GreenPole
  • Donate
  • Menu Canvas
    • მთავარი
    • პროექტები
    • სიახლეები
      • საქართველო
      • მსოფლიო
    • შემეცნებითი
    • ჩვენი გუნდი
    • კონტაქტი
    • ქართული
      • English
  • ძებნა
GreenPole
  • მთავარი
  • პროექტები
  • სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
  • შემეცნებითი
  • ჩვენი გუნდი
  • კონტაქტი
  • ქართული
    • English
  • ძებნა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰაერის ხარისხის გაიდლაინების გამკაცრებას აანონსებს

Homepage მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰაერის ხარისხის გაიდლაინების გამკაცრებას აანონსებს
მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჰაერის ხარისხის გაიდლაინების გამკაცრებას აანონსებს

ნოემბერი 11, 2021
By GREENPOLE
0 კომენტარი
267 ნახვა
  • ყოველწლიურად, ჰაერის დაბინძურება დაახლოებით 7 მილიონ ნაადრევ სიკვდილს იწვევს.
  • დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა ზრდის რესპირატორული დაავადებების რისკს, როგორებიცაა: პნევმონია, ასთმა და მწვავე Covid-19.
  • დაბინძურებული ჰაერი ასევე არაგადამდები დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზია: გულის დაავადების, ინსულტისა და კიბოს.
  • ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა დაუცველი ჯგუფებისთვის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომლებშიც ჰაერის დაბალი ხარისხია, რაც გამოწვეულია ურბანიზაციით, სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, სახლის პირობებში კი საკვების მომზადებით, გათბობითა და განათებით.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), მილიონობით სიცოცხლის გადასარჩენად, ჰაერის ხარისხის გაიდლაინები 2005 წლის შემდეგ პირველად გაამკაცრა.

ახალი სახელმძღვანელოები ზიანის უტყუარ მტკიცებულებას უზრუნველყოფს, რომელსაც ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს, იმაზე ნაკლებ კონცენტრაციებშიც კი, ვიდრე წარსულში მოიაზრებოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ჰაერის ხარისხის თითქმის ყველა სახელმძღვანელო შეცვალა შემდეგნაირი გაფრთხილებით: ახალი დონის გადაჭარბება ჯანმრთელობის სერიოზულ რისკთანაა დაკავშირებული.

ყოველწლიურად, ჰაერის დაბინძურება დაახლოებით 7 მილიონ ნაადრევ სიკვდილს იწვევს და შედეგად ცხოვრების მილიონობით ჯანმრთელი წელი იკარგება.

WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორ ტედროს ადანომ ჰებრეისუსმა, კონფერენციაზე თქვა: „ცხოვრებისთვის ჰაერზე მნიშვნელოვანი არაფერია. მიუხედავად ამისა, ჰაერის დაბინძურების გამო, ისეთ მარტივ ქმედებას, როგორიც სუნთქვაა, წელიწადში შვიდი მილიონი სიცოცხლე  ეწირება. მსოფლიოში თითქმის ყველა ადამიანი ჰაერის არაჯანსაღი დონის ზემოქმედების საფრთხის წინაშე დგას. დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვა ზრდის რესპირატორული დაავადებების რისკს, როგორებიცაა: პნევმონია, ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და მწვავე Covid-19. დაბინძურებული ჰაერი ასევე არაგადამდები დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზია: გულის დაავადების, ინსულტისა და კიბოს.

„ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა ყველა ქვეყანაში. განსაკუთრებით საზიანოა დაუცველი ჯგუფებისთვის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომლებშიც ჰაერის დაბალი ხარისხია, რაც გამოწვეულია ურბანიზაციით, სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, სახლის პირობებში კი საკვების მომზადებით, გათბობითა და განათებით. დღეს, ჩვენ ამაყები ვართ, რომ ჰაერის ხარისხის გლობალური გაიდლაინების განახლებულ ვერსიას ვუშვებთ, რომელიც ჰაერის დაბინძურებისგან ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის უტყუარ მტკიცებულებას უზრუნველყოფს“.

პრესის გამოშვებაში მან დაამატა: “WHO-ს ჰაერის ხარისხის ახალი სახელმძღვანელოები არის მტკიცებულებაზე დაყრდნობილი და პრაქტიკული ხელსაწყო, იმ ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელზე ყველას სიცოცხლეა დამოკიდებული. მე ყველა ქვეყანას დიდ რეკომენდაციას ვუწევ და ასევე მათ, ვინც ჩვენი გარემოს დაცვისთვის იბრძვის. გამოიყენეთ ის, რათა შემცირდეს ზიანი და იხსნას მრავალი სიცოცხლე”.

WHO-ს ახალი გაიდლაინები ჰაერის ხარისხის დონეების ექვს დამაბინძურებელს უწევს რეკომენდაციას, მათ შორის: ნაწილაკებს (PM), ოზონს (O?), აზოტის დიოქსიდს (NO?), გოგირდის დიოქსიდს (SO?), ნახშირბადის მონოქსიდს (CO).

გაიდლაინები ასევე ხაზს უსვამს ნაწილაკების გარკვეული ტიპების მართვის კარგ პრაქტიკას, როგორიცაა შავი ნახშირბადი, ძალიან მცირე ნაწილაკები, ასევე ქვიშისა და მტვრის ქარიშხლების ნაწილაკები, რისთვისაც ამჟამად ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელო დონის დასადგენად არასაკმარისი მტკიცებულებაა.

 

სტატიაზე მუშაობდა : ანუკი კვეკვესკირი

წყარო : airqualitynews.com

ნახვები : 74 1 წუთის საკითხავი

წინა პოსტი
რამდენად აბინძურებენ ჰაერს ავტომობილები?
შემდეგი პოსტი
ინფრაწითელი ფოტოები ცხადყოფენ რომ სკოლებისკენ მიმავალი ბავშვები მშობლებზე სამჯერ მეტად ზარალდებიან ავტომობილების ტოქსიკური გამონაბოლქვებისგან

Leave your comment Cancel Reply

(will not be shared)

ბოლო ჩანაწერები

  • “ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
  • ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
  • ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
  • ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
  • აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
Alone
  • Call Us: + 995 551 858 858
  • greenpoleorg@gmail.com
  • Tbilisi , Georgia
Copyright ©2020 GREENPOLE. All Rights Reserved
SearchPostsLogin
ოთხშაბათი, 22, მარ
“ჩემი ქალაქი მკლავს“ მოძრაობა, ბოლნისის რაიონის სოფელ გეთაში ჩავიდა
ორშაბათი, 20, მარ
ლონდონი და მილანი ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შეკრებას უხელმძღვანელებენ
შაბათი, 11, მარ
ლონდონში დაწყებულია კამპანია შეშის წვის საფრთხეებზე ცნობიერების ასამაღლებლად
კვირა, 26, თებ
ნიუკასლის სუფთა ჰაერის ზონა აქტიურდება
პარასკევი, 24, თებ
აშშ-ის მთავრობა ასთმის საშიშროების გამო გაზის ქურების აკრძალვას განიხილავს
პარასკევი, 24, თებ
გაერთიანებული სამეფოს საზოგადოება უარს ამბობს საზოგადოებაში მოწევაზე, ტრასნპორტის გამონაბოლქვი კი შედარებით მისაღები რჩება

Welcome back,