GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად

Homepage მსოფლიო ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
მსოფლიო

ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად

მარტი 11, 2023
By GREENPOLE
0 კომენტარი
17 ნახვა
  • ორგანიზაცია „გლობალური სამოქმედო გეგმა“ ლონდონში შეშის წვის წინააღმდეგ მიმართულ ახალ კამპანიას იწყებს
  • შეშის წვის შედეგად PM 2.5 ნაწილაკები გამოიყოფა, რაც სავალალო გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე, იწვევს რა ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ასთმა, გულის იშემიური დაავადება და ფილტვების კიბო
  • შეშის წვა აგრეთვე ჰაერის ერთ-ერთი უმთავრესი დამაბინძურებელია

 

ლონდონში დაწყებული ახალი კამპანია ავრცელებს ინფორმაციას შეშის ბუხრების საშიშროებაზე, რადგან ბევრმა ადამიანმა ჯერ კიდევ არ იცის ამის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიაზაცია „გლობალური სამოქმედო გეგმამ“ (Global Action Plan), რომელიც ყოველწლიურად მართავს „სუფთა ჰაერის დღეს“ (Clear Air Day) და „ურბანულ ჯანმრთელობაზე გავლენას“ (Impact on Urban Health) ახალი საინფორმაციო გვერდი შექმნა, რომელზეც მკითხველებს შეშის წვის გარემოზე უარყოფით გავლენებს აცნობს.

ცნობილია, ბუხარი PM 2.5 ნაწილაკებს გამოყოფს, რაც იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ასთმა, გულის იშემიური დაავადება და ფილტვის კიბო. საინტერესოა, რომ სახლები, სადაც „ეკო-ბუხრები“ დგას, სამჯერ უფრო დაბინძურებულია, ვიდრე სახლები, სადაც ასეთი გათბობის საშუალება არ არის.

ამის მიუხედავად, ბუხრები მოსახლეობაში ჯერ კიდევ საკმაოდ პოპულარულია, ხოლო შეშის გაყიდვები სექტემბერში 60%-ით გაიზარდა. ეს გვანიშნებს, რომ მოსახლეობა ვერ აცნობიერებს ბუხრის უარყოფით გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ელექტროენერგიაზე მაღალი ტარიფის გამო ზოგი ადამიანი ბუხარს ეკონომიის მიზნითაც იყენებს, თუმცა მათი რაოდენობა მხოლოდ 8%-ია, დანარჩენები კი ამას „ესთეტიკური შეხედულებებისა“ და „ნოსტალგიის“ გამო აკეთებენ.

რეიჩელ პიჯინი, „ურბანულ ჯანმრთელობაზე გავლენის“ (Impact on Urban Health) პროექტის მენეჯერი, ამბობს: „ჰაერის დაბინძურება ღუპავს ადამიანის ჯანმრთელობას და განსაკუთრებით მძიმე გავლენას ახდენს მოსახლეობის ყველაზე დაუცველ ნაწილზე – ბავშვებზე. შეშის წვა წვრილი ნაწილაკების გამოყოფის უმთავრესი წყაროა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მავნე დამაბინძურებელია, თუმცა მოსახლეობამ ამაზე ცოტა რამ იცის. ეს მთავარ წინაღობას წარმოადგენს შეშის წვის შემცირებისთვის. საჭიროა, ხალხმა იცოდეს, რომ შეშის წვა აბინძურებს გარემოს და ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს უმთავრესი ნაბიჯია ქცევის შეცვლისთვისა და, საჭიროებისამებრ, სხვა ენერგიის წყაროებზე გადასვლისთვის.“

გარდა დეტალური საინფორმაციო გვერდისა „გლობალური სამოქმედო გეგმის სუფთა ჰაერის ცენტრზე“ (Global Action Plan’s Clean Air Hub), ორივე საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ძაღლი, კატა და თაგვის“ (Dog Cat & Mouse) და „ჯონ აილინგი და პარტნიორებთან“ (JAA Media) თანამშრომლობის ფარგლებში შეიმუშავა ციფრული სტრატეგია, რომლის სამიზნე აუდიტორია ის ლონდონელებია, რომლებსაც უკვე აქვთ ბუხარი ან მის შეძენას აპირებენ.

კამპანია ბუხრის მავნებლობაზე უტყუარ ფაქტებს აწვდის მოსახლეობას მსუბუქი იუმორით სამეზობლო ფორუმ „გვერდითა კარის“ (Nextdoor) პოსტებში.

ტესა ბართოლომიუ-გუდი, კამპანია „გლობალური სამოქმედო გეგმის“ ლიდერი, ამბობს: “ჩვენ მიზნად არ ვისახავთ იმ ხალხის შერცხვენას, ვისთვისაც ბუხარი გათბობის მთავარი წყაროა (თუმცა მათი რაოდენობა პროცენტულად ძალიან დაბალია), არამედ გვსურს, რომ ის ხალხი დაფიქრდეს, რომლებიც ბუხარს ინტერიერის გალამაზებისთვის და ესთეტიკისთვის იყენებს. ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა საფრთხეები იმალება „მყუდრო ატმოსფეროს“ მიღმა, რომელსაც ბუხარი ქმნის. ჩვენი კამპანია მყარ ფაქტებს ეყრდნობა. მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება, რათა მათ გააზრებული არჩევანი გააკეთონ. როდესაც „გლობალურ სამოქმედო გეგმას“ შევუერთდი, თავადაც უმრავლესობასავით არ ვიცოდი შეშის წვის მავნე გავლენაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და ჩვენი პლანეტის კლიმატზე“.

 

სტატიაზე მუშაობდა : მარიამ სიხარულძე და ლილიან მეტრეველი

წყარო : airqualitynews.com

12 მარტი 2023 წელი.

ნახვები : 30 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
შემდეგი პოსტი
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,