცირე ბიზნესის მფლობელებსა და ინდმეწარმეებს.
არსებული შეღავეთების ვადები ინვალიდი მძღოლებისთვის, საზოგადოებრივი მიკრო-ავტობუსებისთვის, რომლებსაც არაკომერციული ორგანიზაციები იყენებენ, გაგრძელდება 2025-2027 წ.წ.-ების ოქტომბრამდე.
სტატიაზე მუშაობდა : ლილიან მეტრეველი და მარიამ მდინარაძე
წყარო : airqualitynews.com
20 მარტი 2023 წელი.