ხმაურით დაბინძურება აზიანებს ზღვის მცენარეულობას
მართალია, პლანეტას „ყურები არ აქვს“, თუმცა ეს ვერ აბრკოლებს ხმაურით დაბინძურებას, რაც უდიდეს ზიანს აყენებს მას.
- ხმაურით დაბინძურება გავლენას ახდენს პლანეტის ცოცხალი სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილზე – წყალმცენარეებზე.
- ხმაურით დაბინძურება ზიანს აყენებს ზღვის მცენარეებს, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელია წყალქვეშა სამყაროსთვის, რადგან ისინი ბევრი ორგანიზმისთვის ენერგიის წყაროს წარმოადგენს.
- მეცნიერებმა ახლახანს აღმოაჩინეს, რომ ხმელთაშუა ზღვის მცენარე ნეპტუნი, ერთ-ერთი დაცული სახეობა წყალქვეშა მცენარეებისა, საკმაოდ ზიანდება გამუდმებული წყალქვეშა აფეთქებებისა და ხმაურით დაბინძურების სხვა წყაროების გამო.
ხმაურით დაბინძურებას იწვევს, მაგალითად, საჰაერო ხრახნები, რომლებიც წყალქვეშ მუშაობით ხომალდებს ენერგიას აწვდის, ასევე ნავთობმომპოვებელი კომპანიების მიერ ახალი საბადოების აღმოჩენის მიზნით გამოყენებული ჭაბურღილების მიწისქვეშა აფეთქებები, რომლებიც ჰაერის წნევის მეშვეობით მოქმედებს. ეს და სხვა ადამიანური საქმიანობები საერთო ჯამში ერთ დიდ კაკოფონიას ქმნის პლანეტისთვის და განსაკუთრებით ოკეანისთვის. წლების განმავლობაში მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ადამიანები იწვევენ ხმაურით დაბინძურებას, რაც რეალურად ზიანის მომტანია ზღვის ცოცხალი ორანიზმებისთვის, მათ შორის ვეშაპებისა და თევზებისთვის.
მიუხედავად ამისა, ახალი კვლევის მიხედვით, ხმაურით დაბინძურება არ აზიანებს მხოლოდ იმ ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებსაც სასმენი ორგანო, ყური, აქვთ. უფრო მეტიც, ის არ აზიანებს მხოლოდ წყალქვეშა ცხოველებს, არამედ მცენარეებსაც. უახლესმა კვლევამ დაადასტურა, რომ ხმაურით დაბინძურება, აკუსტიკური ქაოსი პირველ რიგში სწორედ წყალქვეშა მცენარეებისთვისაა საზიანო.
მეცნიერებმა ახლახანს აღმოაჩინეს, რომ ხმელთაშუა ზღვის მცენარე ნეპტუნი, ერთ-ერთი დაცული სახეობა წყალქვეშა მცენარეებისა, საკმაოდ ზიანდება გამუდმებული წყალქვეშა აფეთქებებისა და ხმაურით დაბინძურების სხვა წყაროების გამო.
კვლევა ჩაატარა ბიოაკუსტიკოსმა, მიშელ ანდრემ, ესპანეთის კატალონიის უნივერსიტეტის ბიოაკუსტიკის ლაბორატორიის დირექტორმა, რომელმაც განაცხადა, რომ ის შთაგონებული იყო ამ საკითხის შესწავლით მას შემდეგ, რაც თავის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად ათი წლით ადრე იკვლევდა თავფეხიანების/ცეპალოიდების მასიურ განადგურებასა და ტრავმებს, რომელთა გამომწვევ მიზეზებსაც მაშინ ვერ ხსნიდნენ. აღმოჩნდა, რომ ცეპალოიდები ზიანდებოდნენ დაბალსიხშირული ხმებითაც კი. თავფეხიანებს ძირითადად კარგად არ აქვთ განვითარებული სმენის ორგანოები, თუმცა მათ აქვთ სტატოცისტები (ეს ორგანო მხოლოდ უხერხემლო ორგანიზმებს აქვთ). მათი მეშვეობით ისინი გრძნობენ იმ ვიბრაციის ტალღებს, რომლებსაც გარედან შეჭრილი ხმაური იწვევს და ამგვარად ზიანდებიან.
„ამ აღმოჩენამ სრულიად შეგვიცცვალა საკითხისადმი ხედვა და გაგვიზარდა ინტერესი, რამაც წლების შემდეგ მიგვიყვანა ხმაურით დაბინძურების კვლევასთან“, – ამბობს ანდრე. აქამდე მკვლევრები ყურადღებას ამახვილებდნენ მხოლოდ წყალქვეშა ძუძუმწოვრებზე, რომელთაც სმენის ორგანოები აქვთ, ძირითადად ვეშაპებსა და დელფინებზე. ეს ორგანიზმები ყოველთვის ეძიებენ მეწყვილეს, საკვებს, კომუნიკაციას, აქვთ ნავიგაციის უნარი. მაგრამ წყალქვეშა სამყაროს ათასობით სხვა ცოცხალ ორგანიზმს, როგორებიცაა, მაგალითად, მარჯნის რიფები, მედუზები და ა.შ, სტატოცისტები აქვთ, შესაბამისად ის ხმაური, რასაც ადამიანის მიერ შექმნილი დანადგარები იწვევს, მათთვის ბევრად უფრო მძაფრად აღიქმება და ზიანს აყენებს. ისინი ამ ხმების მიმართ ბევრად უფრო სენსიტიურები არიან.
საინტერესოა ის, რომ წყალში მცენარეებს სტატოცისტები არ გააჩნიათ, მიუხედავად ამისა, ისინი კარგავენ თავიანთ თვისებებს ხმაურით დაბინძურების მატების ფონზე. რა იწვევს ამას? მათ აქვთ ამილოპლასტები, ის, რაც სახამებელს წარმოქმნის. ამილოპლასტები გრავიტაციულად მეტად მგრძნობიარე უჯრედოვანი სტრუქტურაა, რომელსაც აქვს სტატოცისტების მსგავსი სენსორული ორგანო. ამ გრავიტაციულად მგრძნობიარე უჯრედული სტრუქტურის დამსახურებით წყალქვეშა მცენარეებს უმარტივდებათ თავიანთი ფესვების მიმაგრება წყლის ზედაპირზე,
უახლეს ექსპერიმენტში ანდრემ და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს ხმის გამაძლიერებლები მცენარე ნეპტუნთან მიმართებით. კვლევისთვის წარმოქმნეს არაბუნებრივი ხმები, სიხშირე მერყეობდა 50-დან 400 ჰერცამდე. ხმაურის გამაღიზიანებლის პარალელურად მეცნიერები მცენარეებს მიკროსკოპით აკვირდებოდნენ. ორსაათიანი დაკვირვების შედეგად ამ დაბალი სიხშირის ხმებით გამოწვეულმა ხმაურით დაბინძურებამ მკვლევართა ჯგუფს საინტერესო შედეგი მიაღებინა.
აკუსტიკური დაზიანება იყო ძალიან მწვავე. გასტანა მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში. მცენარის ფესვები აღარ იყო ისეთი მყარი, წყალქვეშა ზედაპირზე ვეღარ ჩერდებოდა, ზოგისთვის ეს ცდა სასიკვდილოც კი აღმოჩნდა.
ავრორა რიკარტი არის ეკოლოგი წყალქვეშა მცენარეების განხრით ოკეანის მეცნიერებების ლაბორატორიაში. ის ამ კვლევაში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა ამბობს, რომ მიღებული მონაცემებით შოკირებულია. ამავდროულად მას სასიხარულოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ წყალქვეშა მცენარეების დაზიანების რეალურ წყაროს მიაკვლიეს. ამდენად, შესაძლებელი იქნება მათი დაცვა. მან აღნიშნა, რომ ნეპტუნის ბალახს აქვს უნიკალური თვისებები, ის ხელს უშლის ნახშირორჟანგის გამოყოფას, ხოლო გამოყოფის შემთხვევაში თავად შთანთქამს მას და ამით წყალქვეშა სამყაროს წმენდს. დროთა განმავლობაში ზღვის ბალახის მდელოები წარმოქმნის ფენებს, ბლოკავს ნახშირბადს ამ კედლებში და ხელს უშლის მის გამოთავისუფლებას ათასობით წლის განმავლობაში.
„თუ ხმაურით დაბინძურება აზიანებს სახამებლის წარმოქმნას, მაშინ ნახშირბადის მეტაბოლიზმის სისტემაც შეიცვლის სახეს, ამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია. ეს კი აუცილებლად მოახდენს განვლენას თავად ზღვის სამყაროს ცოცხალ ორგანიზმებზე“, – ამბობს რიკარტი.
ანდრეს კვლევის შედეგით დადასტურებული ფაქტი, რომ ხმაურით დაბინძურება აზიანებს წყალქვეშა მცენარეებს, მხოლოდ დასაწყისია და სამომავლოდ ბევრად მეტი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით.
სტატიაზე მუშაობდა : ნათია კურტანიძე და ნინი თოიძე
წყარო : www.smithsonianmag.com