GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

5 მიზეზი, რატომ უნდა დავიცვათ ე.წ. მანგროვის ტყეები

Homepage შემეცნებითი 5 მიზეზი, რატომ უნდა დავიცვათ ე.წ. მანგროვის ტყეები
შემეცნებითი

5 მიზეზი, რატომ უნდა დავიცვათ ე.წ. მანგროვის ტყეები

სექტემბერი 10, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
265 ნახვა
  • მანგროვისნაირი ღირებულების მქონე ეკოსისტემების დაცვა მნიშვნელოვანია როგორც ბიომრავალფეროვნებისთვის, ასევე ადგილობრივი ადამიანების განვითარებისთვის.
  • მანგროვის მდიდარი ეკოსისტემა ეხმარება პლანეტასა და ადამიანებს უნიკალური გზებით, როგორიცაა თევზისთვის სანაშენე ადგილების შექმნა და წყალდიდობისგან დაცვა.

შესაძლოა, მანგროვის ტყეები შიდა ტყეების უბრალო „ბიძაშვილებად“ მივიჩნიოთ, თუმცა მათი მდიდარი ეკოსისტემა ეხმარება პლანეტასა და ადამიანებს უნიკალური გზებით, როგორიცაა თევზისთვის სანაშენე ადგილების შექმნა და წყალდიდობისგან დაცვა.

მათი მნიშვნელობის მიუხედავად, მანგროვის ტყეები საფრთხის ქვეშ არიან. მათი დაახლოებით ერთი მესამედი უკვე აღარ არსებობს და ზოგიერთ რეგიონში ისინი ტროპიკულ ტყეებზე სწრაფად ნადგურდებიან. ჩვენ ვანადგურებთ დედამიწის ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან ეკოსისტემას. არსებობს უამრავი მიზეზი, თუ რატომ უნდა დავიცვათ მანგროვის ტყეები. ქვემოთ ამის 5 მიზეზს წარმოგიდგენთ.

 

  1. მანგროვი არის ბუნებრივი სანაპირო დაცვა

ამ ტყის ხეებს აქვთ მყარი ფესვი, რის გამოც ისინი წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს წყალდიდობებისა და შტორმის წინააღმდეგ.  ტყე იწოვს მდინარისა და ხმელეთის ნალექს, რაც ანელებს ეროზიას.

2017 წლის კვლევამ აჩვენა, რომ 2.4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს სანაპიროდან 100 კილომეტრის მანძილზე. მანგროვები ამ მოსახლეობას იცავს ზღვის დონის აწევისა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სხვა კატასტროფებისგან.

  1. მანგროვი არის ნახშირბადის ნიჟარა

სანაპიროს ტყეები ეხმარებიან ბრძოლას გლობალურ დათბობასთან ნახშირორჟანგის ატმოსფეროდან შთანთქმით. შეწოვილი ნახშირორჟანგი უშუალოდ მცენარეში ინახება. კვლევის მიხედვით, მანგროვის ტყეები ყველა სხვა ტიპის ტყეს უსწრებს შეწოვილი ნახშირორჟანგის მოცულობით.

  1. მანგროვი არის საარსებო წყარო

იმ ადამიანების სიცოცხლე, რომლებიც მანგროვში ან მასთან ახლოს ცხოვრობენ, დამოკიდებულია სწორედ ამ ხეებზე. ადგილობრივები იყენებენ

ხეებს საწვავისთვის, ავეჯის დასამზადებლად და  გასაყიდად. ასევე ისინი აგროვებენ მცენარეების ექსტრაქტს, რადგან მათ დიდი სამედიცინო ღირებულება გააჩნიათ, ხოლო ხეების ფოთლებს კი ცხოველების საკვებად იყენებენ.

  1. ისინი ხელს უწყობენ ეკოტურიზმს

მათი მდებარეობის გათვალისწინებით, მანფროვის ტყეები კარგ პირობებს ქმნის თევზაობისთვის, კაიაკისა და birdwatching-ისთვის.

  1. ისინი გამოირჩევიან ბიომრავალფეროვნებით

ტყეების ტერიტორიაზე გვხვდება მრავალი სახეობის თევზი, კიბო, მოლუსკები და ისეთი ძუძუმწოვრები, როგორიცაა ზღვის კუ. ასევე ტყე არის გადამფრენი ჩიტების თავშესაფარი. მაგრამ ეს ყველაფერი არაა. ამ ტყეებში არის ანტიბაქტერიული ნაერთები და მავნებლებისადმი მდგრადი გენები, რაც ადამიანებისთვის შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ამიტომ, მანგროვისნაირი ღირებულების მქონე ეკოსისტემების დაცვა მნიშვნელოვანია როგორც ბიომრავალფეროვნებისთვის, ასევე ადგილობრივი ადამიანების განვითარებისთვის.

სტატიაზე მუშაობდა : დეა კუსიანი

წყარო : www.ecowatch.com

ნახვები : 27 2 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
ხმაურით დაბინძურება აზიანებს ზღვის მცენარეულობას
შემდეგი პოსტი
საფრანგეთს ხმაურით დაბინძურება წელიწადში 156 მილიარდი ევრო უჯდება

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,