GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • რუკა
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართულიქართული
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • ჰაერის ხარისხის რუკა
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ანგარიშები
  • კონტაქტი
    • ჩვენი გუნდი
  • ქართული
  • ძებნა

კანადის ერთ-ერთ პროვინციაში 2021 წლის ბოლომდე ჭის წყალი უფასოდ შემოწმდება

Homepage მსოფლიო კანადის ერთ-ერთ პროვინციაში 2021 წლის ბოლომდე ჭის წყალი უფასოდ შემოწმდება
მსოფლიო

კანადის ერთ-ერთ პროვინციაში 2021 წლის ბოლომდე ჭის წყალი უფასოდ შემოწმდება

დეკემბერი 3, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
618 ნახვა
ნახვები : 73
  • სასმელ წყალში შეიძლება იყოს კოლიფორმული ბაქტერიები, ნაწლავის ჩხირი და სხვა მიკროორგანიზმები. იმისათვის, რომ ამან ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას, წყლის ხარისხის რეგულარული მონიტორინგია საჭირო.
  • ლეიქ ქაუნთის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროვინციაში მცხოვრები ოჯახების თითქმის ნახევარს აქვს კერძო ჭა, თუმცა შემოწმების თხოვნით მომართვიანობა საკმაოდ დაბალია.
  • იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჭისთვის სხვადასხვა ტიპის ფილტრებისა და გამწმენდების სისტემა არსებობს, რეკომენდირებულია უშუალოდ იმის ცოდნა, თუ რამდენად უსაფრთხოა წყალი დასალევად.

ლეიქ ქაუნთის მაცხოვრებლებს, რომლებსაც კერძო ჭები აქვთ, შეუძლიათ ისარგებლონ წყლის ხარისხის შემოწმების უფასო სერვისით. კერძო ჭები არ არის ისეთი ღრმა, როგორიც საჯარო მოხმარების ჭები, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში დაბინძურების შანსი უფრო მაღალია.

სასმელ წყალში შეიძლება იყოს კოლიფორმული ბაქტერიები, ნაწლავის ჩხირი და სხვა მიკროორგანიზმები. იმისათვის, რომ ამან ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას, წყლის ხარისხის რეგულარული მონიტორინგია საჭირო. დაბინძურებული წყალი იწვევს კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, დიარეასა და ღებინებას.

კანადის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი დეკემბრის ბოლომდე მოემსახურება მსურველებს და შეამოწმებს კერძო ჭების წყლის ხარისხს.

აღსანიშნავია, რომ წყლის ხარისხის შემოწმების სერვისი ყოველთვის არსებობდა ჯანდაცვის დეპარტამენტში, თუმცა წლის ბოლომდე იგი სრულიად უფასო იქნება, რათა უფრო მეტ ადამიანს შეეძლოს მომსახურების მიღება. ადრე მისი ფასი 70 კანადური დოლარი იყო.

ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს არ აქვთ ინფორმაცია ლეიქ ქაუნთის პროვინციის მასშტაბით რაიმე ტიპის სერიოზულ დაბინძურებაზე, თუმცა მსგავსი პროგრამა საჭიროა, რადგან ქუჩებში არსებული ჭებისგან განსხვავებით, რომლებიც რეგულარულად გადის ტესტირებას, კერძო ჭები მხოლოდ დაყენებისას მოწმდება.

ზემოხსენებული დეპარტამენტის ინფორმაციით, პროვინციაში მცხოვრები ოჯახების თითქმის ნახევარს აქვს კერძო ჭა, თუმცა შემოწმების თხოვნით მომართვიანობა საკმაოდ დაბალია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჭისთვის სხვადასხვა ტიპის ფილტრებისა და გამწმენდების სისტემა არსებობს, რეკომენდირებულია უშუალოდ იმის ცოდნა, თუ რამდენად უსაფრთხოა წყალი დასალევად.

ნიმუშის აღების შემდეგ იგი იგზავნება სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში. ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით მომსახურებით მოსარგებლე პირები მიიღებენ სპეციფიკურ რეკომენდაციებს წყლის ხარისხის შენარჩუნებისა თუ გაუმჯობესების მიზნით.

 

სტატიაზე მუშაობდა : ნინი თოიძე

წყარო : www.ideastream.org


წინა პოსტი
Google, YouTube აპირებენ აკრძალონ კლიმატის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის მონეტიზაცია
შემდეგი პოსტი
ახალი აპლიკაცია ელექტრომობილების ღირებულებასა და ეკოლოგიურ სარგებელს ითვლის

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
  • ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
  • ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
  • ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
  • დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2024 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ხუთშაბათი, 26, თებ
ფაბრიკებიდან გამომდინარე ჰაერის დაბინძურება შეიძლება სასიკვდილო იყოს და საიდუმლოდაც დარჩეს
კვირა, 8, თებ
ხილის მიღებამ შესაძლოა ფილტვები ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებისგან დაიცვას
ორშაბათი, 19, იან
ახალმა კვლევებმა აჩვენა რომ ორსულებისთვის დაბინძურებულ ჰაერთან შემხებლობა დაკავშირებულია ახალშობილთა ტვინის განვითარების შეფერხებასთან.
კვირა, 21, დეკ
ჰაერის დაბინძურება დაკავშირებულია სიმსუქნესა და დიაბეტთან
კვირა, 14, დეკ
დიდი ბრიტანეთის ჰაერის დაბინძურება
სამშაბათი, 9, დეკ
„We Care 4 Air“ გაერთიანებულ სამეფოში ნახშირწყალბადის ქსელს დააყენებს

Welcome back,