GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

ლაჰორი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით, ნიუ-დელი კი – მეორეზე.

Homepage მსოფლიო ლაჰორი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით, ნიუ-დელი კი - მეორეზე.
მსოფლიო

ლაჰორი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით, ნიუ-დელი კი – მეორეზე.

იანვარი 28, 2022
By GREENPOLE
0 კომენტარი
604 ნახვა
ნახვები : 125
  • სმოგი აგრძელებს ლაჰორის ჰაერის დაბინძურებას და იგი რჩება მსოფლიოს ყველაზე ცუდი ჰაერის ხარისხის მქონე ქალაქების სიის სათავეში – გვატყობინებს ARY News
  • კვამლი, რომელიც წარმოიქმნება ქარხნების მუშაობისგან, ნარჩენების, ნახშირის, ზეთის, ბორბლებისა და ნაგვის წვისგან, ატმოსფეროში აღწევს და ამის შედეგი თვალსაჩინოა – ამბობენ ექსპერტები.
  • ჰაერის დაბინძურების ინდექსი გამოითვლება ხუთი კრიტერიუმის მიხედვით: მიწისპირა ოზონის, PM ნაწილაკების, ნახშირბადის მონოოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციით.

საერთაშორისო მედიის ცნობით, ლაჰორი მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქალაქია. მისი AQI (ჰაერის დაბინძურების ინდექსი) არის 322.  ინდოეთის დედაქალაქი, ნიუ-დელი, მეორე ადგილზე რჩება (AQI – 319). ჩინეთის ქალაქი უხანი კი მესამე ადგილს იკავებს (AQI – 231).

AQI სისტემის თანახმად, ჰაერის დაბინძურების ინდექსი 151-200-მდე ითვლება არაჯანსაღად, 201-დან 300-მდე შედარებით უფრო მავნედ, 300-ზე მეტი კი – მომწამვლელად.

როგორც მედია იუწყება, ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში მოსავლის ნარჩენებისა და ნაგვის წვა ჰაერის საშინელ დაბინძურებას იწვევს.

ზოგადად ჰაერის ხარისხი ზამთარში უარესდება ზაფხულთან შედარებით, რამაც გამოიწვია ატმოსფეროში მომწამვლელი ნაწილაკების ქვევით გადაადგილება და ატმოსფეროს დაბინძურება. ამის  შედეგად მავნე ნივთიერებების ფენა, მათ შორის დიდი მოცულობით ნახშირბადი და კვამლი, ფარავს ქალაქს.

კვამლი, რომელიც წარმოიქმნება ქარხნების მუშაობისგან, ნარჩენების, ნახშირის, ზეთის, ბორბლებისა და ნაგვის წვისგან, ატმოსფეროში აღწევს და ამის შედეგი თვალსაჩინოა – ამბობენ ექსპერტები.

აქედან გამომდინარე, ჰაერის დაბინძურება უკიდურესად საშიშ დონემდე აღწევს, რაც ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას ამძიმებს.

ჰაერის დაბინძურების ინდექსი გამოითვლება ხუთი კრიტერიუმის მიხედვით: მიწისპირა ოზონის, PM ნაწილაკების, ნახშირბოდის მონოოქსიდის, გოგირდის დიოქსიდისა და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციით.

 

სტატიაზე მუშაობდა : ქეთო გობრონიძე და ნინი თოიძე

წყარო : arynews.tv


წინა პოსტი
აშშ-ის ექვს ქალაქში სასმელ წყალში ,,სამუდამო ქიმიკატების“ შემცველობა დასაშვებ ნორმას აჭარბებს
შემდეგი პოსტი
შანხაი წყლის და ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
  • რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
  • ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
  • მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
  • გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 9, ოქტ
ახალი კვლევა PM1-ის მონიტორინგის საჭიროებას ადასტურებს
ოთხშაბათი, 17, სექ
რა გზები არსებობს ტროპოსფერულ ოზონთან დაკავშირებით? ახალი გეგმა დამაბინძურებლების წინააღმდეგ
პარასკევი, 12, სექ
ჰაერის დაბინძურება კავშირშია მუცლად მყოფი ჩვილების ტვინის ცვლილებებთან
შაბათი, 30, აგვ
მდინარეების წყლის დონე მსოფლიო მასშტაბით რეკორდულ მინიმუმზე დაეცა
შაბათი, 2, აგვ
გზა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომუნიკაციისკენ დიდ ბრიტანეთში
პარასკევი, 1, აგვ
ახალ კვლევას ელექტრომობილების ბატარეების მომსახურების სერტიფიკატების მიღების აუცილებლობასთან მივყავართ

Welcome back,